დავიღალე.

ვგრძნობ .

დავიღალე.

დასვენება მჭირდება .

მინდა დრო . ბევრი დრო.

მინდა ვუყურებდე ფილმებს . ვკითხულობდე წიგნებს . ვატარებდე მეტ დროს მეგობრებთან ერთად .

დავიღალე.

მართლა დავიღალე.

აღარ მინდა ფანჯარაში გახედვა . აღარ მინდა გარეთ გასვლა.

დამღალა ამ ზამთარმა. დამღალა ამ სიცივეებმა. დამღალა თოვლმა.

პირველად მენატრება წვიმა. ოღონდ თბილი წვიმა .აი ,ისეთი სოფელში რომ იცის ხოლმე .

მომენტარა .

ზაფხული მომენატრა .

მინდა საღამოს მციოდეს და რამეს ვიცმევდე.

დამღალა დეპრესიამ . დამღალა ყოველ მეორე ბლოგზე დეპრესიული პოსტების კითხვამ ,ჩემი ჩათვლით .დამღალა უხასიათობამ ,რომელსაც ამინდიც იწვევს .

დამღალა ლოდინმა .უაზრო ლოდინმა.ყველაზემეტად დამღალა.

არა , ყველაზე მეტად ჩემმა თავმა დამღალა. ჩემმა თავმა,რომელიც უიმედოდ მაიმედეს. დამღალა.

დამღალა ნელმა მუსიკებმა.

დილით ყურსასმენები ყურებში ,შუადღეს ყურსასმენები ყურებში , ღამე ყურსასმენები ყურებში . მუსიკამაც დამღალა უკვე .

დამღალა  დილით ადრე ადგომამ . ვეღარ ვხედავ სიზმრებს რომელიც ესე მიყვარს .ან ვხედავ და ისეთი დაღლილი ვარ ,რომ აღარ მახსოვს დილით .

დამღალა ოცნებებმა. უკვე იმდენი ვიოცნებე ,რომ  ახალს ვერაფერს ვეღარ ვოცნებობ .

დამღალეს ხალხმა. უმადურებმა,დაუნახავებმა! დამღალეს. უკვე აღარც ვცდილობ კარგი გავაკეთო რამე . ალბათ ,მივხვდი რომ უაზრობას აზრი არ აქვს .მივხვდი .

და ,მეც დავიღალე!

მინდა დავიძინო და ზაფხულში გავიღვიძო.მინდა ..

Advertisements

24 thoughts on “დავიღალე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s