Be Happy! It’s Summer!

მთელი ზამთარი ზაფხულს ვნატრობდი.

ერთხელ დამესიზმრა,ვითომ   ზღვაზე ვიყავი  და მზე ანათებდა. პლიაჟზე ზღვიდან წამოსული ნამი მეხებოდა და მსიამოვნებდა.ვითომ არაფერი მქონდა სადარდებელი,გამოცდებიც ჩამთავრებული იყო და მეც ასე ,არხეინად ვტკბებოდი ზაფხულით ♥..

ზამთრის განმავლობაში უამრავი  ცუდი ემოციით დატვირთული პოსტი გამოქვეყნდა ჩემ ბლოგზე .. მაწუხებდა ამინდი ,უხასიათობა და მზე მენატრებოდა ♥

მე უბრალოდ არ შემიძლია მიყვარდეს ზამთარი და არ მენატრებოდეს ზაფხული …მიუხედავად იმისა,რომ თავს კარგად ვგრძნობ ზამთარში მაშინ,როცა სახლში ვარ ,გემრიელი წიგნები და კინოები მაქვს მომარაგებული და ცხელი ყავა მიდგას გვერდით ,მაინც არ მიყვარს ზამთარი .. სახლში  ყოფნა კი ძალიან იშვიათია ჩემთვის .სკოლის პერიოდში სულ გადარბენაზე ვარ : სკოლიდან მოვდივარ სახლში ,მერე მათემატიკაზე მივდივარ ,მერე გერმანულზე და სახლში 8საათზე ვბრუნდები,მეგობრებიც ხომ მინდა?და ასე ღამე მიწევს მეცადინეობა და გათიშული ვეგდები ლოგინზე… ადამიანმა ერთმანეთს უნდა შეუხამოს საქმე და მეგობრები (თუნდაც ჰობი ,ან სხვა მისთვის საინტერესო რამ) .სწორედ ამიტომ ,მირჩევნია შაბათს ვიმეცადინო,რომ კვირას მეგობრები ვნახო .ან  სამუშაო დღეებში ცოტა გვიან დავბრუნდე სახლში ან სახლიდან ადრე გავიდე ცოტა გულის გადასაყოლებლად. არ მეთანხმებით ?

ჰო,საიდან სად წავედი ^_^….

მოკლედ ,დღეს 2ივნისიაა ♥.ზაფხულის მეორე დღე.გარეთ ცხელა და მიუხედავად ქარისა ,მაინც მზე ანათებს ♥.. დილით დღიურში წერისას მივხვდი ,რომ ზაფხული დამდგარა უკვე ..

გერმანულმა და ინგლისურმა დამითხოვეს… ცურვას იქით კვირაში ვასრულებ … სკოლაშიც ბოლო კვირაა, მათემატიკას ალბათ გამოცდის მერე დავემშვიდობები…

ვერც კი ვაცნობიერებ ,რომ სულ რაღაც 2კვირაში ყველაფრისგან თავისუფალი ვიქნები და შემეძლება ის გავაკეთო,რაც მინდა ..

საერთოდ ამ პერიოდში ეიფორიები მეწყება ხოლმე…სოფელში წასვლის დრო ახლოვდება, შარშანდელი ზაფხული მახსენდება და ვხვდები რა ბედნიერი ვიქნები 3თვე ♥…

მიყვარს ზაფხული ..მიყვარს მზე,ზღვა …მიყვარს სოფელში წვიმის შემდეგ მიწის სუნი ♥ საღამოს სეირნობა ,ბეერვი სეირნობა ..თბილისში სეირნობა ზღვაში წვეთია სოფელთან შედარებით  ♥

დღეს დილით 1საათზე გამეღვიძა  (დილით რა , ) ….

მიყვარს ძილი..ზაფხულიც იმიტომ მიყვარს ,რომ რამდენი ხანიც მინდა იმდენი ხანი მძინავს და საძაგელი მაღვიძარის ხმა არ მიფუჭებს დილიდან დღეს…

გაკვეთილები ვიმეცადინე…ორშაბათს გერმანულში ზეპირი ჩათვლა მაქვს .. 1კვირაში სკოლა დასრულდება და 4გამოცდა მელის წინ .ქართულში ზეპირი გვაქვს ..მათემატიკა,ფიზიკა და გერმანული წერით არის..

გამოცდის საკითხები არ მიმეცადინია ჯერ ..ჩავუჯდები ამ საღამოს..

გმირთა ვარამს ვკითხულობ ,მართალია ისტორიულ წიგნებზე ალერგია მაქვს ,მიუხედავად იმისა,რომ გაგიჟებით მიყვარს კითხვა ,მაგრამ არის წიგნები რომლებიც წაკითხული უნდა გქონდეს… ასე,რომ სხვა გზა არ მაქვს ..ნელ-ნელა უნდა მივეჩვიო იმის კეთებას ,რაც არ მომწონს და არ მსიამოვნებს …

დიდი მადლობა ყურადღებისთვის ♥..

ყველას წარმატებებს და სასიამოვნო ზაფხულს გისურვებთ  ♥

მუდამ თქვენი მარიმგა  ♥

12 thoughts on “Be Happy! It’s Summer!

  1. მართალია მე სიცხე არ მიყვარს, მაგრამ მაინც კარგი პოსტი იყო❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s