უახლოესი ახალი ამბები ^_^

გუშინ ხიდიდან 5წლის ბავშვი გადმოვარდა!

დღეს დილით  პოლიციელებმა დამნაშავე დააკავეს!

რაჭაში წყალდიდობაა!

მრავალშვილიანი ოჯახი შიმშილის გამო სიკვდილის პირზეა !

ღმერთმანი!
აღარ მინდა ტელევიზორის ჩართვა!

მთელი მსოფლიო გიჟს გავს.გაჭირვება ,უფულობა,უშუქობა! და  პრეზიდენტის ლანძღვა-გინება!

ხალხო,თქვენს თავს თქვენ თუ არ მიხედეთ სააკაშვილი და ივანიშვილი გიშველით თქვეენ!?

ჰმ! მეც შემიტყუეს უკვე ამ პოლიტიკაში.

ნუ, კი გადაირია მსოფლიო,მაგრამ მე  ჩვეულებრივად ვაგრძელებ ცხოვრებას.. რატომღაც ,სულაც არ ვარ  გაგიჟებულ-გადარეული…

დილით ექიმთან ვიყავი .ყურის ანთება მაქვს . კვირას საღამოს ამტკივდა და მთელი ღამე გადავათენე.არ მეგონა ასეთი ტკივილი საერთოდ თუ არსებობდა.ისე მტკიოდა ისე,რომ ვამბობდი,ოღონდ ეხლა ამ ტკივილმა გამიაროს და ცხოვრებაში აღარაფერზე აღარ დავიწუწუნებ-თქო.

სხვათაშორის იმ საღამოს ფბ-ზე რაღაც ვერ გავაკეთე და იმაზე ვნერვიულობდი. ხოდა დამსაჯა  ღმერთმა!🙂

აწი ,ხომ აღარ ვინერვიულობ  სოც ქსელებზე მომხდარ ამბებზე?_არა!

ხო,ეს სამი დღეა დავდივარ.ასე მითხრა ხვალე აღარ მოხვიდე,წამლები სვი და მალე გაგივლისო. იმედია,თორემ უკვე აღარ შემიძლია.მარცხენა ყური დაგუბებული მაქვს და საშინლად მესმის. იმ დღეს დამესიზმრა ვითომ არცერთ ყურში არ მესმოდა ,ხალხი იდგა წინ მელაპარაკებოდა და მე ვიდექი შტერივით😐

მოკლედ,იმედია მალე მომირჩება ეს ყური და  მეღირსება ჩემი ყურსასმენების ისევ დღე და ღამე გამოყენება.

ხოო,

წინა პოსტში მეწერა ,რომ გამოცდები დაიწყო და ძალიან ვნერვიულობდი.მოგვიხსნეს გამოცდები  გარკვეული მიზეზების გამო.

გამოცდა კომპიუტერებთან უნდა ჩაგვებარებინა, რაც არ გამოვიდა. რაღაც ტექნიკური ხარვეზები იყო და…

მოკლედ წელს დავისვენეთ.

3წელია გამოცდებს ვაბარებ და ძალიან არ შემშინებია ,თუმცა კომპიუტერტან ჩაბარება ახალი ”ხილი” იყო ჩემთვის და მაინც დაძაბული ვიყავი .

მოკლედ,ოფიციალურად  მეცხრე კლასელი ვარ ! ძალიან ,ძალიან მიხარია.ნიშნები ჯერ არ ვიცით ,მაგრამ სავარაუდოდ კარგი შედეგები უნდა მქონდეს წელსაც  ♥

სამსაბათს კლასი მარტყოფში მივდივართ ექსკურსიაზე.გვეღირსაა🙂

ხოო.

თბილისში ნამეტანი დაცხა . დღითიდღე უარესდება ამინდები (სიცხეს ვგულისხმობ) და უფრო და უფრო ძნელი ხდება აქ გაჩერება.

იმედია  ექსკურსია და კიდევ პატარ -პატარა საქმეები მალე მოგვარდება და მეც წავალ სოფელში .დასვენება მინდა ,საშინლად!

ხოდა ასთე!

ძალიან მინდოდა დამეწერა,მიუხედავად იმისა,რომ მკითხველს რატომღაც არ იზიდავს  მსგავსი შინაარსის პოსტები ,მაინც ვწერ. სულ არ ვარ დეპრესიული და რომანტიული პოსტების წერის ხასიათზე.

წარმატებებს გისურვებთ  ყველას ♥

მუდამ თქვენი მარიმგა ♥ ..

22 thoughts on “უახლოესი ახალი ამბები ^_^

  1. მე მიზიდავს ასეთი პოსტები-ყოველდღიური❤
    შენც წარმატებებს გისურვებ :*

  2. დრეს მინდოდა პოსტის დაწერა მეც, მარა შუა წერის დროს გავიჭედე და წავშალე რაც დაწერილი მქონდა, ისე მომეშალა ნერვები… :||
    კარგი ხარ, მარიამ, კარგი !!❤

    • აუჰ ,ნანაკო.ვიცი ეგ რა გრძნობაც არის😐
      დიდი მადლობა საყვარელო! ♥ ♥
      მალე დაბრუნდი იცოდე! არ არის კარგი ბლოგის ასე მიგდება!

      • რავიცი, რავიცი )) რამდენიმე დღის წინ დავწერე ეს ბოლო პოსტი… შიგადაშიგ ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე საერთოდ რაში მჭირდებოდა ეს ბლოგი თქო :დ

      • ვიცი ეგ რა გრძნობაც არის,მაგრამ უნდა გადალახო!
        მე პირადად ბლოგის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია,ისე შემიყვარდა და ისე ჩემეულად მიმაჩნია ეს საქმე❤

  3. საიდან მოიტანე რომ არ აინტერესებთ ასეთი პოსტები ?
    მე პირადად , ძალიან მომეწონა❤
    მაგარი იყო ! :*

  4. სულაც არ მინდა ახლა თბილისიდან გასუნვაც კი :დ

  5. მარტყოფი ჩემი სოფელია<3 მე პირიქით ასეთი შინაარსის პოსტები უფრო მომწონს:)))))

  6. კარგი პოსტი იყო<3 იცი რა,პოსტებს იმისთვის წერ,რომ შენ გესიამოვნოს და რაც გულში გაქვს დაწერო,ვიღაცის სიამოვნებაზე ხო არ წერ არა? ხოდა მე ასეთი პოსტები მომწონს:/ შინაური<3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s