ჩემ გარშემო ^_^

დღეს პარასკევია . ჩემთვის ყველაზე საყვარელი კვირის დღე .

დღეს ვფიქრობდი და მივხვდი ,რომ ჩემ თავზე საუბარი მომენატრა . სულ გავურბივარ ჩემზე რაღაცის თქმას,მოყოლას.ამან დამღალა.

და  აი ,ეხლა აქ ვარ ,რომ გიამბოთ .

მინდა გითხრათ ,რომ :

ჩემ ცხოვრებაში ახალი და უჩვეულო სრულიად არაფერი არ ხდება . იგი ჩვეულ რიტმში მიდის ,როგორც ყოველთვის .

დღეს 2 მარტია .გაზაფხულის მეორე დღე . რატომღაც დიდი იმედი  მქონდა,რომ რაღაც შეიცვლებოდა პირველი მარტიდან,მაგრამ ამაოდ. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი დღე იყო  უბრალოდ , იმით იყო სხვებისგან განსხვავებული ,რომ ყველა გაიძახოდა  დღეს პირველი მარტია ,ვინც მოტყუვდა ბატიაო:/ … ჰმმ.. როგორ მაღიზიანებთ!

საშინელი ქარი და სიცივეა. თოვლიც გამოუცხადებიათ საღამოს. გავგიჟდები გაზაფხულზე თოვლი რომ მოვიდეს! ყოველდღე უფრო და უფრო მიჭირს დილით ადგომა. არ ვიცი რა მჭირს,გაღვიძება აღარ მინდა. ცხოვრება მეზარება ეს ბოლო დღეებია! 

ჩემ გარშემო?ჰმ : ))). არაფერი განსაკუთრებული, საკუთარ თავზე შეყვარებული ხალხი,რომლებიც მხოლოდ იმაში ხარჯავენ დროს,რომ ნერვები მომიშალონ .მაგრამ მინდა გითხრათ ,რომ არ გამოსდით ,ვისწავლე  ….. ემოციების გაკონტროლება ვისწავლე ,ეს მომწონს ,ოღონდ მაღიზიანებს .

 არ მესმის რატომ უნდა ვიღიმოდე მაშინ ,როცა  სულაც არ ვარ ღრეჭვის ხასიათზე? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ,რომ უაზრო კითხვები ავიცილო ,რომლებზეც პასუხი დღემდე არ მაქვს ? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ,რომ რატომღაც ხალხს ჰგონიათ ,რომ 14წლის თინეიჯერის პრობლემები  მხოლოდ დროებითია ?მხოლოდ იმიტომ,რომ სულელურია მათთი გადმოსახედიდან ჩემი საფიქრალები?

ამან დამღალა.ემოციების გაკონტროლებამ ყველგან და ყველასთან  .მართლა ძალიან დამღალა. მსახიობი არ ვარ! მე არ ვარ ის მსახიობი ,რომელსაც ნებისმიერი როლის თამაში შეუძლია,სამწუხაროდ არ ვარ ….

არ ვარ უემოციო ადამიანი .მართლა არ ვარ. შეიძლება ასე ჩანს ,მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, არ ვარ ასეთი . ვმალავ ჩემს ემოციებს ,რადგან  შეიძლება ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს .სწორედ ამიტომ ვმალავ, ეს ალბათ ჩემი ერთ-ერთი ცუდი თვისების, თავმოყვარეობის ბრალია . ვიცი ,რომ ეხლა ყველა იფიქრებთ ,რომ არ ხართ თავმოყვარე ადამიანები . გეყოთ რა! ყველა ადამიანი თავმოყვარეა .გეყოთ საკუთარი ცუდის დამალვა ..სხვებზე ჭორაობთ ,სხვებს აკრიტიკებთ და  თავები ანგელოზები გგონიათ ,მაგრამ კიდევ კარგი ,რომ გულის სიღრმეში მაინც ხვდებით ,რომ ეს ასე არ არის .ეს მახარებს ……

ცხოვრებაში პირველად ვარ გაურკვევლობაში .არ ვიცი რა იქნება , ვერ ვგეგმავ ვერაფერს .არ ვიცი როგორი ზაფხული მექნება , არ ვიცი როგორი იქნება საერთოდ ეს წელი ჩემთვის , ყველაფერი იცვლება ჩემ გარშემო. მომავალი დღის დაგეგმვაც კი არ მძალუძლს ისეა ქვეყნიერება მოწყობილი .

