გუსტავ ფლობერი – მადამ ბოვარი.

ლიტერატურის ისტორიაში ძალზე იშვიათია შემთხვევა, როდესაც მწერალს პირველივე ნაწარმოებით საყოველთაოდ აღიარებენ. ასეთია გუსტავ ფლობერის `მადამ ბოვარი~, რომლის მთავარი გმირი, ფერმერის ქალიშვილი, მონასტერში აღზრდამიღებული ემა რუო, რომანტიკული იდეებით იკვებება და საკუთარი ფან­ტაზიებით ცხოვრობს _ მიისწრაფვის `საკუთარი სიმართლის~ განხორციელებისკენ.

რომანის დაწყებამდე ვიცოდი ,რომ წიგნის მთავარი გმირი ემა ,სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა,მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დიდი ინტერესით წავიკითზე ეს წიგნი.

ემას ცხოვრება დიდი ტრაგედია იყო. აუხდენელი ოცნებებით და უნიჭო ხალხით გაჟღენთილი  იყო მისი წუთისოფელი.

ემა გათხოვდა კაცზე ,რომელიც არ უყვარდა . ამით დაიწყო მისი ცხოვრების დასასრული. მას გულს უკლავდა ის ,რომ ასეთ უბრალო ხალხთან უწევდა ცხოვრება . არ უყვარდა შვილი ,იყო გაბოროტებული მისი ცხოვრების გამო. სძულდა ქმარი რომელიც უბრალო ექიმი იყო და არ იზიარებდა ცოლის სურვილებს. სძულდა ქმარი,რომელსაც ცოლი  უბედნიერეს ქალად მიაჩნდა.

ქმრის სიძულვილმა სხვა კაცებისადმი სიყვარული არ დააკარგვინა ემას. წიგნის მთავარ გმირს 2 კაცი უყვარდა .ორივე რომანი მარცხით დასრულდა,რის გამოც ემას დიდი დეპრესია ეწვია.

ემა ბოვარი – მეოცნებე, ვნებებით გატაცებული, მდიდრული ცხოვრების მსურველი ქალბატონია. ადვილად ემორჩილება იმწამიერ სურვილებს და არ შეუძლია ემოციების შეკავება.

მიუხედავად იმისა,რომ წიგნი ძალიან მომეწონა ემამ გამაღიზიანა საშინლად.

ამაზრზენია ჩემთვის ის ,რომ მიუხედავად მისი ქმრისდამისი სიძულვილისი მაინც ეალერსებოდა მას.

ამაზრზენია ჩემთვის ის ,რომ შვილს არ უვლიდა და არ უყვარდა .

ამაზრზენია ჩემთვის ის ,რომ 2 კაცთან ერთად იყო .

ამაზრზენია ჩემთვის ის ,რომ მისმა უჭკუობამ ოჯახს მთელი ქონება წაართვა .

მიუხედავად იმისა,რომ წიგნის მთავარი პერსონაჟის მიმართ არც თუ ისე კეთილად ვიყავი განწყობილი ,მაინც გული მატკინა მისმა სიკვდილმა.

ყველა ვუშვებთ შეცდომებს :მეც ,შენც .

ადამიანს შეცდომების გამოსწორება უნდა შეეძლოს. უნდა შეეძლოს აღიაროს დანაშაული ,გამოასწოროს და მეორედ აღარ შეცდეს.

მაგრამ,ეს მხოლოდ რომანია . რომანი რომელიც ტრაგიკულად დასრულდა.

რომანი ,რომელმაც ჩემზე ცუდად იმოქმედა.

ბოლოს ,მინდა გითხრათ ,რომ არც თუ ისე კმაყოფილი დავრჩი წაკითხულით ,მაგრამ ერთხელ წაკითხვა ღირს 🙂 .

Advertisements

18 thoughts on “გუსტავ ფლობერი – მადამ ბოვარი.

  1. ჩემი შეყვარებული 5 ბიჭს ხვდებოდა ამისი რა გიკვირს :დდ
    საშინლად არ მომეწონა ეს წიგნი და ვთვლი,რომ დრო დავკარგე ტყუილად ამის კითხვისას.

  2. კარგა ხნის წინ წავიკითხე და მახსოვს,ევას მიმართ რაღაცნაირად განვეწყე კითხვისას,თითქოს მომწონდა,მაგრამ ამავდროულად საშნლად მაღიზიანებდა..
    ღირს ისე თავიდან გადაკითხვა,მაინტერესებს რა რეაქცია მექნება :დ
    პ.ს. კარგად წერ ❤

  3. არ დაგიმალავ…
    და, როგორც კი ამ წიგნის კითხვა დავიწყე, რაღაცნაირად არ “მეჩემებურა” და გვერდზე გადავდე…
    აუცილებლად დავიწყებ კიდევ ერთხელ, ოღონდ ცოტა მერე, იქნებ მომეწონოს… :/

  4. ვაიმე ამ წიგნის კითხვას რომ მოვრჩი კინაღამ ფანჯრიდან ვისროლე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ იყო მასში რაღაც. :დ ამ ქალის სახით იმდროინდელი ყოფა იყო წარმოდგენილი. მიუხედავად მისი ამორალურობისა, მაინც მომეწონა! არ გაუმართლა ცხოვრებაში..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s