ჩემი ვამპირომანია .

ეს ყველაფერი 2წლის წინ დაიწყო .

ჩემი მშობლები ნათესავის გარდაცვალების გამო სოფელში წავიდნენ და ჩემთან ჩემი მეგობარი მარიამი იყო. მთელი დღე ერთად ვიყავით,ღამეც ჩემთან რჩებოდა,ვერთობოდით ,ვჭორაობდით და ა.შ.

მარის ჰქონდა მოტანილი წიგნი,რომელიც მუდამ ხელში ეჭირა და ჩემი ოთახიდან გასვლის თანავე კითხვას იწყებდა. მერე სულ ამ წიგნის პერსონაჟებზე ლაპარაკობდა და თვალებგაბრწყინებული მიხასიათებდა ვამპირს სახელად”ედვარდს”.

თავიდან ჩვეულაბრივად მივიღე ეს ამბავი და ყურადღება არ მიმიქცევია .მარიმ  იმდენი ქნა ,რომ მეც ვიყიდე წიგნი და კითხვა დავიწყე.კითხვა დავიწყე და დავიკარგე :).

ეს იყო წიგნი ,რომელიც ჩემს ქვეცნობიერს ჩასწვდა და ჩემი გული დაიპყრო .საუბარი მაქვს ”ბინდზე”.

ამ წიგნის ავტორია-სტეფანი მეიერი . წიგნში მოთხრობილია 17 წლის ბელა სუონისა და ვამპირ  ედვარდ კალენის სიყვარულის ისტორია. ბელა სუონის დედას ახალი მეუღლე ჰყავს და ბელამ გადაწყვიტა, დედისგან ცალკე იცხოვროს. იგი ჩამოვიდა მამასთან, ფორკსში(ვაშინგტონი). რადგანაც ფორკსი პატარა ქალაქია, სკოლაში ყველა ბელაზე ჭორაობს, რაც მას ძალიან აღიზიანებს. პირველსავე დღეს იგი მოეწონებათ თანაკლასელ ბიჭებს და მას კუდში დევნას დაუწყებენ. თუმცა ბელა მათ ყურადრებას არ აქცევს. ლანჩის დროს იგი დაინახავს ხუთ ადამიანს, რომლებიც სხვებისაგან განსხვავებით თეთრები და ძალიან მომხიბვლელები არიან. მათ შორის მოეწონება ერთი ბიჭიც, რომელსაც ედვარდი ჰქვია.

შემდეგ ბელა და ედვარდი ბიოლოგიის გაკვეთილზე ერთად ზიან და აქედან იწყება მათი სიყვარულის ისტორია.

ძალიან საინტერესო და რომანტიული ნაწარმოებია.  უკვე 4წიგნია გამოსული .მეოთხე წიგნის პირველი ნაწილი გამოვიდა ნოემბერში და მეორე ნაწილსაც ნოემბერში ველოდებით .

წიგნი სჯობს ფილმს.საერთოდ ჩემი აზრით ფილმი რაც არ უნდა კარგი გადაღებული იყოს წიგნი მაინც ზე წასაკითხია.

ადრეც დამიწერია ამ ფილმის შესახებ აჟიტირებული პოსტი ,მაგრამ რაც არ უნდა დავწერო მაინც ვერ აგიღწერთ რას ვგრძნობ ამ ფილმის ყურებისას. ჩემი პრობლემაა ის არის ,რომ უკვე წაკითხულ წიგნს მეორედ ვერ ვკითხულობ,თორემ აუცილებლად წავიკითხავდი ოთხივე ნაწილს თავიდან და დავტკბებოდი ამ ნაწარმოებით . საქართველოში დღეს ძალიან პოპულარულია ეს ფილმი თინეიჯერებში და არამხოლოდ. ძალიან მიხარია ,რომ წავიკითხე ვნახე და გირჩევთ ყველას,ვისაც არ უნახავს ეს ფილმი აუცილებლად ნახოს. პირობას გაძლევთ,რომ არ ინანებთ .

This slideshow requires JavaScript.

