დამალული ემოცია♥

 

ემოციებისგან დასაცლელად ♥ ..

ყოველთვის თუ არა ,უმრავლეს შემთხვევაში მაინც, როცა ვხსნი ახალი პოსტის ფანჯარას ათასი იდეა მიტრიალებს ხოლმე თავში . ათასი თუ არა ერთი მაინც და ვიცი რაზე უნდა დავწერო .

დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. იცით როგორ?

აი ,მუსიკას რომ ჩართავ კომპიუტერში და უცებ რაღაც გახსენდება.უცებ ,მუხლებიდან სისხლი პირდაპირ თავში ადის.უცებ გული  გიფრიალებს ♥ …

სულ  რომ აღარ გახსოვს ამ მელოდიის არსებობა და უცებ აღმოაჩენ ,რომ ეს მელოდია ერთ-ერთი იმათთაგანია ,რომელიც მონიშნე მოსასმენად. უცებ ჩერდები ,მაუსსაც კი ვეღარ აკონტროლებ,  შენს თავზე ლაპარაკი ზედმეტია . თვალებს მოჭუტავ და ფიქრობ მიხვდე რას გრძნობ ,მაგრამ არ გამოგდის.

 გაბრაზება და თავმოყვარეობა ერთად დგანან და ის  პაწაწუნა სიყვარულის ნაპერწკალი , იმდენად პატარაა ,რომ ჩაკარგულია გულის რომელიღაც კუნჭულში ,იქიდან გეძახის.გეძახის და ცდილობს გაბრაზებას აჯობოს,მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოსდის …

 ალბათ კარგიცაა ,ხომ ? შენ რას ფიქრობ ?

ვიცი ეხლა ზიხარ კომპიუტერთან და შენი თვალებით კითხულობ ამ პოსტს .თვალებით ,რომელსაც ბეევრი რამე შეუძლია…  ვიცი ეხლა, შენს გულში მსჯელობ  ,ფიქრობ და ვერ აანალიზებ რას უნდა ნიშნავდეს ჩემი ესეთი შეცვლა..ვიცი …. მესმის … რთულია ..მაგრამ თუ მე შევძელი ამ სირთულის დაძლევა შენც შეძლებ,დამერწმუნე ….

 ბედის ირონიაა ,არა ? ხედავ ,როგორ მეორდება ისტორიები? ნეტავ ,როგორ დასრულდება საბოლოოდ ეს ამბავი ,ან და დამთავრდება ოდესმე?

საინტერესოა..

ემოციები და გრძნობები ერთმანეთში ირევა . რთულია ასე. რთულია როცა არ იცი რა გინდა . არ იცი რა იქნება .ჰმ …შენ რა მოგკითხო ჩემს თავში მე ვერ გავრკვეულვარ ,დღემდე ვეძებ ჩემში დანაშაულს,მაგრამ…

იქნებ ,მართლა კითხულობ ამ პოსტს ? ჰა ? გამოვაქვეყნო ? გამოვაქვეყნო ? გამოვაქვეყნო ? არა , არ ღირს ყველაფრის გართულება .დრაფტებში ჩავაგდებ ამ პოსტს და  წლების მერე გამოვაქვეყნებ ,მერე სულერთი იქნება .

ან …

წაიკითხე.

I dont care     …

 

 პ.ს  მეასე პოსტი  ♥

10 thoughts on “დამალული ემოცია♥

  1. წავიკითხე… დამთბა… ჩამთმა… სხეულში არსებულმა ყველა ტკივილმა მიმატოვა… დამაფიქრა და ჩემთვის, ჩუმად ჩამეღიმა❤

    • იმედია ყველაში ასეთ ემოციას გამოიწვევს ეს პოსტი ♥
      სალო,მიხარიხარ და მათბობ ♥

  2. რეაქცია 1: მარიმგას პოსტი დაუწერია (ფეხებისშემოკეცვა და მოკალათება)
    რეაქცია 2: რა ნაცნობია…
    რეაქცია 3: ეს მინდოდა ახლა მე?!

    მერე რეაქციების თანმიმდევრობა ირევა. ოთახში მარტო რომ ვიყო, არ შევიკავებდი ამ მლაშე წვეთებს…

    ბოლოს ვიგრძენი რომ სათაური გაამართლა პოსტმა…
    კარგი ხარ და მიყვარხარ❤

    • მარიამ რა თბილი ხარ.
      3ჯერ გადავიკითხე ეს კომენტარი და ამ სიცივეში გავთბი შიგნიდან❤
      ძალიან მიხარია შენი სტუმრობა .
      ძალიან მიხარია,რომ ჩემს ბლოგს ერთ-ერთი კარგი მკითხველი ჰყავს შენი სახით❤
      შევეცდები ყოველთვის ასეთი ემოციებით დატვირთული გაგიშვა ხოლმე ჩემი სამყაროდან❤
      მეც ძალიან,ძალიან მიყვარხარ❤.

  3. ვაახ..🙂
    რა საინტერესო იყო…❤
    ძალიან, ძალიან თბილი ხარ…❤ სალომ რომ თქვა, სხეულში არსებულმა ყველა ტკივილმა მიმატოვაო, მე მაგას ვერ ვიტყვი… პირიქით, უფრო მოვიდნენ ის – ძველი ფიქრები… მაგრამ, აი, არც კი ვიცი, თითქოს მესიამოვნა, იმ – ძველი დროის გახსენება… ყოველი წუთის და წამის…
    ძალიან კარგი ხარ! :* და მადლობა, რომ თუნდაც სულ ცოტა ხნით, ძალიან ცოტა ხნით, ის ძველი დრო გამახსენე და გამათბე… <3<3

    • ნანაკო, არ ვიცი კარგია თუ არა ის ,რომ ძველი ემოციები გაგახსენე ,მაგრამ მიხარია თუ გაგაბედნიერა ამან<3
      დიდი მადლობა სტუმრობისთვის❤

      • არა, ვიცი, მარ, რომ არაა კარგი, მაგრამ რა ვქნა, რაღაც რაღაცებს უნდა შევეგუო, რომ არასდროს მოხდება…
        ახლაც ძალიან ცუდად ვარ, მარა, რას ვიზამ…

      • რადგამ ხვდები ,რომ არ არის კარგი ,მაშინ ყველაფერი კარგად იქნება : )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s