თავისუფლება სამი თვით!

მოგესალმებით!

დღეს 15ივნისია!

დილით ძალიან ბედნიერი ავდექი და სკოლაში წასასვლელად მოვემზადე. თქვენ წარმოიდგინეთ არც ადგომა გამჭირვებია … ეს დღეები ცუდად ვიყავი და სკოლაშიც არ მივლია.მაგრამ დღევანდელ დღეს როგორ გამოვტოვებდი ?!

ხომდა ასე ბედნიერი მივედი სკოლაში … დღეს ბოლო დღე იყო … ცოტა გაკვეთილი ჩატარდა,ცოტა გაცდა …

ბევრი ვიცინეთ ბავშვებმა,ვიმაიმუნეთ ,ვიჭორავეთ .ბოლოს ძალიან დაგვცხა და მარი მოვიდა ჩემთან :

_მარიკაააა ))))

_ჰაუ.

_ დღეს ბოლო დღეა.მთელი წელია არაფერი გაგვიფუჭებია და აა?? 🙂

შემომხედა მაცდური ღიმილით და თვალებით,როგორც იცის ხოლმე 🙂 …მეც არ დავაყოვნე და მიუხედავად იმისა,რომ ეს დღეები სიცხე მქონდა და ეხლაც  გაციებული ვარ ,მთელი კლასით ბუფეტისკენ გავეშურეთ …

გემრიელად ვიწუწავეთ .ბუფეტის ქალბატონი გამოგვივარდა მერე, რა დღეში ხართო .ამაზეც სიცილი ამიტყდა 🙂 …

მერე სასწავლო ნაწილის კივილი გავიგეთ დერეფნის ბოლოდან და მეთქი დროზე  გავიქეცით აქედან -თქო და  პირველიდან მესამე-ზე ისე უცებ ავედით მთელი კლასი ვერც კი შევამჩნიეთ …

მერე ინგა მასწავლებელმა მე და მარის გვთხოვა ნიშნების დაჯამებაში დაგვეხმარეთო , ჩვენც მეტი რა გვინდოდა და მივუსკუპდით უცებ …. მე ფანჯარასთან მომიწია დაჯდომა და ნიავი მიბერავდა .თან სულ სველი ვიყავი .იმედია გადავრჩები ფილტვების ანთებას.

ბოლო გაკვეთილიდან გამოგვიშვეს. თქვენც  დაისვენეთ და ჩვენც დაგვასვენეთოო 🙂

მერე გამოვედით ბავშვები , გზაში კიდევ ბევრი ვიგიჟეთ და ვიმაიმუნეთ . მერე ავიტეხეთ ლუდებიც დავლიოთო ,ფული დავდეთ და გემრიელად გავგრილდით ამ სიცხეში …

ისე გვიხაროდა  მერვე კლასი დავამთავრეთო  ,გეგონება განაღდებული გვაქვს მეცხრეში გადასვლა 🙂

მერე სახლში მივედი ,გავმშრალდი და მარიამთან წავედი მაშინვე.. დღეს ხომ პარასკევია ,ჩვენი დღეა 🙂

მარიამთან ,როგორც ყოველთვის მარიც მოვიდა და  ჩავუჯექით გემრიელად ♥…

ყავა დავლიეთ,ფილმს ვუყურეთ ,ვიჭორავეთ ,გადავქექეთ ნახევარი ფბ და ესე :)))…

მიყვარს ასეთი დღეები ♥ თბილი ,უპრობლემო და თავისუფალი ♥…

ხოო.

ნუ მოკლედ,დღეს ბოლო დღე იყო სკოლაში … ორშაბათიდან გამოცდები იწყება და 26მთავრდება … იმედია ყველა გამოცდას ისე ჩავაბარებ ,როგორც მე მინდა . არ მეშინია არცერთის გარდა მათემატიკისა, ნუ ეს როგორც ყოველთვის…

წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო ♥…

აბა დროებით ♥

მუდამ თქვენი მარიმგა  ♥ ..

Advertisements

8 thoughts on “თავისუფლება სამი თვით!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s