ხოლო ეს ყველაფერი 2 კვირის წინ დაიწყო . დაიწყო ისევ მარიმ.

ვამპირის დღიურებზე ბევრი მსმენია. ვიცოდი ,რომ არის სერიალი უსიმპატიურესი ბიჭებით .ვიცოდი ,რომ მთელი საქართველო გაგიჟებული იყო ამ ფილმზე. ბოლოს ჩემი მარიც (და არამხოლოდ) გააგიჟა ამ სერიალმა.  თითქმის ჩემი ყველა მეგობარი ამ სერიალში ცხოვრობს . მერე მარიმ მაყურებინა და დეიმონი როგორც კი დავინახე ,მაშინვე მივხვდი ,რომ ეს ის სერიალი იყო რომელიც მე უნდა მენახა!

ვამპირის დღიურები  სატელევიზიო სერიალია რომელიც ლიზა ჯეიმზ სმითის ნაწარმოებს ეყრდნობა .სერიალი მოგვითხრობს ელენა გილბერტის ცხოვრების შესახებ,რომელსაც თავისზე 1 საუკუნით უფროსი ვამპირი სახელად  სტეფან სალვატორი უყვარდება.

სტეფანის გამოჩენამ ელენას ცხოვრება თავდაყირა დააყენა. არც ისე ადვილი ვამპირის შეყვარებულობა . მისი ცხოვრება უფრო გართულდა მაშინ ,როდესაც სტეფანის უფროსი ძმა დეიმონი ჩამოვიდა ძმასთან . თავიდან ძალიან ბოროტია დეიმონი. მაგრამ იმდენად სიმპატიური და საყვარელია ,რომ არ მაძლევს მისი ქცევები ,მიმიკები და გარეგნობა მისი შეძულების საშუალებას.

ორივე ძმა უსაყვარლესია. ვამბობ ,რომ ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან ,მაგრამ დეიმონი მაგიჟებს და მკლავს . ძალიან კარგი ”ტიპია”.

ვიცი ,რომ წიგნიც არის გამოსული ,მაგრამ რატომღაც წაკითხვის სურვილი არ მაქვს ,რადგან ამბობენ ,რომ ყველაფერი სხვანაირად არის გადმოცემული მასში .

ვამპირის დღიურებმა დაიპყრო ქართველი თინეიჯერი გოგოების და ბიჭების გული .და მათ შორის ვარ მეც . სერიალის 3 ნაწილია მხოლოდ გამოსული და ჩემი გრაფიკის გადამკიდემ 2კვირაში ვუყურე . მესამე სეზონის მეთხუთმეტე სერია დევს მხოლოდ ინტერნეტში და მოუთმენლად ველი როდის გამო შემდეგი სერიები.

ამ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ : ნინა დობრევი ;იან სომერჰალდერი და  პოლ უესლი .

ფილმის ყველაზე ეპიკური შინაარსი ის არის ,რომ ყველაზე ბოროტი ვამპირი დეიმონი ,მისი ძმის ,სტეფანის გოგოზე გაგიჟებით არის შეყვარებული . ძალიან უხდება სიყვარული ამ ბოროტ ვამპირს ,საბედნიეროდ დეიმონი ელენას სიყვარულმა შეცვალა და ძალიან კეთილი და დადებითი პერსონაჟი გახდა. საინტერესოა ვისი გახდება ბოლოს ელენა .. მოუთმენლად ველი სერიალის შემდეგ ნაწილებს .

თქვენ კი ჩემნაირო, ვამპირომანიით შეპყრობილო ქართველებო ( და არამხოლოდ) საინტერესო სერიებს და ბევრ კარგ შეგრძნებებს გისურვებთ ♥

ჰმ ♥  ეს ჩემი ყველაზე სიმპაჭიურია ♥  .

Advertisements

68 thoughts on “ჩემი ვამპირომანია .

  1. რაც შეეხება ბინდის ბოლო ნაწილის წიგნს-გამოსულია უკვე თავიდან ბოლომდე ყველა ნაწილი.
    ვამპირის დღიურების წიგნი საქართველოში არ მოიპოვება,არც ინგლისურად და არც ქართულად,არანაირ ენაზე.
    დეიმონი კიდევ სულაც არაა ,,კეთილი”,უბრალოდ იმ იდიოტი ელენას გამო თავის რაღაც- რაღაც პრინციპებს თმობს.

