ფიქრი!

ფიქრის  შეჩერება გიცდიათ ?

აი,მაშინ როცა  გზაზე მიდიხართ  და თოვს. უბრალოდ თოვს . თქვენც უბრალოდ მიდიხართ .

გინდათ არ იფიქროთ . უბრალოდ გინდათ ,რომ უაზრო ფიქრებისაგან თავი დაიძვრინოთ და თუნდაც ერთი საათით მშვიდად იყოთ .

გიცდიათ ? ალბათ ,გიცდიათ მაგრამ არ გამოგსვლიათ ,ხომ ?

აი,მაშინ როცა ოჯახთან ერთად  რაიმე ფილმს უყურებთ და გსურთ ,რომ ამ მომენტით დატკბეთ .იცით ,რომ შეიძლება ეს უკანასკნელად ხდება და გსურთ ,რომ ბოლომდე შეისრუტოთ ეს საოცრად კარგად დამუხტული სიტუაცია?გიცდიათ ?

ალბათ კი ,მაგრამ არ გამოგსვლიათ .

მაშინ,როცა მეგობართან ერთად მაგიდასთან ზიხარ  და ყავას მიირთმევ.ფანჯარაში იხედები და ხედავ ,რომ გარეთ თოვს .თოვს ,მაგრამ შენ შიგნით ხარ მეგობართან ერთად და ყავას მიირთმევ ,ათას საინტერესო თემაზე ლაპარაკობთ და საერთოდ არ გცივა . არ გცივა ფიზიკურად , მაგრამ შიგნიდან მაინც იყინები . გიცდიათ ?

გიცდიათ ,მაგრამ ალბათ არ გამოგსვლიათ .

მაშინ ,როცა ჯეინ ეარი გიდევთ წინ . ცდილობთ წაიკითხოთ ,მაგრამ ფიქრი არ გაძლევთ ამის საშუალებას. ჰმ!დასწყევლოს ღმერთმა! ეს უსირცხვილო ფიქრი! არ გვშორდება!

რამდენი შეიძლება იფიქროს ადამიანმა? იფიქროს-თან გაურკვეველი მიმართულებით! ჰა?!

ოხ! ეს წყეული ფიქრი!

Advertisements

18 thoughts on “ფიქრი!

  1. როცა ყურადღებას არ ვაქცევ ჩერდება ხოლმე, მაგრამ როცა საქმე არ მაქ ვცდილობ არაფერზე არ ვიფიქრო მაგრამ მაინც ვფიქრობ რაღაცაზე ანუ არაფერზე.
    პ.ს მომეწონა პოსტი :))

  2. ფიქრი მიყვარს.. უსასრულოდ ფიქრი.. მაგრამ ზოგჯერ თავს მაბეზრებს ^_^ და მართლაც, როდემდე შეიძლება??

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s