წვიმა წაღებული ფიქრები ♥

ძველდება ფიქრები ♥ მტვერი ედება და თუ არ გადაწმიდე გადასაგდები ხდება ♥

სამწუხაროა.

გადის დრო. ძველი მოგონებები ძირს ილექება.მათ ახალი ედება და ისინი ნელ-ნელა ისე იმალებიან ,რომ გახსენება შეუძლებელი ხდება .

ამბიციებიც გადადის.დღეს ეს გვინდა ,ხვალ ის …

სამწუხაროა ,რომ საკუთარ თავში გარკვეულები არ ვართ …

მწყინს …

მწყინს ის,რომ არ ვიცი რა მინდა. რაღაც რომ მინდა ეს ვიცი ,მაგრამ რა არ ვიცი . ეხლაც ვწერ .ვიცი მინდა დავწერო ,მაგრამ რატომ არ ვიცი…

უბრალოდ მინდა დავჯდე ,დავფიქრდე და მივიდე ჩემს სურვილამდე…

ძნელია.

სამწუხაროა.

რთულია ცხოვრება …რთული და პატარაა ♥

თითოეული მომენტი უნდა გამოვიყენოთ . ყოველი წამი დავიჭიროთ ,მაგრამ ამას არ ვაკეთებთ.

უაზრო ნერვიულობაში გამყავს დრო … მივტირი წარსულს .ველი მომავალს ♥

ყოველღამე ვკითხულობ თვეების წინ დაჯღაპნილებს და ამით ვბედნიერდები ♥

მაწუხებს …

ვხვდები ,რომ იშლება ჩემში რაღაც . რაღაც ძვირფასი და კარგი ♥ …

მაწუხებს .

წვიმას მიაქვს ჩემი მოგონებები …

ალბათ იმიტომ,რომ დიდი ხანია აღარ გადამიხედია და …

მტვერდადებული მელის ,როდის გავანთავისუფლებ … არც გახსენება მინდა,მაგრამ ვერც გასაფრენად ვიმეტებ ♥

ვწუხვარ… ის ხიბლი დაკარგა და … ვეღარ მაბედნიერებს ისე,როგოც ადრე….

ვწუხვარ …

გული მტკივა და…. მართლა ,მართლა მტკივა .ოღონდ არაჩვეულებრივად მტკივა …უკნიდან ,შორიდან მტკივა და გონებამდე აღწევს ტკივილი ♥ ..

ვეღარ ვფიქრობ ..წვიმა მიშლის ხელს ♥

სხვა რა გზაა … უნდა დავემორჩილო და არ ვიფიქროო. თითქოს მეც ეს მინდოდა .მინდოდა ფიქრი შემეჩერებინა ,გახსოვთ ?

ახლა აღარ ვცდილობ ,მაგრამ თვითონ ჩერდება და …მაწუხებს ეს ♥

არ მინდა უემოციო და უგრძნობი გავხდე..

მომენატრნენ პეპლები,გულში ♥

მომენატრა ♥

ცრემლიანი თვალები მომენატრა და საათობით სურათების თვალიერება და მუსიკების მოსმენა მომენატრა ♥

ძველი დღიურების კითხვა მომენატრა ♥

მომენატრა ,მაგრამ არ მინდა მენატრებოდეს…

ძალიან ავირიე…

ცუდია.

სამწუხაროა.

მტკივა ♥  ძალიან მტკივა ♥

არაუშავს ,

ამ ფიქრებსაც წვიმა წაიღებს ♥

Advertisements

18 thoughts on “წვიმა წაღებული ფიქრები ♥

  1. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ეს პოსტი, მაგრამ მაგთი-ფიქსმა ვერ გაქაჩა და კომენტარი ვერ დავწერე ამიტომ … :/
    აღფრთოვანებული ვარ… არა, არა, ეს სიტყვა მაინც არ გამოხატავს მთლიანად ჩემს ემოციებს… ❤
    მუსიკამ ამატირა პოსტთან ერთად… ❤
    მარი ❤ ❤ ❤

    • ნანაკო ❤
      რა თბილი და ტკბილი ხარ ❤
      ამ ბოლო დროს სულ გატირებ მოკლედ რა 🙂
      დიდი მადლობა ,ძალიან მიხარიხარ ❤
      მიყუარხარ ❤ ❤ ❤

  2. ცრემლიანი თვალები მომენატრა და საათობით სურათების თვალიერება და მუსიკების მოსმენა მომენატრა ♥ << შეგახსენებს თავს მალე… ცოტა სხვა სახით, მაგრამ შეგახსენებს : ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s