    • ვიცი ბინდის ნაწილის წიგნი ,რომ გამოსულია,წაკითხული მაქვს .მე აქ ლაპარაკი მქონდა ფილმზე
      ვამპირის დღიურების წიგნი ინტერნეტში დევს ,ბევრს აქვს წაკითხული 🙂
      დეიმონი გაკეთილდა, რაღაც პრინციპები დათმო,გეთანხმები ,მაგრამ ისეთი ბოროტი აღარ არის როგორიც იყო .
      ხოლო რაც შეეხება ელენას,სულაც არ ვფიქრობ ,რომ იდიოტია 🙂

      • ჰო,ფილმი კიბატონო.
        ინტერნეტში დევს მაგრამ მანდ კითხვის ნერვები არ მაქვს,ფაქტია რომ ფილმი სულ სხვაა და წიგნი სულ სხვა. ჰო რავიცი,ელენას თაობაზე ვერ გეთანხმები,რას უყურებს შტერ სტეფანს,როცა გევრდით დეიმონი ყავს ❤

      • კი ,წიგნი ვიცი ,რომ სულ სხვანაირია. ამიტომ არ ვკითხულობ არც მე .
        ელენაზე გეთანხმები , დეიმონი მილიონჯერ სჯობს სტეფანს ❤ მაგრამ სტეფანიც უსაყვარლესია, მაგრამ აი ეს დეიმონიიი ❤
        მკლავს მისი მიმიკები და ქცევები ❤

      • სტეფანი ნერვებს მიშლის ყველანაირ კონტექსტში,აშკარად პოლ უისლი ჯობია სტეფან სალვატორს :დ მაგრამ პოლსაც და სტეფანსაც დეიმონი და იანი მირჩევნია ^_^

      • მესმის შენი .
        იგივე სიტუაცია მაქვს თითქმის,მაგრამ ვცდილობ კარგი როლის მქონე ადამიანზე გული არ ავიცრუო .ასე,რომ მოხდეს ჩემი ყველა მეგობარი ჩემს წინააღმდეგ გაიფიცება ,რადგან ყველას მოსწონს 🙂
        ნუ ,არაფერს ვერჩი სტეფანს, უბრალოდ იანთან შედარებით ვთვლი ,რომ ”არაფერია ”..

  2. ეს იყო წიგნი ,რომელიც ჩემს ქვეცნობიერს ჩასწვდა და ჩემი გული დაიპყრო .საუბარი მაქვს ”ბინდზე”.

    ამან გამარკვივა და სიმართლე ვთქვა გამაცინა კიდეც. მეც წავიკითხე ბინდის პირველი ნაწილი პატარაობაში.. არაფრის მომცემი წიგნი, უბრალოდ საინტერესო სიუჟეტი (ნუ ჩემთვის იმ დროისთვის საინტერესო იყო).. სხვა არაფერი ცხოვრებისეული, არაფერი გამოსადეგი და არაფერი კარგი რაც მისგან დაგრჩება არ არის.. თამამად შემიძლია ამის თქმა და ვერ მესმის გული როგორ დაიპყრო და ა.შ. ყველას თავისი აზრი აქვს მაგრამ აი რა მოგცა მაგ წიგნმა? გარდა იმისა რომ მოგეწონა სიუჟეტი და სცენარი… რამე გასწავლა? რამე შეგძინა?

    • სალომე, ჩემს ასაკში მსგავსი წიგნები ძალიან საინტერესოა.
      იმედია დამეთანხმები ,რომ ეს წიგნი რომანტიზმია. ყოველშემთხვევაში მე ასე ვთვლი.
      რა თქმა უნდა წიგნი ვამპირებზე არაფრის მომცემია,მაგრამ სიამოვნებას რომელსაც კითხვის პროცესში ღებულობ არ უნდა დაუკარგო შარმი .
      შეიძლება, არ გამოვრიცხავ ,რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს წიგნი აღარ მომწონდეს,მაგრამ დღეს ძალიან მიყვარს და ველი მისი ფილმის გამოსვლას.
      შეუძლებელია ყველა წიგნი რაღაცის მომცემი იყოს ,მაგრამ სასიამოვნოდ ჩასაკითხი წიგნები ,ძალიან მიყვარს .

