სიკვდილი.

ყოველთვის ვერიდები ჩემი თავის ქებას,ჩემი სიძლიერეც ალბათ ამაშია.ყოველთვის ვერიდები ჩემი სისუსტეების გამომჟღავნებას,მოკლედ არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი და ვფიქრობ ,რომ თუ ვიმსახურებ ეს სხვამ უნდა გააკეთოს .

ვინმემ,რომ მკითხოს რისი გეშინიაო ვეტყვი,რომ არაფრის ,მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე არ არის.ასე იმიტომ ვამბობ ,რომ როგორც უკვე ავღნიშნე  ვერიდები საკუთარი სისუსტეების გამომჟღავნებას .

თემა,რომელზეც ახლა საუბარს ვაპირებ ,ყველაზე ტაბუ დადებულია ჩემთვის .

საბედნიეროდ,ძვირფასი ადამიანების ნაკლებობას არ განვიცდი.ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარდა და სიკვდილმა წამართვა ბებიაჩემი იყო .ეს იყო და ეს.საბედნიეროდ მეტი ახლობელი არ დამღუპვია და იმედია ეს არც არასოდეს მოხდება.ამას ვამბობ,მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ,რომ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ.

ს ი კ ვ დ ი ლ ი …მზარავს ამ სიტყვის წარმოთქმაც კი .და ,პირველად საზოგადოებაში ვამბობ,რომ ძალიან,ძალიან მეშინია მისი.

გეგმები მაქვს ,რომლის განხორციელებასაც ვაპირებ.ჩემი გეგმები შეიძლება თქვენი პიროვნებისთვის  მიუღებელი და ზედმეტად ამბიციურიც იყოს .

მე ოცნებებით და იმედებით ვცხოვრობ .ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამლამაზებელი ფაქტორიც  ეს არის.

და უცებ წარმოვიდგენ,რომ  შეიძლება ქუჩაში გადასვლისას  გადამეტებული სიჩქარით მომავალმა ავტომობილმა ჩემი სიცოცხლე შეიწიროს.

შემდეგ იქნება ცრემლი,ბევრი ცრემლი.სინანული,მღელვარება. უემოციო დედაჩემი ,შოკირებული მამაჩემი.კიდევ,ბევრი გულდაწყვეტილი ადამიანი  და დამწუხრებული ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები.ეს ალბათ, ერთი ან ორი წელი გაგრძელდება .

შემდეგ დედაჩემი მიეჩვევა შავი ფერის ტანისამოსს რომელიც ასე ძალიან არ უყვარს .მისი ყოველდღიურობა გახდება სამსახურიდან ჩემს საფლავზე ყვავილების მოტანა.სახლში,ჩემს სურათებზე მტვერის გადაწმენდა.ყოველ ღამ სანთლის დანთება და ჩემთვის ლოცვა . ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და ალბათ უჩემობასაც ყველა ჩემი ნაცნობი შეეჩვევა .

და რა რჩება ? ჩემი სახელი საფლავის ქვაზე და აუხდენელი  ოცნებები.

მე ვეღარ წავალ პარიზში .ვეღარ ვიმხიარულებ ეიფელის კოშკში მდებარე კაფეში მეგობრებთან ერთად .მე ვეღარ ვიქნები წარმატებული სტუდენტი.ვეღარ ვისწავლი გერმანიის უნივერსიტეტში.ვერც ბიბისის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი ვეღარ ვიქნები .მე უბრალოდ,აღარ ვიქნები .

მე მჯერა ,რომ ეს ემოცია ყველა ადამიანში დევს .მე ვიცი ,რომ ყველას გიფიქრიათ ამაზე.შეიძლება ასე დეტალურად არა ,მაგრამ მაინც გიფიქრიათ .

მე უბრალოდ სიკვდილის ძალიან მეშინია 😐 …

Advertisements

26 thoughts on “სიკვდილი.

