მახსოვს ♥

სასურველია წაიკითხოთ მუსიკის თანხლებით ♥ …

მახსოვს ,პირველად რომ დაგინახე რაც ვიფიქრე .

რას წარმოვიდგენდი ის სულელი ადამიანი ჩემი ცხოვრების ნაწილი თუ გახდებოდა წლების შემდეგ ,მაგრამ ცხოვრება ასეთია.

ყველაფერი კარგად მახსოვს . ჩვენი პირველი დიალოგებიც ♥  … გულის აჩქარება .თვალების ციმციმი ♥ ..მახსოვს  ♥ …

ჩვენი პირველი ჩხუბიც მახსოვს ,ყველაზე კარგად მახსოვს . რაღაც სისულელეზე გავბრაზდი და შენ დამცინოდი .ამან უფრო გამამწარა ,ავდექი და წამოვედი .მერე მირეკავდი ,ბევრს მირეკავდი . ნახევარ საათიანი გაბუტვა გვქონდა. შორიდან დაგინახე, ყველასგან მოშორებით იდექი და მირეკავდი .მახსოვს ,ამან მომალბო ♥ გული გამითბა და მომინდა ,რომ მოვსულიყავი და მაგრად ჩაგხუტებოდი … მერე მოვედი,მე ფეხზე ვიდექი ,შენ იჯექი და თავჩაღუნული მებუზღუნებოდი რაღაცეებს.მეცინებოდა ,მაგრამ არ ვიმჩნევდი . მერე შევრიგდით ,მთელი საღამო ვლაპარაკობდით .გვიანი იყო უკვე და ასე მითხარი კიდევ ერთხელ მაპატიეო,თვალი ჩაგიკარი და არაფერი მითქვამს ისე დაგემშვიდობე … როგორ მახსოვს  ♥ ….

მერე იყო ბევრი სითბო ♥…ბავშვები მეუბნებოდნენ ,უყვარხარო და ეს მაგიჟებდა. მახსოვს როგორ ვეჩხუბე ყველას,გოგოს და ბიჭის მეგობრობის რატომ არ გჯერათ -თქო .გაჩუმდნენ ,მაგრამ ყველა იგივეს ფიქრობდა… მეც იგივეს ვფიქრობდი,მაგრამ ჩვენი მეგობრობა იმდენად ძვირფასი იყო ჩემთვის,რომ არ მინდოდა სიმართლისთვის თვალებში ჩამეხედა.

შემდეგ იყო  უფრო მეტი და მეტი სითბო ♥ …. შემდეგ იყო თბილი სიტყვები.დღეში რამდენჯერმე ნათქვამი მიყვარხარ ♥…. თავიდან ვმალავდი ემოციებს და გრძნობებს ,მაგრამ ეს დიდი ხანი ვერ მოვახერხე…

რამდენს ვიცინოდით ერთად ….

ერთხელ  დამირეკე,ზარი რატომ გამომიშვიო .გამეცინა .. ვიცოდი ,რომ  შენი მოგონილი ტყუილი იყო იმისთვის ,რომ ჩემთან ლაპარაკის საშუალება მოგცემოდა. ბოლოს დაგარწმუნე ნაგლად,რომ არ დამირეკია თქო და საცოდავი ხმით მითხარი კაი კაიო… გამეღიმა.მერე დავიგრუზე  ♥ …

მახსოვს რომ დამინახავდი აღარ იცოდი საით გაგეხედა .ამაზეც მეცინებოდა.

ერთხელ ვიღაც გოგოზე მითხარი ,ნახე რა მაგარი გოგოაო ,გავიხედე რათქმა უნდა არ მომეწონა ეს გოგო და გითხარი უკეთესი არ გეღირსოს თქო🙂 ….მერე შენ ბევრი იცინე,ძალიან ბევრი იცინე,ლოყაზე მიჩქმიტე და წინ წახვედი .  ♥

მახსოვს ერთხელ ტელეფონი წამართვი და გაიქეცი.შენ მირბოდი და თან იცინოდი ჩემი სიფათის შემხედვარე …მერე გაჩერდი და დამელოდე.მე მოვედი და ტელეფონი გამოგართვი .მე წინ მოვდიოდი ,შენ უკან და თან მეუბნებოდი სულ ბიჭების სახელები რატომ გიწერიაო …გამეცინა და გითხარი ნუ სულელობ თქო ….

შემდეგ იყო სულელური და უცნაური საჩუქრები ♥ .მათგან მხოლოდ ერთი შემომრჩა ♥ ….

კიდევ მილიონი რამე მახსოვს. რომ დავიწყო მოყოლა ალბათ ერთი წიგნი დაიწერება ♥ … რამდენი მაქვს გასახსენებელი და მოსაყოლი.ჩვენი ურთიერთობა დიდ ხანს გრძელდებოდა და შესაბამისად ბევრი კარგი დღე მაგონდება .გულით მინდა ეხლა დავჯდე და ჩვენი გაცნობის პირველი დღიდან მოყოლებული ,დღემდე მოვყვე ყველაფერს ,გულით მინდა ,მაგრამ რაღაც მაკავებს .ეს შეუძლებელია შენც კარგად იცი  ♥ …მე აქ ,ამ პატარა მონაკვეთის დაწერითაც ვკმაყოფილდები და ის დიდი ისტორია გულში ,რომ ინახება მხოლოდ ჩემია ♥ …

ხანდახან გულით მინდება დავჯდე და თავიდან ბოლომდე მოვყვე ყველაფერი ,მაგრამ  …….