  3. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი არა წაკითხვის დამთავრებისასვე არ მომეწონა წიგნი. ხო მაგრამ ისე გეწერა გულში ჩამწვდაო და ქვეცნობიერშიო რომ ესეიგი რაღაც მოგცა და გასწავლა და რა აი ვერ ვხვდები. საინტერესო სიუჟეტია რა თქმა უნდა მაგრამ სრულიად არაფრის მომცემი. ვფიქრობ ტყუილად დავხარჯე დრო მასზე კითხვისას რადგან თუ რომანტიული წიგნების წაკითხვა გვინდა/გინდა ჯობია ისეთი წავიკითხოთ რომელიც თან ბევრს გვასწავლის და თან ვამპირებზე და ღრჯოლებიანებზე საინტერესო სიუჟეტებითაა სავსე : დ : ))))))))

    • ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სალომე 🙂 ისევე როგორც მათი ფიქრები . განსხვავდება მათი გემოვნება 🙂
      სხვა რომანტიულ წიგნებსაც ძალიან ბევრს ვკითხულობ :ზოგი მომწონს ზოგი არა .
      ერთერთი წიგნია ბინდი ,რომელიც მომეწონა და შემიყვარდა …
      ვამპირებზე და ღრჯოლებიანებზეა მართალია ეს წიგნი ,მაგრამ იმედია დამეთანხმები იმაში ,რომ ამ ვამპირებმა გადარია ნახევარზე მეტი საქართველო .. რეალობა ისაა ,რომ ძალიან ბევრი ცხოვრობს ამ არარეალობაში .

  4. რა თქმა უნდა განსხვავებულები არიან ადამიანები და ყველას სხვადასხვანაირი გემოვნება აქვს. მაგრამ რა შუაში იყო საქართველო გადარიაო ? :დ რადგან საქართველო კი არა მთელი მსოფლიო გადარია და არარეალურში აცხოვრა მეც უნდა მომეწონოს ? – არა.

    თან მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ ვერ მივხვდ იროგორ მოაღწია შენს გულამდე მეთქი მეგონა იმიტომ თქვი რომ რაღაც გასწავლა არადა შენ თვითონაც თქვი რომ არაფერი უსწავლებია და უბრალოდ რომანტიული და სასიამოვნოდ წასაკითხიაო.. ჰოდა თუ რომანტიული, სასიამოვნოდ წასაკითხი გინდა და პლიუს ამას ისეთი გინდა რაღაც რომ დაგრჩება მისგან მაშინ სხვები იკითხე, რემარკი იკითხე.. ლონდონი იკითხე.. რა გამოლევს ❤

    • რადგან საქართველო კი არა მთელი მსოფლიო გადარია და არარეალურში აცხოვრა მეც უნდა მომეწონოს ? – არა.__მე ეს არ მითქვამს. ამ ფილმებს მხოლოდ იმიტომ არ ვუყურებ ,რომ მთელი მსოფლიო უყურებს . უბრალოდ მომწონს და ვუყურებ .
      ვფიქრობ ,რომ მსჯელობის გაგრძელებას აზრი არ აქვს ,სხვადასხვა პოზიციებზე ვდგევართ და სხვადასხვა აზრი გვაქვს 🙂
      მაგრამ ,სასიამოვნოა შენი სტუმრობა :*

    • თუ რაიმეს კეთებამ სიამოვნება მოგანიჭა, გამოდის რომ დრო არ დაუკარგვინებია შენთვის… როგორც ჯონ ლენონი იტყოდა “თუ დროის კარგვით სიამოვნებას იღებ, ეს დრო არ არის დაკარგული” 🙂

  5. მგონია, რომ თუ წიგნს წაიკითხავ და გაგაგიჟებს, ესე იგი, ის სწორედ იმ ასაკში უნდა წაგეკითხა და კარგადაც შეგირჩევია!
    თუ რამდენიმე წლის შემდეგ გადაფურცლავ, მიხვდები, რომ მხოლოდ ადრე გამოწვეული ემოციები გახსენდება და მხოლოდ ისღა აღგაფრთოვანებს, ვიდრე თვითონ წიგნის სიუჟეტი.

