ექსკურსია მარტყოფში ♥

როგორც წინა პოსტებში მოგახსენეთ , სკოლა და გამოცდები დასრულდა და ჩვენი კლასის თითოეული წევრი დიდი მოლოდინით ველოდებოდით როდის  ”გვეღირსებოდა”ექსკურსია მარტყოფში..

მიუხედავად იმისა,რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა თითქმის ყველაფერზე იზრუნებს ,მაინც გამორჩათ ის ფაქტორი ,რომ უკვე მეცხრე კლასელები ვიყავით და მაია სიმიას წვენზე ვერ გადავიდოდით მთელი ექსკურსია🙂.

ორშაბათს,ექსკურსიის წინა საღამოს მე და ოთომ გადავწყვიტეთ მეორე დღეს ფული წაგვეღო და ჩვენი სასმელისთვის ჩვენთვითონ მიგვეხედა … მაგრამ  უკვე ღამის პირველი საათი იყო და  მეტს ვერავის გავაგებინეთ …

იმ ღამეს ფაქტიურად არ მძინებია . ორი საათი იყო ,რომ დავწექი და 5 საათამდე არ ჩამძინებია .. საათი 8საათზე მქონდა დაყენებული,მაგრამ 7იყო რომ გამეღვიძა და 8ის ნახევარზე  უკვე ფეხზე ვიდექი🙂 ..

სკოლასთან,რომ მივედით უმეტესობა ბავშვებისა და მშობლებისა იქ დაგვხდა. დამრიგებელი და მაკა მასწავლებელიც მალე მოვიდნენ …მერე ბავშვები შევიყუშეთ ერთად ,ფული დავდოთ და ლუდი ვიყიდოთ-თქო მაგრამ ისემც არ მომიკვდე ,ვის აინტერესებდა შენი ლუდი ერთი სული ჰქონდათ მარშუტკაში ჩამჯდარიყვნენ და წასულიყვნენ🙂..

მერე ოთომ დამრიგებელს,მარინა მასწავლებელს უთხრა ლუდის ყიდვა გვინდაო და იქვე მარშუტკაში ფული ვისაც გვქონდა  დავდეთ და წავიდნენ  საყიდლად…

მოკლედ აი ,ასე ჩავსხედით მარშუტკაში მასწავლებლები და ბავშვები და გავწიეთ მარტყოფისკენ ! ( მშობლები ცალკე მარშუტკაში ჩავსვით🙂  ) …

გზაში,აქედანვე ბევრი ვიცინეთ ,ვიმაიმუნეთ და ვიმღერეთ … ბეევრი სურათებიც გადავიღეთ .

მარტყოფში ,რომ ჩავედით , ყველა გოგომ ტრანსფორმაცია განვიცადეთ :შარვალზე და შორტიკებზე ყველამ კაბები ამოვიცვით ,აბა ეკლესიაში ისე ხომ არ შევიდოდით?!🙂

ავისეირნეთ ეკლესიისკენ ,გზაში სურათებიც გადავიღეთ . ეკლესიაში სანთლები დავანთეთ და გამოვედით . იქ ძალიან ,ძალიან მაგარი ბუნება იყო . ხელის გულზე ჩანდა ყველაფერი .

იქვე ზევით ასასვლელი იყო და იყო ძალიან დიდი კიბეები … ნელ-ნელა ემატებოდნენ ბავშვები , სურათებში ჩანს კარგად🙂 …  იქაც ბევრი ვიცინეთ ,განსაკუთრებით ლიკას პრიჟოკზე🙂

კიბეებზე დადგა და გადახტა ქვევით🙂 … ძირს დაეცა მუხლებით , თავი ვერ შეიკავა და გაადინა ბრახვანი🙂 .  თქვენ ,ვერც კი წარმოიდგენთ რა სასაცულო იყო , იქ მე და მარი ჩავიკეცეთ იმდენი ვიცინეთ🙂

აი , ამ ყველაფრის ამსახველი სურათიც…

ეს ჩემი და მარის ისტერიკაა🙂 .

აქ ,ლიკა ემზადება გადმოსახტომად🙂 .ეს ყვითელმაიკიანი მაიმუნი🙂

ამ ყველაფრის შემდეგ  გავიგეთ ,რომ მარტყოფში,იმ ეკლესიასთან ახლოს ყოფილა ძალიან მაგარი ადგილი,სვეტი სადაც მამაო მოღვაწეობდა 13წელი და იქიდან მთელი მარტყოფი და ეკლესია ხელის გულზე  ჩანდა …

აი,აქ კი ძალიან დავიღალეთ ,გზა იყო საშინელი, სულ აღმართები იყო ,დიდი ქვები ,გზაში პატარა გველიც შეგვხდა და მოკლედ ძვლივს ავაღწიეთ იქამდე … გზაში ვიძახდი ვინ თქვა ექსკურსიაზე მარტოფში წავიდეთ -თქო🙂 ..

ეს კიდევ არაფერი  იქ ,რომ მივედით  იმ სვეტზე გადასასვლელი კიბე აგურებზე იდო და ქვევით დიდი ხრამიც ”ბრძანდებოდა”.. რო დავინახე კინაღამ გული გამისკდა ,მეთქი ამდენი ვიარეთ და ეხლა როგორმე უნდა გადავიდე თქო..

თან სიმაღლის მეშინია სასტიკად,მაგრამ რა მექნა🙂 .. ძვლივს გადავედი. მერე იქ კიბეები იყო შიგნით  იმაზეც ავედი და ზევით დამხვდა ყველაზე მაგარი რაღაცა🙂

სჯობს თქვენი თვალით იხილოთ.

ეს უკვე ჩამოსვლის კადრია..ასე ჩაგვსვეს და ამოგვსვეს ბიჭებმა🙂

იქიდან იყო ძალიან მაგარი ხედი,მართლა.

