10წლის შემდეგ …

გუშინ მეგობრის გამოგზავნილ ტესტს ვავსებდი .. ძალიან საინტერესოა ,ვისაც არ გეზარებათ შეავსეთ  :https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dFZaOFRTTTNGM19YcV9ncDNfR0xQd2c6MQ

ტესტში უამრავი შეკითხვა იყო დასმული,მათგან ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო კითხვა ,სადაც მთხოვდნენ,რომ  ბევრი ფიქრის გარეშე დამეწერა,როგორი წარმომედგინა ჩემი თავი 10წლის შემდეგ …

ბევრჯერ მიფიქრია და წარმომიდგენია ჩემი თავი უკვე ზრდასრულ ადამიანად…და ძალიან ბევრჯერ დამწყვეტია გული იმაზე,რომ მოვა დრო და ჩემს ასაკს თინეიჯერული ასაკი აღარ ერქმევა…

ახლა 14წლის ვარ . სულ მალე 15-ის გავხდები .ყოველთვის მიზიდავდა ეს ასაკი.15წელი ჩემთვის  რაღაც გრანდიოზულს ნიშნავდა. არ ვიცი რატომ,ისიც არ მახსოვს როდის ავიკვიატე აზრი  ამის შესახებ ,მაგრამ ფაქტია ,რომ ეხლაც  ჟრუანტელმა დამიარა იმის გაფიქრებაზე,რომ სულ  ცოტახანში 15 წლის ვიქნები …

10წლის შემდეგ  25 წლის ვიქნები …

საინეტერესოა არა ?

მე ,25წლის…. ალბათ მაგ დროისთვის ჩემი ოცნებების  60% მაინც მექნება ახდენილი…

 უკვე განათლებული და დახვეწილი ადამიანი ვიქნები…მსოფლიო ლიტერატურის მეოთხედი მაინც მექნება წაკითხული და თავს წარმატებულ ადამიანად ვიგრძნობ.

ალბათ ,ამ დროისთვის გვერდზე უკვე მეყოლება ისეთი ადამიანი ,რომლის გვერდითაც თავს დაცულად ვიგრძნობ  და პასუხილმგებლოგის თავზე აღება ისე აღარ შემაშინებს,როგორც ეხლა მაშინებს ..

ალბათ ჩემი ჟურნალისტური კარიერა უკვე დაწყებული იქნება … ფეხის ადგმის პროცესში იქნება და მე ამით უზომოდ კმაყოფილი და ბედნიერი ვიქნები ..

ალბათ ,ამ დროისთვის მარტო ვიცხოვრებ … დილით ადგომას მიჩვეული ვიქნები .თან სამსახურში სიარული იმდენად სასიამოვნო იქნება ჩემთვის ,რომ აღარ ვიწუწუნებ და ვიტირებ იმაზე,რომ  მეძინება ….

იმედია, სამსახურში კარგი კოლექტივი მეყოლება .ეს ხომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია .კარგი ადამიანების გარემოცვაში საქმის კეთება ხომ უფრო ადვილი და სასიამოვნოა…

საღამოს დაღლილი დავემშვიდობები თანამშრომლებს .ლეპტოპს დავკეცავ და სასიამოვნოდ დაღლილი გავეშურები სახლისკენ …

სახლში მივალ და მივხვდები ,რომ 1 თვეა  იგი არ მიმილაგებია 🙂 …მერე დედას ვინატრებ ,მაგრამ არ ვინანებ იმას,რომ მარტო ვცხოვრობ,ეს ხომ სულ მინდოდა. სახლს კი კვირას მივალაგებ,საღამოს 🙂

წყალს გადავივლებ ,ერთ ჭიქა ყავას დავლევ და გოგოებს დავურეკავ …

22საათზე შევხვდებით ერთმანეთს სადმე ბარში … მოვუყვებით ერთმანეთს ჩვენი დღის შესახებ ,ცოტას დავლევთ და განვიტვირთებით …

სახლში ,რომ მივალ უკვე 1 საათი იქნება …მაგრამ უკმაყოფილო სახით არც დედაჩემი დამხვდება იქ და არც მამაჩემი :).