    სიამოვნებაც სწორედ ეგაა. მიხარია, რომ იმ ასაკში წაიკითხე ეს წიგნები, როცა უნდა წაგეკითხა! და ისიც მიხარია, რომ ასე კარგად შეიგრძენი…
    სიმართლე გითხრა, საკუთარ თავს რომ ჩავჩიჩინებ, ჯერ არ გაიზარდო, ჯერ არ გაიზარდო-მეთქი, ნაყოფს იღებს და რამდენიმე წლის წინ წაკითხულმა ამ წიგნებმა მეც ზუსტად იგივე რეაქცია გამომახატვინა : ))

    მიხარია ყველაფერი, შე ჩემნაირო :*

    • სალომე ❤
      როგორ მახარებ ხოლმე შენი თბილი კომენტარებით ❤
      ძალიან მიხარია შენი ნახვა ჩემს ბლოგზე ❤
      შენ მართლა ჩემნაირო! 🙂
      არ გაიზარდო ჯერ,არა! გაზრდას სულ მოასწრებ ! 😉

  6. საერთოდ,მე ერთი რაღაც დამჩემდა:შეიძლება ფიმლი/წიგნი მომეწონოს,მაგრამ მთავარი გმირი არა…ასე ვარბინდის და ვამპირის დღიურების შემთხვევაშიც…

    1.ბინდი–ბინდი არის ბანალური წიგნი სიყვარულზე,უბრალოდ ერთ-ერთი წყვილში ვამპირია…ესაა განმასხვავებელი…კალენები-შინაური ვამპირები…ედვარდი კიდევ ხო,მაგრამ ბელა სვონი ჩემთვის არნაირად არაა დადებითი გმირი-ის ერთი ავანტიურისტი გოგა,რომელიც ჯეიკობის გრძნობებზე თამაშობს…პირველ ფილმს ვუყურე მხოლოდ გასულ წელს,მიუხედავად იმისა,რომ ამ ჟანრის ფილმები მიყვარს,რაღაც არ დამევასა… :)დანარჩენ 2ს კი(მეოთხე არ იყო ჯერ) მხოლოდჯეიკობის გამო ვუყურე…მიყვარხარ გიყვარვარ…ეგეთი ძალიან ბევრ წიგნშია…მოკლედ მაინცდამანიც არ გიჟდები…მომწონს კარლაილი,იმიტომ რომ ადამიანებისმმართკეთილია და ერთადერთი ვამპირია,ვისაც ადამიანის სისხლი არასდროს დაუგემოვნებია…

    თან,მეიერი ბევრ რამეს ვერ გვიხსნის…იმას თავი დავანებოთ,რომ ვამპირები მზეზე ბრჭყვიალებენ…ვამპირს,რომელიც მოსიარლე გვამია(უხეშად რომ ვთქვათ) საიდან ყავს ადამიანთან შვილი?ან ვოლტურებს რა აქვთ ისეთი,რომ მათი ყველას ეშინია?მოკლედ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა..

    • ეს ხომ წიგნია 🙂
      როგორ შეიძლება კითხვები გაგიჩნდეს იმ წიგნის მიმართ,რომელშიც ვამპირების სიყვარულზეა მოთხრობილი.
      ბინდი -ფანტასტიკაა 🙂 . უბრალოდ უნდა უყურო/წაიკითხო და ისიამოვნო 🙂 .
      სულ არ გამჩენია მსგავსი ტიპის კითხვები 🙂