ეს ის ეკლესიაა წეღან,რომ გიყვებოდით.წარმოიდგინეთ ,იმდენად მაღლა ავედით ,რომ ასე პატარა ჩანდა ეკლესია…

ზევიდან ჩამოსვლა იყო შედარებით უფრო ადვილი.  მაგრამ მანდაც ძალიან დავიღალეთ …

ეს მე მარი და ლიკა ჩამოსვლისას. ყველაზე ბოლოები მივედით სუფრასთან … უკვე მაგიდა გაწყობილი ჰქონდათ ,რომ მივედით … სანამ მორჩებოდნენ მაგიდის გაწყობას , ჩვენ  იქვე ავედით ქვაზე და ცოტა მოვსულიერდით …

შემდეგ დავსხედით სუფრასთან  :)

ნუ მერე იქ წავიდა დალევა,სადღეგრძელოები . გვლოცეს და გვლოცეს მასწავლებლემა და მშობლებმა🙂

მერე მოგვბეზრდა სუფრასთან ჯდომა, ლუდი,ადიელები,კარტი ავიღეთ და წავედით  იქით,ჩრდილისკენ🙂 შორს მშობლებისგან და მასწავლებლებისგან🙂 …

ლუდი დავლიეთ  ბავშვებმა ,ზოგი იქით წავიდა და სიმღერა დაიწყეს🙂

ყველაზე მსმელი სასტავიი🙂 ..

მერე ლუდი გაგვითავდა და ჯოკერი ვითამაშეთ.წაგებულს უნდა მოეტანა ლუდი.ისეთი დარწმუნებული ვიყავი ,რომ მოვიგებდი რო რავიცი🙂 მე ,გვანცა,გურამი და ოთო ვთამაშობდით .მე და გურამიმ წავაგეთ🙂. მეთქი დალეული ვარ და მაგიტომ ვერ მოვიგე თორე ის გიჟი ვარ თამაშში-თქო🙂

ნუ დავლიეთ ეს ლუდი ,ვითამაშეთ ჯოკერი და ბოლოს ძალიან დაღლილები წამოვწექით ,შესწორებას შევიტან გადავაწექით ერთმანეთს🙂

აქაც ძალიან მაგარი იყო.ბევრ რამეზე ვიცინეთ .  უბრალოდ ეხლა ვერ ვიხსენებ ყველაფერს .

კოღოები დაფრინავდნენ ჩემხელა,ლევანიმ ჩამალურჯა🙂 ვითომ მოვკლავ ,მოვკლავი და ჩამილურჯა მკლავები🙂

იქ ბავშვებმა იწუწავეს და მერე მზეზე ირუჯებოდნენ  თავისი ჭკუით🙂..

მერე მშობლემა დაგვიძახეს მოდით ჩვენთან ცოტახნითო და ჩევედით ..ვიღაც დამკვრელები დაიქირავეს და გინდა თუ არა იცეკვეთო🙂

მერე ვიმღერეთ და რა ვიმღერეთ🙂

სურათს ეტყობა ,რომ პროფესიონალი მომღერლები ვართ🙂 .არა ,ნახეთ რა რა გულით ვმღერით სუყველა🙂

მერე ისევ დავბრუნდით ჩვენს  ადგილებზე, კიდევ  დავაკბენინეთ კოღოებს თავი .მერე ოჯახური სურათებიც გადავიღეთ🙂

ყველაზე მაგარი კლასი ვართ🙂

ბოლოს ძალიან დავიღალეთ . ბავშვები მარშუტკაში ვიყავით მისავათებულები და მშობლები და მასწავლებლები  წრეში ბურთს თამაშობდნენ🙂 ..

ბოლოს  ავბარგდით და წამოვედით . გზაში მძღოლმა კაი ქართული მუსიკები ჩაგვირთო,მარიმ იმდენი იღრიალა ,რომ ხმა დაეკარგა🙂 .. მერე ტელეფონზე ძმამ დაურეკა და  ბექა ელაპარაკა მალე მოვალთ ხმა გადაკრგა მარიმო🙂

მერე გზაში გავჩერდით ცოტა ამოვისუნთქეთ და  წამოვედით სახლებში.

ძალიან ,ძალიან კარგი იყო .მართლა ძალიან გავერთეთ და ბევრი ვიმხიარულეთ .. დიდი ხანი გასტანს ჩემში ეს ემოციები ♥..

ძალიან კმაყოფილი ვარ ამ დღით … ბავშვებო , ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ  ♥

20 thoughts on “ექსკურსია მარტყოფში ♥

  1. ყველაზე მაგარი ექსკურსიააააა რააააა კიდე მინდააა😦 :დ:დ:დ:დ

  2. ჩვენც იგივე გზა გავიარეთ, სვეტზე მარტივად ავედით, ოღონდ სულ ბოლო სართულამდე არ აგვიყვანეს:/

  3. მეც ვიყავი მარტყოფში ექსკურსიით ))) ქარი ხან საით მიმახეთქებდა და ხან საით )) მაინც კარგი იყო ))
    რა გინდა მარ,გიგულავია😀

    • აუ,ქარი არ იყო გუშინ🙂
      ძალიან კარგი ამინდი იყო ^_^
      აუჰ,ჰო.მართლა ძალიან გავერთე❤

  4. შენმა პოსტმა მაგრძნობინა და ბოლომდე დამარწმუნა იმაში,რომ ყველაზე ყველაზე მაგარი კალსი ვართ <33333

  5. სადაც იჯახირე ასვლა ;დ მაგას მამა ანტონე ქვია,სწორედ მამა ანტონე ერქვა იმ ბერს.ჩემი სოფელია მარტყოფიი ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s