მერე სახლში დავრეკავ ,მოვიკითხავ როგორ არიან.დედაჩემი კიდევ ერთხელ წამეწუწუნება ,ჩვენთან დაბრუნდიო ,მაგრამ მე ვეტყვი ,რომ ხვალე საღამოს გავუვლი და ვნახავ … 

ძილის წინ ალბათ ”ის”ერთადერთი დამირეკავს და მეტყვის ,რომ დროა ჩვენი ურთიერთობა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ.მე კვლავ უკმაყოფილოდ ამოვისუნთქვა და ვეტყვი ,რომ ძალიან დაღლილი  ვარ და ხვალისთვის გადავდებ ამაზე საუბარს. ისევ და ისევ გადავდებ. მე ხომ სულ ეს მინდოდა  :

მარტო ცხოვრება .კარგი სამუშაო და თავისუფლება … მე ხომ ამაყი ვარ იმით ,რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს იმედები არ გავუცრუე  და ისინი დღეს ძალიან ამაყობენ ჩემით …

ოთახში შუქს ჩავაქრობ და ვეცდები დავიძინო. მაგრამ ალბათ ცოტას ვინერვიულებ,ხვალე გადაცემის ჩაწერა მაქვს და ყოველი ახალი გადაცემის დროს ძააალიან ვნერვიულობ,მერე რა , მე ხომ ამ საქმეში ახალი ვარ …

ზაფხულობით ალბათ კახეთში,გურიაში და ბათუმში  წასვლის ასეთი დიდი სურვილი აღარ მექნება და სადმე უფრო კარგ ადგილზე დავისვენებ… ბათუმის მომაბეზრებელია უკვე  🙂

ჰმმმ..

გამოვიდეთ სიზმრებიდან.. ჯერ  მეცხრე კლასელი,ჩვეულებრივი გოგო ვარ ,არაჩვეულებრივი მომავლის მოლოდინში ..

მაგრამ,

ყველაფერი კარგად იქნება .. და მე  მჯერა ,რომ ყველაფერი იმაზე უკეთესად იქნება ,ვიდრე მე ზევით ავღწერე ჩემი მომავალი )))

 გავა დრო და ამ პოსტის წაკითხვისას გამეღიმება …

Everything’s Gonna Be Allright..Just,Believe.. :))))

Advertisements

32 thoughts on “10წლის შემდეგ …

  1. რატომღაც ჩემი ცოლის დაქალები გამახსენდა 🙂
    მომეწონა პოსტი, როგორც ყოელთვის არაჩვეულებრივი იყო 🙂 ❤

  2. მარიამ, გისურვებ, ამ პოსტში საკუთარი თავი როგორიც გყავს წარმოჩენილი, იმაზე 100%-ით ზეობა ყოფილიყავი ათი წლის შემდეგ. წარმატებები! ❤

  3. კითხვისას სულ ჟრუანტელი მივდიდა და მიკვირდა როგორ გავს შენი საოცნებო მომავალი ჩემსას, ჩვენ ერთად ძალიან წარმატებული ჟურნალისტები ვიქნებით და არც ვიწუწუნებთ დილით ადრე ადგომაზე ❤

  4. კარგი ხარ (ახლაც და 10 წლის მერეც : )))
    უბრალოდ, იმ ბიჭს რას ერჩი, ვერ გავიგე და ეცედე, ათი წლის მერე რომ დაგირეკავს, ასე აღარ მოუკლა გული 😉

  5. კარგი პოსტია მარი ძალიან მომწონს პ.ს. ძალიან ნიჭიერი კლასელი მყავს რა:დ ჯობია მემუარების წერა დაიწყო თორე დიდი მარიმგა რო გახდები გაგიჭირდება დრო აღარ გექნება :დ ❤

  6. უჰ 🙂 რა კარგი პოსტიაა ,ვისიამოვნე როდესაც ვკითუხლობდი =)მომეწონა და იმედია 10 წლის შემდეგ დადებ პოსტს =) სადაც ბედნიერი და ამაყი განაცხადებ რომ შენი ოცნებების და გეგმების 60% კი არა 100% აისრულე :*** ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s