    • ვოლტურში უამრავი ნიჭიერი ვამპირია, ისინი ყველაზე ძლიერები არიან. 1500 წელია რაც ვამპირთა სამეფო ოჯახი ვოლტურია, ამ ხნის განმავლობაში მათ უამრავი კლანი აუჯანყდა, მაგრამ ვოლტურებმა ყველა დაამარცხეს 🙂 ამიტომაც ეშინია ყელას მათი 🙂

  7. 2.ვამპირის დღიურები–ჯერჯერობით მარტო პირველი სეზონის ნახევარი მაქვს ნანახი…საინტერესოა…თუმცა არა გადასარევი…ელენას შემთხვევაში ნამდვილად ეტყობა ამ სერიალს,რომ სერიალია(ყველა მთავარ გმირზე რომ იჭრის ვენებს,არადა ერთი ჩვეულებრივი გოგოა)…სტეფანი რაღაცით კალენების ოჯახს წააგავს,ვეგეტარიანელია…და იან ზომერჰელდერი რომ სიმპათიური იყო,ეგ LOST-იდანაც ვიცოდი…
    ყველაზე მეტად მომწონს ბონი(როგორც ჯადოქარი)….
    მოკლედ ჯერ ბოლომდე ვნახავ და მერე გამოვიტან დასკვნას,საერთოდ კი გასაგიჟებელი ვერაფერი დავინახე ჯერ… 🙂

    პ.ს.კარგი ბლოგია,მომწონს:)
    თემატიკაც მომწონს…გესტუმრები ხოლმე;)

    • ამ ,პირველ რიგში გეტყვი ,რომ გემოვნებაზე იდეაში არ დაობენ .
      სიმართლე გითხრა თუ აქამდე არ დაგევასა და ვერ დაუმუღამე ,აწი მგონი აზრი არ აქვს ყურებას 🙂
      მე მეორე სერიიდანვე ”გავგიჟდი ” 🙂
      მიყვარს რომანტიკა 🙂 თან ძალიან ❤
      ვამპირის დღიურებს და ბინდს ვერაფრით ვერ ვამსგავსებ ერთმანეთს ,ტაკ შტო 🙂
      პ.ს ძალიან სასიამოვნოა ასეთი კომპლიმენტის მოსმენა 🙂
      ძალიან დიდი მადლობა ❤
      შემოიარე ხოლმე,შევეცდები კარგად გაგიმასპინძლდე და კმაყოფილი გაგიშვა აქედან 🙂
      მეც შემოგივლი ხოლმე ❤

  8. დამეზარა წინა კომენტარების წაკითხვა .
    მაგრამ მე ძალიან მიყვარს ბინდი პირველი ორი ნაწილი მაქ წაკითხული ხოლო დანარჩენს ვერ ვშოულობ შეიძლება მაშ არაფერი არ დევს როგორ პოტერში მაგრამ ძაან გითრევს რო კითხულობ, ვამპირის დღიურებს კი გული ვერ დაუდე არ მომწონს არანაირად :)) გამიხარდა ჩემნაირი აზრის მქონეც რომ გამოჩნდა ვიღაცაა დღეს მაგალითად პოტერის ფენიქსის ირდენი მეორეთ მოვიტანე სახლში წასაკითხად და შენ რატომ ვერ კითხულობ მეორეჯერ ვერ ვხვდები ?

  9. ედვარდი მეც მიყვარდა :))) ქართულად ოთხივე ნაწილი წაკითხული მაქვს, სამწუხაროდ, ორიგინალში არა :))) თინეიჯერის ასაკისთვის მშვენიერი კინოა. შეიძლება ბევრი ვერაფერი მოგცეს, მაგრამ სასიამოვნო საყურებელია :))

    • აწწწ ♥
      კიდევ ერთი ჩემნაირი..
      კეთილი იყოს მარიტა შენი პირველი კომენტარი ჩემს ბლოგზე ♥
      შემომიარე ხოლმე ^_^
      დეიმონი მეც ძააალიან მიყვარს ♥
      და მენატრება უკვე ეს სერიალი ♥
      წარმატებები ♥

  10. არ ვიცი თქვენი მარა მეც დეიმონის ფანი ვარ! ძალიან მიყვარ ეგეც და ელენაც მაგრამ სტეფანი დიდათ არა ! მე ველოდები სეზონ 4

