ქართულის გაკვეთილზე დაწერილი პოსტი ….

9თვე მუცელშია…. დედის მუცლიდან ემზადება ცხოვრების დასაწყებად… არც კი იცის რამდენი სირთულის გადალახვა მოუწევს ცხოვრებაში… დედას მუცლიდან ურტყავს …დედას სტკივა… სულ ცუდ ხასიათზეა და ნაყოფიც უკვე ვეღარ ისვენებს მუცელში…

მერე იბადება… დედას სძინავს ნახევრად …მოთენთილია… 

ის ტირის.სულ ტირის….სულ შია და ეძინება. გამოსახულებებს ვერ ამჩვენს..ხმები ესმის…თვალებს ოდნავ ახელს.ბუნდოვნად ხედავს ყველაფერს…

2თვის შემდეგ ქალს ხედავს…ქალი სულ მასთან არის…ღამე მუდამ გამოუძინებელი და შეწუხებული სახე აქვს.ეს მას აწუხებს,მაგრამ პატარაა და არაფერს ამბობს…ქალი იავნანას მღერის და თან თვლემს…

უკვე წლინახევრის არის…ნელ-ნელა სიარულს სწავლობს..დედას ძალიან უხარია…მერე ვარდება,ტირის..დედა ეფერება,უღიმის….

უკვე 3წლის არის… დღეს პირველად მიდის ბაშღი.დედა ანერვიულებულია.დედა პირველად ტოვებს მას უცხო ქალთან და მიდის….ბავშვი მოწყენილია.ეს მისი პირველი იმედგაცრუებაა.თავს უბედურად გრძნობს.ნელ-ნელა ეჩვევა უდედობას…

4წლის შემდეგ სკოლაში მიდის.იქ მოსწონს სიტუაცია….ახალ მეგობრებს იძენს..უცხო ენებს სწავლობს…

ნელ-ნელა იზრდება…მალე სკოლას დაამთავრებს…მისი გარეგნობა ბიჭებს იზიდავთ..მას პირველად უყვარდება..მშობლებთან პრობლემები ყოველდღე იზრდება…

18წელი გავიდა მას შემდეგ რაც პირველად იტირა. დღეს სკოლა დაასრულა.უბედნიერესია.ხვდება ,რომ სკოლა მოენატრება მაგრამ უხარია ,რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის…

დღეს უნივერსიტეტში შევიდა… კიდევ უყვარდება.ამჯერად მართლა უყვარდება.გრძნობს გულში პეპლებს.გული უჩქარდება.მის გარეშე ვეღარ ძლებს.ძალიან მაგრად უყვარდება …

სასწავლებელი მიატოვა და გათხოვდა..ახალ ხალხთან ცხოვრობს.აღარ მოსწონს სიტუაცია,დედასთან ერთად ყავის დალევა ენატრება ყოველ დილით..

უკვე 43 წლის არის.. ორივე შვილი გათხოვდა…დედა გარდაეცვალა…ქმრისდამი სიყვარულიც გაუქრა…ის აღარ იზიდავს…შვილების ცხოვრებით ცხოვრობს…ენატრება თავისუფლება…

დღეს 63წლის გახდა…ქმართან ერთად მარტოა..შვილებმა ვერ მოახერხეს მასთან მისვლა…ის მარტოა…

მისი ლამაზი გარეგნობაც გაქრა..სულ ამაყობდა თავისი გარეგნობით.ახლა უბრალოდ ჩამომჭკნარი მოხუცია,რომელიც ყველას უყვარს…

დღეს 90წლის უნდა გამხდარიყო .შვილები მის საფლავზე მიდიან და ყვავილებს უტოვებენ.ცოცხალს ვერ მიულოცეს დაბადების დღეს..ის გარდაცვლილია და ვალდებულები არიან……. შვილები მას კვლავ ტოვებენ… 

ის კვლავ მარტოა…..

Advertisements

16 thoughts on “ქართულის გაკვეთილზე დაწერილი პოსტი ….

  1. აი, რატომ მიყვარს შენი პოსტები…. და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცე. ❤ არც ისე დიდ პოსტში ადამიანის მთელი ცხოვრება ასახე, თანაც ასე პროფესიონაურად ❤

    • კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი აქ ❤
      დიდი მადლობა სტუმრობისთვის ❤
      რას ვიზავთ …ყველაფერს ლამაზ ფერებში ვერ დავხატავთ 😐

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s