♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

სასურველია წაიკითხოთ მუსიკის თანხლებით♥

ხანდახან,როცა ვფიქრობთ ,ვხვდებით,რომ ცხოვრებაში მომხდარი რაღაც მომენტები შეიძლება აღარ განმეორდეს …

გიფიქრიათ ?

ვფიქრობთ და ვხვდებით ,რომ ცხოვრება პეპელასავითაა, ხანმოკლეა, თითქოს მხოლოდ ერთი დღე ვცხოვრობთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ,რომ თითოეული წამი დავიჭიროთ ..

არ უნდა დავკარგოთ ჩვენთვის ძვირფასი ,ჩვენი თავმოყვარეობის გამო….

და , უცებ …

ვფიქრობ და ვხვდები ,რომ ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადრე დაიწყო ვიდრე მეგონა…

და თითქოს მიხარია?!

არ ვიცი…საერთოდ  არსებობს თემები,რომელზეც ლაპარაკის დროს გული გვიჩქარდება და თითქოს ჩვენი შინაგანი სამყარო ცარიელდება,თითქოს ჩვენში ორ პირი ქარია და,

ეს ისეთი სასიამოვნოა ,რომ ამ შეგრძნების დაკარგაზე ფიქრი ისეთივე მტკივნეულია,როგორი სასიამოვნოც ეს გრძნობაა …

თვალებს ვხუჭავ და შიში მიპყრობს..ვხვდები ,რომ რაც დრო გადის ,მით უფრო ხუნდება ეს მოგონება ჩემში და მეშინია იმის,რომ დროთაგანმავლობაში ისე გაქრება ,რომ ვერც შევამჩნევ … და მერე ალბათ ძალიან დამაკლდება,დამაკლდება და ჩემს თავზე გავბრაზდები ,როგორც ახლა ,ამ წუთას ვბრაზდები ♥…

იცით რისი მეშინია ?

აი,წლების მერე ჩემს აწ  უკვე ძველი დღიურის ფურცლებს ,რომ გადავშლი და იმ დროს დიდი ემოციით დაწერილ ამბებს უემოციოდ ,რომ გავიხსენებ …

იცით რისი მეშინია ?

14-15წლის გოგოები ,რომ მეტყვიან მუცელში პეპლებს ვგრძნობთო და მე სადღაც მეტკინება.მომინდება ,რომ კიდევ ვიგრძნო,მაგრამ უკვე გახუნებული მოგონება იმდენად ჩამარხული იქნება ჩემი გულის ბოლოში ,რომ მისგან არანაირი ემოცია არ წამოვა ♥…

ძილის წინ ,ჩემთვის საყვარელ მუსიკას ჩავრთავ და მთელ ღამეს ძილბურანში გავატარებ …მერე დამეძინება…დამესიზმრება,დამესიზმრება, ისევ და ისევ დამესიზმრება…

გამეღვიძება და თვალებს მაგრად დავხუჭავ იმ იმედით ,რომ სიზმარი კიდევ გაგრძელდება ,მაგრამ ამაოდ…. ეს ხომ ცხოვრებაა,ყველაფერი კარგი და ლამაზი უცებ ქრება.ხშირად უკვალოდაც კი …

აი,იცით ეს რა შეგრძნებაა? მთელი ზაფხული ზღვაზე ნიჟარებს ,რომ  აგროვებდეთ და ის ყუთი დაკარგოთ რომელშიც ნიჟარებს ყრიდით …ან კიდევ უფრო უარესი…

უბრალოდ არ შეიძლება ამ ემოციის არც ფურცელზე და არც კლავიატურაზე გადმოტანა… არც ამის მოყოლა და გადმოცემაა შესაძლებელი…ეს უბრალოდ უნდა იგრძნო და თვალები დახუჭო…

ეს გრძნობა ქარივითაა, ვერ ხედავ ,მაგრამ გრძნობ ….

თვალები უნდა დახუჭო ,ხელები გაშალო და ეცადო იგრძნო…ძალიან უნდა ეცადო….

და ამხელა შიში იცით რას გავს? ქუჩაში ,რომ მიდიხარ ,მხოლოდ შენ მიდიხარ და უცებ მეხი ,რომ ჩამოვარდება და წამიერი გულისწასვლის მომენტი,რომ გაქვს აი იმას ჰგავს …

ჰმ…

ვიცი ,რომ ტყუილად ვდარდობ და ვწუხვარ ,მაგრამ …ალბათ პირველი ყველაფერი კარგი და დასამახსოვრებელია ..

და მეც მინდა ,რომ არასდროს დასრულდეს პირველი შეგრძნება ,გულში პეპლებისა ♥..

ვიცი,ეგოისტი ვარ ….მესაკუთრე ვარ და არ მინდა საყვარელი ადამიანი სადმე ,ვინმესთან გავუშვა …

ამაყიც ვარ ,ამაყიც ვარ და ალბათ ზუსტად ამიტომ მიწევს ამ პოსტის დაწერა…

მაგრამ,

არაუშავს,

ცხოვრებაა,

ან უნდა შემოხაზო ან უნდა გადახაზო ♥ ..