არასოდეს მომბეზრდება ამის გახსენება.იმიტომ ,რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი იყო ♥ ….

ხან თვალებს ვხუჭავ ,ვიხსენებ და წარსულში ვბრუნდები და ყველაფერი თავიდან მეორდება .მერე ვხვდები ,რომ მე მომავალი წინ მაქვს და წარსულზე ფიქრი არაფერ კარგს არ მომიტანს ♥ …

ის ,რომ ეხლა ჩვენზე მხოლოდ ნაცნობები ითქმის და ყოფილი კარგი მეგობრები მხოლოდ ჩემი ბრალია.ალბათ გვერდზე უნდა გადამედო რაღაცეები და ეხლა ყველაფერი კარგად იქნებოდა  ,მაგრამ  ♥

არ ვნანობ,სხვანაირად რომ ყოფილი ყველაფერი ალბათ ეს ისტორია ბევრი ცუდით დაიხუნძლებოდა და ასეთი ტკბილი მოგონებაც არ იქნებოდა ჩემში….

მაგრამ მე იმედი მაქვს ,რომ მოვა დრო და ამ ისტორიას უბრალოდ ერთად გავიხსენებთ  .ყოველგვარი გრძნობის და დაგრუზვის გარეშე.უბრალოდ გავიხსენებთ ♥ .

მუდამ  თქვენი (შენი) მარიმგა  ♥

40 thoughts on “მახსოვს ♥

  1. მარიმგა, გავგიჟდი❤
    აი აი აი აი!!!
    არვიცი რა გითხრა❤
    უმაგრესი პოსტი იყო , უმაგრეს ისტორიაზე❤
    ძალიან გამათბე❤
    ბრავო!

    • იბი ♥
      დიდი მადლობა ♥
      ძალიან მიხარია ♥
      ამ პოსტს რომ ვწერდი ისიც ვიფიქრე კომენტარებს გამოვურთავ თქო,მაგრამ გადავიფიქრე მერე ♥ ..
      კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ♥

  2. ეს შენ მოიგონე თუ სინამდვილეა? უმაგრესი პოსტი იყო ძალიან მომეწონა

    • კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ჩემს ბლოგზე ♥
      დიდი მადლობა სტუმრობისთვის ♥
      შემოიარე ხოლმე ,ვეცდები სულ კარგი პოსტები დაგახვედრო ♥
      არა ,მოგონილი არ არის ))
      დიდი მადლობა ♥

  3. პირველად წამომივიდა პოსტის კითხვის დროს ცრემლი… ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ჩემებური ვიგრძენი რაღაც… პრინციპში რაღაც არა, ზუსტად ის იყო, ზუსტად ის გრძნობა იყო ამ პოსტში ჩადებული რასაც მე ვგრძნობ ხოლმე ძალიან ხშირად. აი, არც კი ვიცი რა ვთქვა!
    ერთს გეტყვი, რომ უმაგრესი ხარ, მარ! გულში ჩამწვდა ეს პოსტი, დედას გეფიცები!
    უმაგრესად მიყვარხარ!❤

    • ნანაკო ♥
      დიდი მადლობა ♥
      ძალიან მიხარია ,რომ მოგწონს ♥ …
      შენ რა უნდა გითხრა მე ,რომ ვწერდი მეც ასეთი რეაქცია მქონდა ♥!!!
      დიდი მადლობა ♥♥♥
      მეც ძალიან,ძალიან მიყვარხარ ♥ ♥ ♥ :*

  4. მაოცებ ძალიან მაგარი იყო ♥ შენი პოსტები ერთი ამოსუნთქვით იკითხება ხოლმე ♥ ძალიან კარგი ხარ მარიმგა ♥

  5. ძალიან კარგი იყო.. მთელი დღეა ჩემი ხასიათის შესაფერის პოსტს ვეძებდი.. კარგი ხარ :***:***

    • დიდი მადლობა❤
      კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი აქ ^_^
      შემომიარე ხოლმე :*

  6. ყოჩაღ მარიმგა ყოჩაღ!!!! მართლა ემოციური და… აი რავიცი რა ვერ ავხწერ სიტყვები არ მყონის. ძალიან მაგარი ხარ :***

  7. ვიგრძენი, გამახსენდა ძველი დრო, ერთი-ორი ცრემლი გადმომიგორდა, მაგრამ ბოლოს გავიღიმე და გავთბი. მარიმგა, შენს ბლოგზე შემოსვლისას როგორ ცუდადაც არ უნდა ვიყო, სულ დადებითად დამუხტული გავდივარ. კარგი ხარ ძალიან, მიხარია რომ გიცნობ ♥

    • ნათიკო ♥
      გაიხარე საყვარელო ♥
      ძალიან მიხარია ,რომ შენი სახით კიდევ ერთი მუდმივი მკითხველი ჰყავს ჩემს ბლოგს ♥
      დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ♥

  8. უთბილესი იყო..❤ საოცრად კარგია ასეთი რამეები რომ გაქვს გონებაში, დაჯდები და გაიხსენებ🙂
    პრინციპში იმისთვისაც კარგია, რომ გასახსენებელი მაინც გექნება.🙂

    • კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი აქ❤
      დიდი მადლობა :*
      კი ,ძალიან კარგია .და საერთოდ ამაყი ვარ ,რომ არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს ,რომლებსაც არაფერი აქვთ გასახსენებელი )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s