ამ ბოლო დროს შეიცვალა რაღაც ჩემში .ვგრძნობ ,რომ რაღაც ვერ მაქვს კარგად . ვეღარ ვნერვიულობ ,ვეღარ განვიცდი ,ვეღარ ვდარდობ .ვეღარ …… ის რაზეც ადრე გული მტკენია,ეხლა აღარ მაწუხებს . არ ვიცი ,ეს ალბათ კარგია ,მაგრამ არ მინდა ესეთი უდარდელი ვიყო .ძალიან არ მინდა .ვიცნობ ისეთ ადამიანებს ,რომლებიც ჩემსავით უდარდელები არიან და ისინი ძალიან მაღიზიანებენ და არ მინდა მათ დავემსგავსო .

სიყვარულის დღე იყო 14ში ხომ ? არაფერი განსაკუთრებული ,მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი ,სახლში მოვედი ,ყურსასმენები გავიკეთე და დავიძინე . არ  ავღნიშნავ ამ დღეს,რადგან ვფიქრობ ,რომ სიყვარულს სპეციალური დღე არ სჭირდება .არასდროს არ ვყოფილვარ ამ დღეს მარტო ,მე მყავს მეგობრები ,მეთზე მეტად არავინ მიყვარს ♥ .

დღიურში წერას მოვუხშირე , თითქმის ყოველდღე ვწერ და მინდა გითხრათ ,რომ საშინლად კარგი შეგრძნებაა შენი ნაწერების კითხვა .მეღიმება  როცა  დღიურში ძველ ჩანაწერებს ვკითხულობ .სასიამოვნოა მომავალში გაიხსენო შენი წარსული,ხანმოკლე მაგრამ მაინც წარსული .

ეხლა გადავხედე პოსტს და რაღაც სევდიანი გამომივიდა,არ მინდოდა ასე . არ ვარ ცუდად ,ჩვეულებრივად ვარ და მივყვები ცხოვრებას. უბრალოდ რაღაცნაირი დღეა,სევდიანი . გარეთ საშინელი ქარია .დღეს გოგოებთან ერთად ვიყავი ,ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ .სკოლაშიც ყველაფერი კარგად არის . ჩემები სახლში არ არიან და ინგლისურიდან სახლში დაბრუნებულს ,ცარიელი სახლი მესიამოვნა. თან გამახსენდა ,რომ 2თავისუფალი დღე წინ მაქვს,ხვალე გერმანული და შაბათ-კვირა ჩემია. ყავა მოვიდუღე და ლიმონი დავიჭერი ,როგორ მიყვარს . ამ ფაქტორების გათვალისწინებით : მყავს მეგობრები ,რომლებთანაც ბევრი სასიამოვნო დღის გატარება შემიძლია. მყავს მშობლები და მათი იმედი სულ მექნება .მაქვს ბედნიერი წუთები ,რომლებსაც არ დავივიწყებ .

 ამ ყველაფრის შემდეგ , ცუდი რამეები ნეიტრალდება . აღარ მაწუხებს ის  რა იქნება 3 თვის შემდეგ ,აღარ მაწუხებს არასასიამოვნო ზარები და საუბრები .აღარ მაწუხებენ უაზრო ადამიანები ,რომელთა ცხოვრებაშიც არაფერი საინტერესო არ ხდება და სხვისი წარსულით ცხოვრობენ დღემდე … თქვენ მე აღარ მაწუხებთ! 

მუდამ თქვენი მონამორჩილი ,გახუნებულ ოცნებაში დარჩენილი მარიმგა ♥….

4 thoughts on “ჩემ გარშემო ^_^

  1. როგორ ველი ხოლმე, ახალ პოსტს❤
    მომენატრე, მარ…❤ :*
    ძალიან, ძალიან ემოციებიანი პოსტია… მეჩემებურა…❤ რაღაც, დღეს მეც ეგეთ ხასიათზე ვარ… ოღონდ შენგან განსხვავებით, ემოვიების კონტროლი ვერ ვისწავლე:/ ყველა მე მშლის ნერვებზე და ეს ძალიან მაღიზიანებს!
    მაგრამ, მჯერა, რომ ბოლოს ყველაფერი დალაგდება!❤

    • ნანაკო ,მიხარია რომ ელი ჩემ პოსტებს❤
      მეც მომენატრე❤ ძაალიან :*
      დიდი მადლობა ,მიხარია რომ მოგწონს❤
      შენც მალე ისწავლი ემოციების კონტროლს ,მთავარია ეცადო🙂
      დამიჯერე ,ყველაფერი კარგად ინქნება :**

  2. ყველა გაიძახოდა დღეს პირველი მარტია ,ვინც მოტყუვდა ბატიაო:/ << ვაიმე აი ეს მეც როგორ მაღიაზიანებს რა:#@;დ .. მომწოონხარრ <33**

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s