ნიჭიერი ?

ნიჭიერი ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალ რეიტინგიანი გადაცემაა.   უკვე მესამე წელია რაც რუსთავიორზე გადის და ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს . მიდის უამრავი ”ნიჭიერი ” ადამიანი და ყველა ცდილობს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნებას.

ნიჭიერი ორშაბათს ,19მარტს დაიწყო. მოუთმენლად ველოდებოდი ჩემი  facebook-ელი მეგობრებითურთ. დაიწერა უამრავი სტატუსი ,ზოგმა არც იცოდა ,რომ იწყებოდა და როგორც ხდება ხოლმე ამ სტატუსების და კომენტების მეშვეობით გაიგეს :).მიუხედავად იმისა,რომ წინა წლებით არც თუ ისე კმაყოფილი ვიყავი ,მაინც ძალიან მაინტერესებდა ახალი სეზონის ნომრები.

არ მინდა გადაცემას კრიტიკულად მივუდგე,მაგრამ არ შემიძლია  არ გამოვხატო ჩემი უკმაყოფილება პირველი  და საერთოდ ყველა გადაცემის მიმართ .

ეს საქართველოა. ნიჭიერი არაქართული პროექტია,რომელიც საზღვარგარეთიდან იქნა შემოღებული. რატომღაც ჟიურის წევრებზე და გადაცემის ორგანიზატორებზე მრჩება წარმოდგენა,რომ არც იციან რა გადაცემაში არიან. ”ნიჭიერობა” არ გამოიხატება იმაში ,რომ ცეკვა გაქვს ”დამუღამებული ” .ან პატარა საყვარელი ბავშვი ხარ და დედიკოს ჰქონია ,რომ შვილს პოპულარულს გახდის იმით ,რომ სოფოს ჩაეხუტება და ლექსს იტყვის გრძნობით .

ანა ქაშაბაძე ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგონაა.როგოც კი სცენაზე გამოვიდა ,მაშინვე კარგად განვეწყვე მის მიმართ ,მაგრამ შემდეგ აზრი შევიცვალე. უფრო სწორედ ,რომ ვთქვა გამახსენდა ,რომ ქართველი ვიყავი .

ბავშვი გამოვიდა ,საყვარლობები ილაპარაკა,გამოთქმით თქვა ლექსი და ბოლოს  კმაყოფილი იმით ,რომ მეორე ტურში გადავიდა ,დედასთან ერთად სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვა ….

არ გეგონოთ გულქვა ადამიანი.ბავშვებიც ძალიან,ძალიან მიყვარს,მაგრამ საყვარელი და ნიჭიერი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება .

დანების სროლა ნიჭიერში ? კაცი გამოდის და ამბობს ,რომ უყვარს დანებით თამაში და შეეცდება კაცი რომელსაც სცენაზე დააყენებს არ შემოაკვდეს? შემდეგ ნომერი უვარდება და დანების უხარისხობას აბრალებს ყველაფერს . ჯერ ერთი ,ნიჭიერის  ორგანიზატორებმა უნდა იზრუნონ იმაზე,რომ რაც შეიძლება ნაკლებად კი არა საერთოდ არავის სიცოცხლე არ ჩავარდეს საფრთხეში .

ინდოელები გამოდიან ნიჭიერში და ცეკვავენ . გახარებული მაყურებელი და ჟიური ტაშით აცილებთ მათ და ისინიც გახარებულები სიამოვნებით მოემზადებიან შემდეგი ტურისთვის . ეხლა,მე რომ წავიდე საზღვარგარეთ და ქართულის რომელიმე ცეკვა წავიცეკვო იქაც იგივე სიტუაცია შეიქმნება :ვერავინ შეამჩნევს იქ ,მე ცეკვის დროს რა შეცდომა დავუშვი და რამდენად ხარისხიანად შევასრულე ეს ცეკვა. იგივე მოხდა აქაც . იცეკვეს და ლამაზი სანახავი იყო ,მაგრამ ღმერთმა იცის რა ხარისხით იცეკვეს .არამგონია ვანო ჯავახიშვილი ან სოფო ნიჟარაძე ინდური ცეკვების პროფესიონალები იყვნენ .

ერთადერთი ნომერი რომელიც მომეწონა ‘ჰარის პატენტის ”გამოსვლა იყო 🙂 .. ამ ნომერს ეტყობოდა ,რომ იყო  დახვეწილი და ბევრი შრომა ჩაიდო მასში . ხალხშიც რა თქმა უნდა ოვაციები გამოიწვია (ესენი ყველაზე ტაშს უკრავენ :/ ) …ნუ ,ვფიქრობ რომ ღირდა გადაცემის ყურება ამის სანახავად მაინც …

პირველი გადაცემა იყო და  ყველაფერი წინ არის. მე არანაირი პროფესიონალი არ ვარ არც მომღერლობის და არც მოცეკვავეობის,მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ძალიან უაზროდ ტარდება ”ნიჭიერი ”. კრიტიკული პოსტი გამომივიდა ძალიან ,მაგრამ მე მხოლოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე და ვფიქრობ ,რომ ბევრი დამეთანხმება….

მაგრამ , ეს ხომ ”ნიჭიერია” ? ხომ უნდა მეკაიფა ცოტა და ცოტა კი არა გულიანად ვიცინე ამ ”ოქრო კაცზე 🙂 ”.

ღირს ამ გადაცემის  ყურება ასეთი ”ქათმებისთვის ” 🙂 .. როგორ დავიჯერო ,რომ ოჯახში ,სანათესაოში,სამეგობროში ,სამეზობლოში ან საერთოდ მთელს საქართველოში ამ კაცს არავინ ჰყავს ისეთი ,რომ უთხრას დაეტიე სად მიდიხარო ?:/ არ მჯერა ….

მოკლედ, პირველი გადაცემით არც  თუ ისე კმაყოფილი  ვარ . იმედია,შემდეგი გადაცემები უფრო კარგი და საინტერესო იქნება და ვიხილავთ ვინმე ერთ ნიჭიერს მაინც.ასე რომ ყველაფერი წინ არის .

მუდამ  თქვენი მარიმგა .♥

Advertisements

16 thoughts on “ნიჭიერი ?

  1. იმ ბავშვზე მეც ძალიან გავბრაზდი. არა, ბავშვზე კი არა, დედამისზე. უკრაინული “ნიჭიერი”-ს კოპია იყო 😐 ოღონდ ის პაწუკა უკრაინელი ბეევრად საყვარელი და სასაცილო იყო და ეს გოგო პრანჭია მაგრამ მაინც საყვარელი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s