შემთხვევით არაფერი ხდება ♥

მიყვარს გახსენება ……

საღამოვდებოდა.

ამ დროს ზღვაზე სულ ცივა …. სასიამოვნოდ ცივა და…. ყოველთვის ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის.

წყლიდან ახალი ამოსული ვიყავი და სახლში წავედი,ვიფიქრე გამოვიცვლი და პლიაჯზე გავისეირნებთქო.

ოთახში ქეთა დამხვდა .ლოგინზე იყო წამოწოლილი და კომპიუტერს ეჩალიჩებოდა.

_ რას შვრები დღეს,ელოდები ?

_რამდენჯერ უნდა გითხრა ,რომ არ მომწონს.თან ის ,რომ ვუყვარვარ მხოლოდ შენი დასკვნაა. ასე,რომ გეყო მასზე საუბარი .

_კარგი რა ,შენ მე რას გამომაპარებ .ეგ რო მოდის ღიმილს ვერ იკავებ და ვარსკვლავებივით გიციმციმებს ეგ ყავისფერი თვალები .. თან ისიც ისე გიყურებ ,თითქოს საჭმელი იყო.ხან მეშინია არ შეგჭამოს.

_ გეჩვენება .

_კარგი ,კარგი . მე გავალ ,ჩაიცვი და გავიდეთ .

ხოდა, ადგა ქეთა და გავიდა. ”თან ისიც ისე გიყურებ ,თითქოს საჭმელი იყო.ხან მეშინია არ შეგჭამოს.” __სულელია,რეებს ფიქრობს. გავიფიქრე და სწრაფად ჩავიცვი …

გარეთ ,რომ გავედი  აჩიც ქეთასთან ერთად ცეცხლის დანთებას ცდილობდა.ვიგრძენი ,რომ თვალები მართლა ამიციმციმდა….ღრმად  ამოვისუნთქე და პლიაჟზე გავედი.

-გამარჯობა ,აჩი .

_ვახ,სალო.პრივეტ,როგორ ხარ ?

_კარგად ,მადლობა ,შენ?

_რავი ,მეც ეგრე .ვცდილობ კოცონი დავანთო თან ლუდიც მოვიტანე,ხო დალევ ?

_ამმმ..კი ,როგორ არა .

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და გადავწვიტე ცოტა გამევლო სანამ ეს ორი რამეს მოახერხებდა.

მზე ჩადიოდა უკვე .ჩუსტები გავიხადე ,ხელში დავიჭირე და ნაპირს გავუყევი.გარეთ არავინ იყო .გამიკვირდა თან მესიამოვნა.ზღვა წითელი ხდებოდა ნელ-ნელა.მესიამოვნა.უცებ ქეთას ძახილი გავიდე მოდიო და მეც ნელი ნაბიჯით დავბრუნდი უკან.

უკვე ბნელდებოდა.კოცონის დანთება მოუხერხებიათ -გავიფიქრე .

იქვე ახლოს დავჯექი.აჩიმ ლუდის ბოთლი მომაწოდა და გვერდზე მომიჯდა.არაფერი მითქვამს,მესიამოვნა.თან გავიფიქრე სხვა დასაჯდომი ადგილი ვერ ნახა თქო ?

ქეთა ჩვენს წინ იჯდა და  და გვიყურებდა. თან მე მანიშნებდა თვალით რაღაცეებს. მუსიკაზე ჩამოვარდა საუბარი .ქეთან დაიწყო ბობ მარლიზე და მის გენიალურ მუსიკებზე საუბარი .ხან რას მივწვდით ,ხან რას. ბევრი ვილაპარაკეთ . საათს ,რომ დავხედე 12ხდებოდა. ქეთამ მე წავალ გიოს უნდა დაველაპარაკოო და ტელეფონით ხელში წავიდა.

გონება მკარნახოვდა  ადექი ,დაემშვიდობე აჩის და შენც სახლში შედიო,მაგრამ  გული სულ საპირისპიროს ამბობდა.

-როგორ აცივდა_სიჩუმე დაარღვია აჩიმ.

-ჰოო. (მეტი ვერაფერი მოვიფიქრე)

-აუ,რა შტერი ვარ .აი ,აიღე არ გაცივდე.მითხრა,მოსაცმელი გაიხადა და მე მომახვია.

-ამ.არა ..მმმ..ჰჰ. არ გინდა აჩი ,არ მცივა ._ენა დამება და ბლუყუნი დავიწყე .

გაეცინა .არაფერი უთქვამს.. უხერხული სიჩუმე ჩამოდგა ..

_შენ არ გცივა ?

_არა ,ამ….ცოტა .

მაისურის უკან დაბრუნება გადავწყვიტე. ამ დროს ჩემსკენ მოტრიალდა და ჩამეხუტა .

-ეხლა აღარ მცივა .მითხრა.

თავბრუ დამეხვა.საშინლად დამცხა და ვიგრძენი ლოყები როგორ გამიწითლდა.

-სალო,მიყვარხარ ….. მითხრა და გაჩუმდა.

გამეღიმა.არ ვიცი რატომ ,მაგრამ გამეღიმა.

-ვიცი …ვუთხარი და მხარზე დავადე თავი ….

იმის,მერე დიდი დრო გავიდა. ის თავის გზაზე წავიდა ,მე ჩემსაზე. ის წარმატებული იურისტია,მე წარმატებული ჟურნალისტი ვარ .

ამაზე არასდროს არ გვილაპარაკია,მაგრამ ორივესთვის სასიამოვნოდ გასახსენებელი თემაა,ალბათ …

ალბათ,რაც ხდება ღმერთის სურვილით ხდება და…..ასე ,რომ არ ყოფილიყო იმას ვერ მივაღწევდი რაც მაქვს….

ასე ,რომ არ ყოფილიყო,ბევრი ცუდი რამ მოხდებოდა ჩვენს შორის და ალბათ , ეს კარგი მომენტებიც აღარ იქნებოდა ასეთი სასიამოვნო …

და ,ალბათ რაც მოხდა სწორედ მოხდა.ჩვენ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან და …მგონი ასე სჯობდა.

 

შემთხვევით არაფერი ხდება …

Advertisements

17 thoughts on “შემთხვევით არაფერი ხდება ♥

      • ვიცი, რომ ერთსიტყვიანი კომენტარის დაწერა მთლად კარგად არ მეტყველებს ჩემი აზრის გამოხატვის უნარზე (მითუმეტეს, თუ ეს ერთი სიტყვაც შორისდებულია : )), მაგრამ ჩავთვალე, რომ რამის დამატება ზედმეტი იქნებოდა… თან უკომენტაროდაც ვერ დავტოვე : ))

      • მარიამ ❤
        როგორ მახარებ ❤
        თითქოს ისეთი არაფერი გითქვამს,მაგრამ …. გული გამითბა ❤

  1. არ მიყვარს ასეთი ლამაზი ისტორიები ისე,რომ არ მთავრდება ხოლმე როგორც უფრო კარგი იქნებოდა,მაგრამ მაინც ყველაზე კარგია ხოლმე. : )))

  2. ვაიმე, მაააარ :((((((
    აუ, გულში ჩამწვდა და ძველი (ნუ…) დრო გამახსენა…
    ძალიან მაგარი ხარ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s