  1. ყოჩაღ!
    ძალიან მომეწონა!
    ყველაფერი კარგად და კონკრეტულად გაქვს აღწერილი ყოველგვარი გამუქებისა და გადამეტების გარეშე: )

  2. ძალიან შემზარავი და ამავდროულად ძალიან თბილი იყო… ❤
    არ ვიცი, ამდენ ემოციას პოტსში როგორ დეგ, მარ.. 🙂
    როგორც არ უნდა გაგიკვირდეს, არა ერთხელ მდომებია სიკვდილი… იმედია, უფალი ახლა რასაც ვამბობ, ცოდვად არ ჩამითვლის… კარგად რომ დავუფიქრდე, სიკვდილის მეც მეშინია… მაგრამ, ამავდროულად, ძალიან, ძალიან ბევრჯერ მომდომნია 😐

    • ნანაკო, დიდი მადლობა ..მიხარია ასეთი კომენტარები ❤ შევეცდები სულ ამდენი ემოცია ჩავდო ,ჩემდაუნებურად პოსტში ❤
      აუცილებლად ჩაგითვლის ცოდვად ,რადგან ძალიან ცუდ რამეს ამბობ 😐 მაგრამ ,ყველას ნდომებია სიკვდილი,ყველას.
      კრიტიკულ მომენტში ადამიანი ვერ აცნობიერებს რას აკეთებს ,მხოლოდ ცუდისკენ არის მიმართული.. სწორედ ასე ხდება თვითმკვლელობები .ჩვენ ,უბრალოდ ემოციების კონტროლი უნდა ვისწავლოთ და ყველაფერი კარგად იქნება ….
      რაც შეეხება სიკვდილს,მეშინია მაგრამ ვიცი ,რომ ცხოვრება წინ არის!

  3. საინტერესოდ აღწერე (ეს გითხრეს უკვე, მაგრამ მაინც)…
    სრულიად რეალური და ადამიანურია შენი ფიქრები და დამოკიდებულება… შესაბამისად, გასაგებიც…
    რაც შეეხება შიშს, მე ჩემი ახლობლების სიკვდილის უფრო მეშინია, ვიდრე საკუთარის… ცხოვრება ჩემთვის მოგზაურობაა დედამიწაზე, რომელიც სულაც არაა აუცილებელი, სტანდარტულად 100 წელს გაგრძელდეს… მე ვიცი, რომ ეს გასეირნება ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასრულდეს. ხოლო რაც ვიცი, რომ მოხდება, იმის არ მეშინია…
    ჰო, ახლობლების მდგომარეობას ძირითადად არ ვითვალისწინებ-ხოლმე… ალბათ, ჩემს ეგოისტობაზე მეტყველებს ესეც… მგონია, რომ ისინიც თუ ჩემსავით შეხედავენ საკითხს, ნაკლებად დრამატულად მოეჩვენებათ ყველაფერი…
    P.S. ჩემი აზრი თუ მიუღებელი ან გაუგებარი აღმოჩნდება, არ გამიკვირდება. ერთერთ პოსტს ისეთი რეაქცია მოჰყვა, სულ თავის მართლება მომიწია : )

    • დიდი მადლობა მარიამ.
      მომწონს შენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი ❤
      დიდი მადლობა სტუმრობისთვის ❤
      იცი შენ ,როგორ მიყვარხარ ❤

      • ვაი… გავწითლდი…
        (და მერე ისევ ყვითელი ფერი დამიბრუნდა :))
        მეც მიყვარხარ… რაღაცნაირად მემშობლიურები (არ მკითხო, ეს რას ნიშნავს, ჯერ ბოლომდე ვერ გავერკვიე ;))

  4. ვაიმე შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მეშინის სიკვდილის, ხან დავფიქრდები ხოლმე რაღატომ გავჩნდით და ვცხოვრობთ დედამიწაზე თუ ისევ უნდა მოვკვდეთ, მაგრამ ამ კითხვის პასუხსაც მაშინვე მივაგნებ ხოლმე : ||

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s