თოვდა ♥

თოვდა. 

სახლიდან ადრე გამოვედი ,არავისთვის არაფერი არ დამიბარებია .

ქუდი ავიღე რომელიც საშინლად არ მიყვარს და გარეთ გავედი . გარეთ თოვდა .თოვლიც არ მიყვარს.

გზაზე მივდიოდი . არავინ არ იყო გარეთ . აქა-იქ ტაქსის მანქანა თუ გაიჭაჭანებდა.

თავჩაღუნული მივუყვებოდი გზას გაურკვეველი მიმართულებით . თოვლის ფიფქები სახეზე მედებოდნენ და უმალ ქრებოდნენ  .

ვფიქრობდი. ზედმეტად ბევრს ვფიქრობდი. ვგრძნობდი და ვხვდებოდი ,რომ სიგიჟემდე არაფერი მაკლდა. ეს ფაქტორი მაგიჟებდა.

ვგიჟდებოდი. 

ვგიჟდებოდი.

ნამდვილად ვგიჟდებოდი.  გამახსენდა ,რომ უკვე დიდი ხანია მხოლოდ ჩემს თავს ველაპარაკები.

გამაჟრჟიალა. შემცივდა შიგნიდან. დამბურძგლა. ტვინი გამეყინა. ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობდი.

 ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. რამე უნდა მეშველა ჩემი თავისთვის .

უკან დავბრუნდი შეშინებული. სახლში შევედი და ჩემს ოთახში ჩავიკეტე!.

დავფიქრდი. 

”რისთვის იკლავ თავს? რისთვის დარდობ და ნერვიულობ ? შეხედე შენს თავს! რას დაემსგავსე! ადამიანის სახე დაკარგული გაქვს .გეყო უაზრო დარდი და ნერვიულობა. ცხოვრება მშვენიერია!  გეყო! ”

 ყავა მოვიდუღე და სიგარეტს მოვუკიდე.თვალები დავხუჭე .მგონი…..

მგონი დავწყნარდი .

 ”ყველაფერი კარგად იქნება ”__ ვთქვი და ლოგინში ჩავწექი .

 ”ყველაფერი კარგად იქნება ” ”…

10 thoughts on “თოვდა ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s