მე და ჩემი ცხოვრება…

ამ ბოლო დროს ძალიან მივატოვე ბლოგი… ხან ვწერ პოსტებს ხან არა .მაგრამ ჩემი პოსტებით მაინც რატომღაც უკმაყოფილო ვარ ..

დიდი ხანია პირადი პოსტი არ დამიწერია.ალბათ იმიტომ,რომ რეიტინგს აგდებს  ,მკითხველს უფრო დეპრესიული ხასიათის პოსტები უყვარს ,როგორც ჩანს …

ეხლა არ ვფირობ  იმაზე, რამდენი ადამიანი შემოვა დღეს. ან რამდენი ლაიქი ექნება ამ პოსტს ..

ეხლა უბრალოდ ბედნიერი ვარ იმის ყურებით ,რომ ჩემი თითები კლავიატურაზე სწრაფად მოძრაობენ და ეს ძალიან მსიამოვნებს …..

ხომ..რითი დავიწყო …

ჩემს ცხოვრებაში ისეთი განსაკუთრებული არაფერი ხდება . ყოველდღიური სიტუაცია მეორდება სულ …

სკოლაში მშვიდობაა.ექსკურსიას ვაპირებთ და იმედია ხელს არ შეგვიშლის არაფერი… სკოლის დასრულებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა.ალბათ  ივნისის პირველი რიცხვებიდან გაკვეთილები აღარ ჩაგვიტარდება და გამოცდები დაიწყება.ქართულის საკითხები ვიცი უკვე…ამ შაბათ-კვირას ვაპირებდი მეცადინეობის დაწყებას,მაგრამ საგამოცდოდ მზადებას თავისი განწყობა სჭირდება … არ მიყვარს ეს დამღლელი პერიოდი… ინგლისურმა დამითხოვა ,მალე გერმანულიც დამითხოვს და ბოლომდე ჩავერთვები გამოცდებში ♥   ამ დაძაბულობას ის მიმსუბუქებს ,რომ ვიცი დრო სწრაფად გადის და მალე გავა ეს გამოცდების პერიოდიც..შემდეგ თბილი ზაფხული და ბევრი კარგი რამ მელოდება ..დავისვენებ ყველაფრისგან! (?) ..

მაისია… ალუჩა გამოვიდა …უამრავს ვჭამ..ძალიან ,ძალიან მიყვარს … ზამთარში ძალიან მენატრება და როგორც კი გამოდის პირველი მე ვყიდულობ მგონი ..მაცივარში  მარწყვი მელოდება..მოკლედ გაზაფხულში ყველაზე მეტად გემრიელი რაღაცეები მიზიდავს …

ისტორიული წიგნის კითხვა დავიწყე…  არ მიყვარს და  შეწუხებული სახით ვკითხულობ ,მაგრამ ვიცი რომ წაკითხული უნდა მქონდეს და იძულებული ვარ  ასეთი ცუდი განწყობით ჩავიკითხო როგორმე 😐 …

სხვა….

გარეთ წვიმს… წვიმს და ქუხს… აჭრელდა ფეისბუკი სტატუსებით …. მოკლედ ,ეს სოციალური ქსელი ,რომ არ გვქონდეს რა გვეშველებოდა 🙂 …. ნუ ხართ ხალხო დამოკიდებულები კომპიუტერზე ,გადით გაიარეთ და ცხოვრებით დატკბით ♥ …

მუსიკაზე შეყვარებული ,რომ ვარ ყველამ იცის ,მაგრამ ამ დონემდე თუ მივიდოდი ნამდვილად არ მეგონა.. ყოველღამე ყურსასმენებით ვიძინებ , ისე არ მეძინება ,რაც არ უნდა დაღლილი ვიყო ..დედაჩემი მეუბნება დაყრუვდებიო ,მაგრამ რა ვქნა ,არ შემიძლია უმუსიკოდ 🙂 ….

ხო და.. რას ვამბობდი .წვიმს-თქო ……

აქამდე მეგონა ,რომ წვიმა არ მიყვარდა. აქამდე მეგონა ,რომ მზე იყო ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ,მაგრამ მაისმა დამანახა ,რომ წვიმა მყვარებია.. მივხვდი ,გაზაფხულის წვიმა მყვარებია ,თბილი და მოსიყვარულე …და ზოგადა ამ ბოლო დროს ბევრს რამეს მივხვდი … თბილისში დიდი წვიმებია .მტკვარი ადიდდაო და ა.შ …

მეუბნებოდნენ მეგობრები ,მაგრამ არ მჯეროდა… ეხლა მეც მივხვდი ,რომ რაღაც შეიცვალა ჩემში..აღარ ვდარდობ ყველაფერზე,ისე როგორც ადრე.ეს კარგია ,მაგრამ სხვა რაღაცაში გადაიზარდა ეს ჩემი უდარდელობა … გულთან არაფერი არ მიმაქვს ,თითქოს  გრძნობის  სისტემა გამეთიშა-ო.. არ ვიცი რამდენად სწორედ გადმოვცემ ამ ჩემს ემოციას,მაგრამ აშკარად რაღაც მჭირს.. ნუ კარგით …. ასაკის ბრალია ალბათ და გამივლის 😉

ხოო.

ცურვაზე ,რომ შევედი გითხარით ? ერთი კვირაა დავდივარ უკვე და ძალიან ,ძალიან მომწონს … კარგი სიტუაციაა და განმუხტვის კარგი საშუალებაა…

ჩემს დაჩის პატალა დაიკო ჰყავს უკვე   ♥ყველაზე ტკბილი არსებაა ..

ვამპირის დღიურები დასრულდა .გუშინ იყო 3სეზონის ოცდამეორე სერია . ძალიან შემიყვარდა ეს სერიალი .საშინლად მართობს  ♥…. სექტემბრამდე არ გამოვა ახალი სეზონი და მეც დავისვენებ ვამპირებისგან ….

უუუჰ ♥    0:43 … რამდენი ხანია ვწერ ..

არადა რამდენი რამის თქმა მინდოდა,ცოტა ისეთის ,პოსტისეულის ,მაგრამ თავისუფლება უფრო მომწონს…

ამოვისუნთქე,დავიცალე ♥

მე მიყვარს ჩემი ბლოგი … დაე,იყოს ეს პოსტი ურეიტინგო ,მე ვარ კმაყოფილი და ბედნიერი იმით ,რომ ჩემი უხასიათობა  შემიძლია პოსტის წერაში გავლიო  ♥

მუდამ თქვენი მეოცნებე და მონამორჩილი მარიმგა ♥

Advertisements

12 thoughts on “მე და ჩემი ცხოვრება…

  1. ამ ბოლო დროს შენ პოსტებზე სულ ვტიროდი ხოლმე და რატომღაც ახლა სულ გაღიმებულმა ჩავიკითხე ❤

  2. რა ჯობია ადამიანი ბედნიერი რომ იქნებიდა და მეტ-ნაკლებად კმაყოფილი იმით, რაც შენს გარშემო ხდება და არის! მიხარია, მარიამ! ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s