ჩემი კვირა .

ორშაბათი:

8 საათზე ლოგინიდან წამოდგომა. ნახევარ საათში უკვე მზად ყოფნა. სკოლაში გაქცევა .. სკოლიდან 3ის 5წუთზე დაბრუნება სახლში .1 საათი ბორიალი ოთახებში .ინგლისურის ჩანთის ჩალაგება და 5ის ნახევარზე სახლიდან გავარდნა.7ის წუთებზე ინგლისურიდან გამოსვლა ,ყურში ყურსასმენების გაკეთება და სახლში ღიღინ ღიღინით წამოსვლა. შემდეგ 10საათამდე მეცადინეობა . 11საათისთვის  კომპიუტერთან დაჯდომა .12ზე უკვე გათიშულს მძინავს.

 სამშაბათი :

8საათზე ადგომა ,სკოლაში წასვლა,3ის წუთებზე სახლში მოვარდნა და სამ საათზე მათემატიკაზე წასვლა. 5ის ნახევარზე მათემატიკიდან გამოსვლა და გერმანულზე წასვლა . 7ზე სახლში ვარ და მზად ვარ ვიმეცადინო. საღამოს 10 საათამდე მეცადინეობა. 10საათზე ნანუკას შოუს ან  თქვენი შოუს ყურება . 12ზე უკვე გათიშულს მძინავს.

 ოთხშაბათი:

ზოგადად ,ოთხშაბათი თავისუფალი დღე მაქვს სკოლას თუ არ ჩავთვლი. თუ ხასიათზე ვარ შეიძლება ,3ის წუთებზე სახლში დაბრუნებული 4ის ნახევარზე  სტუდიაში წავიდე გამოყენებით ხელოვნებაზე და 8საათზე დავბრუნდე.შემდეგ ვიმეცადინო და კომპიუტერთან დავჯდე.  ან ტელევიზორში თუ რამე საინტერესოა ვუყურო . 12საათზე უკვე გათიშულს მძინავს.

ხუთშაბათი :

დილით 8საათზე ადგომა სკოლაში წასვლა 9ის ნახევარზე. სამის წუთებზე სახლში დაბრუნება,3ზე მათემატიკაზე წასვლა. 5ის ნახევარზე მათემატიკიდან გამოსვლა და გერმანულზე წასვლა. 7საათზე სახლში დაბრუნება ,მეცადინეობა,ცოტა კომპიუტერი ,ძილის წინ წიგნის წაკითხვა ,მანამდე თუ რამეა ტელევიზორში საინტერესო ყურება. 12საათზე უკვე გათიშულს მძინავს .

 პარასკევი :

დილით სკოლაში წასვლა.სამის წუთებზე სახლში დაბრუნება და 5ის ნახევარზე  ინგლისურზე წასვლა. 7საათზე სახლში დაბრუნება,მთელი კვირის გაკვეთილების მეცადინეობა.ცოტახანი კომპიუტერი,10საათზე გოგონა გარეუბნიდან-ის ყურება .11 საათზე 100გრადუსი ცელსიუსით და 12საათზე უკვე გათიშულს მძინავს .

შაბათი :

11საათზე ადგომა, მომზადება ,დილის რიტუალების შესრულება და 12საათზე გერმანულზე წასვლა.2ის წუთებზე მოსვლა და მთელი დღე ჩემია. გაკვეთილები ნასწავლი მაქვს …. მთელი დღე ფილმების  ყურება ,მზესუმზირის და მსგავსი სასუსნაოების ხრაშუნი ,საღამოს მეგობრები . ღამის ორ საათზე დაწოლა,ყურში ყურსასმენები და  ტკბილი ძილი ♥

კვირა :

2 ან 3 საათზე ადგომა .მთელი დღე უაზრო ბოდიალი სახლში , ფილმების ყურება ,ტელეფონზე ლაპარაკი,ფეისბუკზე ჯდომა,ბლოგზე წერა და გოგოები ♥…

დეტალურად არ აღმიწერია ჩემი კვირა ,ყოველდღე რაღაც ახალი და საინტერესო ხდება ,რომელსაც ჩვენ ვერ გავუკეთებთ პროგნოზს.  მხოლოდ არ იცვლება ის ,რომ ძილის წინ ვვარჯიშობ და ვცდილობ მთელი დღის მანძილზე დიეტა არ დავარღვიო .და ,კიდევ ის ,რომ ყოველი დღის ბოლოს დღიურში ვწერ ,ეხლა მივხვდი დღიურის ქონის მთავარ მუღამს და ეს მუღამი მომწონს ♥..

Advertisements

12 thoughts on “ჩემი კვირა .

  1. მე პარასკეობით ყველა ვარიანტში ვმეცადინეობ, იმიტომ, რომ შაბათს მესამე კლასიდან ვსწავლობთ… 🙂
    მე ცოტა სხვანაირი განრიგი მაქვს, ნუ რაღა ცოტა, სულ სხვანაირი… 🙂 ჩემთვის კვირაც არაა დასვენების დღე :////

  2. ❤ რა საყვარლობა იყო.. მეც მაგრად ვიღლები შაბათ კვირა რომ არ იყოს რა მეშველებ ❤
    მე ერთი დღის ყველა დეტალის აღწერა მაქვს, თუმცა მასწებზეც არის ერთი ორი სიტყვა ნაახსენები და ჩემთან დაწერას ვერიდები.. თუ გინდა გესთ-პოსტად დაგიწერ :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s