  11. vaimeee…vgijdebi Bindze da Vampiris Dgiurebzeee!
    gansakutrebit Vampiris Dgiurebze.
    me am serialidan Ketrini da Deimoni miyvaars!
    dzalian magari serialiaa! visac ar gaqvt nanaxi, aucileblad uyureet!
    P.S rogorc xedavt mec “vampiromaniit” var shepyrobiliii! 😀

  12. ბინდი დაღეჭილი მაქვს, წიგნიც და ფილმიც . ფილმი იმდენად არ მომწონს წიგნზე ვგიჟდები , მერამდენედაც არ უნდა წავიკითხო არ მომბეზრდება და ყველა წაკითხვაზე ახალ-ახალ რაღაცეებს აღმოვაჩენ ხოლმე ^^
    ვამპირის დღიურები .. მმ, ვთვლი რომ ეს სერიალი დიდი არაფერია რამდენიმე სერია მაქვს ნანახი და სურვილი არ გამჩენია რომ სხვებიც მენახა. წიგნი ინტერნეტში წავიკითხე, ბინდს ვერც შეედრება , მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ. დეიმონი განსაკუთრებით მიშლის ნერვებს, სტეფანი მეუასება :დ
    კარგი პოსტია, შენი ბლოგიც მეუასება ;დ

    • ძლივს ვიღაც ჩემნაირი გამოჩნდა 🙂 მე ვამპირის დღიურების მარტო 2 სეზონი მაქვს ნანახი და ვერ ვიტან. ძალიან მაღიზიანებს დეიმონი რომელიც ვითომ მაგარი ტიპია სინამდვილეში კი სუსტი პიროვნებაა. თავის ძმის შეყვარებულები რომ უყვარდება ეს იმას ნიშნავს რომ გულის სიღრმეში თავის ძმაზე ნაკლები ჰგონია თავი. თან მერე ამ შეყვარებულების გავლენის ქვეშ ექცევა. ცდილობს თავისი ემოციები ეგოისტობით და სულელური მიმიკით დამალოს მაგრამ ასე კიდევ უფრო იდიტურად ჩნდება. სიმპატიური რო არაა არ უნდა მაგას ლაპარაკი. მარტო მის ანომალიურ ნიკაპზეც გული მერევა, მაგრამ გარგნობის გამო არ მჩვევია ამოთვალწუნება, ის უბრალოდ ეგოისტია და ვფიქრობ თავად იანიც ასეთი იქნება. ელენასთან დაკავშირებით bellablaack–ს ვეთანხმები ტრადიციული, სერიალის მთავარი გმირი_თავი დიდი ვინმე ჰგონია, სინამდვილეში არაფრით არ გამოირჩევა და ყველა გიჟდება მასზე. სტეფანი აშკარად ედვარდის ჩინური ანალოგია 🙂
      ბინდი მომწონს, უფრო სწორად ადამიანი ბელა მომწონს. ალბად იმიტომ რომ მასში თავიდან ჩემი თავი დავინახე_გულჩათხრობილი, დაკომპლექსებული, ცხოვრებაში ადგილს ვერ პოულობს, ცუდი სამეგობრო წრე… მაგრამ ვამპირი ბელა არ მომეწონა, თითქოს თავის “მე” დაკარგა. ედვარდიც არ მომწონს, მაგრამ რობერტ პატინსონზე ვგიჟდები!
      ვოლტურებზე საერთოდ ვაფრენ! კარგა ხანი ვოცნებობდი მეიერს მათზეც დაეწერა წიგნი 🙂

      • ვაიჰმეეე )))
        მე დეიმონი ძალიან მომწონს და მესიმპატიურება :)))
        ბინდიც ძალიან მიყვარს ,მაგრამ ისე არა როგორც ვამპირის დღიურები :))
        დიდი მადლობა კომენტარისთვის :))