26 thoughts on “♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

  1. ძვირფასო მარიმგა, შენს მერამდენე პოსტს ვკითხულობ და ვერა და ვერ ვუყრი სიტყვებს თავს რომ შენი შესაფერისი კომენტარი დაგიწერო! კაი ხანია აღარაფერი დამიკომენტარებია შენთან, მაგრამ არ გეგონოს რომ მივატოვე “შენი სამყარო”. ყოველ დღე აქ ვარ ♥ ეს პოსტი ისეთი რაღაცნაირი იყო ჩემთვის… ჟრუანტელის თანხლებით წასაკითხი. შიშმა შემიპყრო, უსაფუძვლომ და უაზრომ… არ ვიცი როგორ გადმოვცე სიტყვებით ემოციები. ამ ბოლო დროს დამჩემდა ეს და ჩემს ბლოგსაც ეტყობა. საუკუნეა აღარ დამიპოსტავს, იმის მიუხედავად რომ უამრავ რაღაცას ვწერ. ძალიან კარგი და თბილი ადამიანი ხარ. მიყვარს აქ შემოსვლა, ყოველთვის სითბო მხვდება ♥ ჩემიანი ხარ! უბრალოდ მინდა გითხრა, რომ ბედნიერი ვარ თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბლოგი ვიპოვე ♥

    • ნათიკო❤
      თბილო და ტკბილო❤
      გული ამიჩქარა შენმა კომენტარმა❤
      მაბედნიერებ❤
      დიდი მადლობა❤
      ძალიან ,ძალიან კარგი ხარ ..

  2. ძალიან კარგი პოსტია❤ სახეგაბადრული ვკითხულობდი :*❤

  3. აუ რა თბილი იყო… აიი ყველაზე ახლო პოსტი რაც სადმე წამიკითხავს… გულში ჩამწვდა…

  4. ულამაზესი,უსაყვარლესი და უტკბილესი პოსტი იყო..^^ გამათბო ♥ უდიდეს ბედნიერებას გისურვებ!♥

  5. დავივიწყესავით შენი ბლოგი, მარიამ, ამ ბოლო დროს და დამაკლდი…❤ ძალიან დამაკლდი❤
    "ეს ხომ ცხოვრებაა,ყველაფერი კარგი და ლამაზი უცებ ქრება"… ახლახან გამოვცადე ეს და არავის არ ვურჩევ, რომ ოდესმე ასეთი რამ იგრძნოს და მე ვიგრძენი. დამაკლდა ერთი, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი და გული დამწყდა, ძალიან მაგრად…
    მაგრამ რას ვიზამთ, როგორც შენ თქვი "ან უნდა შემოხაზო ან უნდა გადახაზო"…

    <3<3<3

    • ცეეემი ნანაკოოო❤
      როგორ მახარებ ხოლმე შენი თბილი და ტკბილი სიტყვებით❤
      ჩემი სამყაროს კარი მუდამ ღია იქნება შენთვის❤
      დიდი მადლობა ^_^

  6. WOW! საოცარი პოსტია ♥
    აქამდე არასდორს არ განმიცდია ეს გრძნობა, მაგრამ ახლა ძალიან მომინდა! ♥

  7. ჰჰჰმ,მარიამ ვფიქრობ და თან ვერ ვფიქრობ :დ როგორ და რანაირად დაგიწერო კომენატარი,მაგრამ მე რო მიყვარს ისე გეტყვი,აი უბრალოდ რომ ვიტყვი ,მაგრამ მთელ გრძნობას რო ჩავაქსოვხოლმე.უბრალოდ ძალიან ,ძალიან მიყვარხარ და შემაყვარე თავი..შენი სამყაროთი დამაინტრიგე და დამაინტერესე რომელიც ასეთჳ კარგია..ძალიან ნიჭიერი ხარ და არვიცი რა ამ პოსტს რა კომენტარი დავუწერო უბრალოდ საოცრება იყო… არ გატყუებ დედას გეფიცები 3 ჯერ წავიკითხე მართლა..და კიდევ წავიკითხავ უსასრულოდ ,რადგან ძალიან,ძალიან მომეწონა….ბრავოოო❤❤ :***

    • ♥♥მმმმმ ♥
      მეც არ ვიცი ,როგორ გიპასუხო ,მართლა ♥.
      ალბათ ,ბლოგის ქონა იმისთვის ღირდა მხოლოდ,რომ ისეთი თბილი ადამიანებისგან ,როგორიც შენ ხარ,ასეთი თბილი ემოცია ამეღო ♥
      ძალიან ბედნიერი ვარ იმით,რომ ასე ვირტუალურად დავიმსახურე კარგი და გულწრფელი გრძნობები ♥
      დიდი ,დიდი მადლობა ♥
      მებედნიერები!♥

      • ესე გააგრძელე მარიამ ძალიან კარგი გოგო ხარ და კარგად წერ საყვარელო :** <33 მადლობა შენ რომ ასეთი კარგი ხარ =) მე უბრალოდ ის დავწერე და ბოლომდე მაინც ვერ დავწერე რრაც განვიცადე შენი პოსტის წაკითხვისას

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s