  13. სად ვამპირის დღიურები და სად ბინდი ალბათ ჯერ ბინდი უნდა წამეკითხა და ალბათ მომეწონებოდა. დრამა და სიყვარულის ისტორია სიცრუე ვამპირობის ასე მარტივად მიგება ფუ რამე გაოცება მაინც რო გამოეწვია მაქციები არანაირი ისტორია წარმოშობაზე…აშკარად დგიურები ჯობია ოგონ ფილმი წიგნზე არაფერს არ ვამბობ. + დეიმონი ეგოისტია და მხოლოდ სტეფანი და ელენა ადარდებ. აი სტეფანი კი უფრო… მოკლდე მიხვდით ხო ❤

  14. ‘ბინდის’ ბოლო ნაწილი ისე მაინტერესებდა, რომ 5 საათში წავიკითხე და მეორე დღეს ინგლისურის გამოცდაზე ამის მეტზე ვერაფერზე ვფიქრობდი 😀 ერთხელ წასაკითხად ნამდვილად კარგია და მიმაჩნია, რომ წიგნი ფილმს ჯობია (როგორც ყოველთვის ხდება) ‘ვამპირის დღიურები’ მართლა კარგი სერიალია უბრალოდ ზედმეტად გაუგრძელდათ 🙂 ისე ვამპირები თუ გიტაცებს, საინტერესოა დრაკულაზე და ფილმზე ‘ინტერვიუ ვამპირთან’ რას ფიქრობ 🙂 მე ამ ფილმზე მართლა ვგიჟდები 🙂 რაც მთავარია შენი ბლოგი მომწოონს!

  15. mec viyavi egre ert dros magram rom davpikrdi karga xnis mere tavi gavanebe 🙂 arsebobs aseti wignebic romlebic itreven adamianebs ai magalitad bindi tumca girchev shimshilis tamashebi waikitxo namdvilad ar chamouvardeba binds, darwmunebuli var egec ase chagitrevs 🙂

  16. ❤ საერთოდ რატო ადარებენ კინოს და სერიალს ერთმანეთს?ეს კითხვა ალბათ ბევრს აწუხებს.იმიტომ რომ ორივემ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია თინეიჯერების გულებში,და სხვა ფილმები ვამპირებზე უკან ჩამოიტოვა.მე მაგალითად არ მინდოდა მეყურებინა ვამპირის დღიურებზე რადგან ბინდი ნაყურები მქონდა და მომწონდა და რადგან ერთმანეთს ადარებდნენ მე ბინდს ვირჩევდი.ჩემი მეგობარი უყურებდა ვამპირის დღიურებს და მან მთხოვა მეყურებინა და თუ არ მომეწონებოდა პირველი სეზონი თავი დამენებებინა,მეც დაციწყე ყურება და ძალიან მომეწონა…რაც შეეხება არის დავა დეიმონსა და სტეფანზე…დეიმონი არ იყო ბოროტი მაგრამ მას სიყვარულმა უმტყუნა და ყველაფერზე ხელი აიღო ასე ვთქვათ გრძნობები გამორთო მაგრამ ახალმა სიყვარულმა მასში რაღაც ადამიანური დაგვანახა…ხოლო გარეგნობით მე დეიმონს ვირჩევ რადგან მას თავისი ხიბლი აქვს..სტეფანიც კარგი ბიჭია მაგრამ ჩემი აზრით ელენამ დეიმონი უნდა არჩიოს….შენ კი ავტორო დიდი მადლობა რომ ჩამოაგდე ლაპარაკი ამ თემაზე და ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა 🙂

    • ძალიან სასიამოვნო კომენტარი იყო დიდი მადლობა 🙂
      მადლობა იმისთვის,რომ მეწვიე და კომენტარის დაწერა არ დაგეზარა .
      საკმაოდ კარგად გავიგე შენი აზრი ამ ყველაფერზე 🙂
      შემომიარე ხოლმე ❤

      • დეიმონი მეც ძალიან არ მომწონდა დასაწყისში, მაგრამ როცა ელენა ვამპირი გახდა, აზრი შევიცვალე და ახლა ვერ ვიტა პოტოებს რომლებშის სტეპანი ახლოს დგას ელენასთან და დეიმონი შორიდან უყურებს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s