02.07.12

გამარჯობა საყვარელო ბლოგუშკა!

როგორ ხარ? ალბათ გიხარია ის,რომ რაც არდადეგები დამეწყო, შედარებით უფრო მეტ დროს გითმობ , შესაბამისად უფრო ხშირად გსტუმრობენ ჩვენთვის,ორივესთვის საყვარელი,ჩვენი მეგობარი და არა მეგობარი ბლოგერები… დადებით კომენტარებს ტოვებენ და  მერე გვტოვებენ ორივეს ასეთებს,გაღიმებულებს !

მე? მე არამიშავს . დღეს უკვე 2ივლისია, მალე ნახევარი არდადეგებიც გავა )) ჰმ,ვწუწუნებ უკვე!

8დღეში ჩემი დაბადების დღეა,დიდი გოგო ვხდები უკვე!  არასოდეს გამოვირჩეიოდი,ჩემი იუბილის სიყვარულით,მაგრამ წელს რატომღაც განსაკუთრებით არ მიხარია.

ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს ამ დღეს,რომ  ზოგ-ზოგიერთებს ჰგონიათ ,რომ თუ დილით დამირეკავენ და პირველები მომილოცავენ უფრო გამახარებენ! არა ,ბატონო,არა … მაგას სჯობს ღამე მომილოცოთ! და ვინც აპირებდით  14:00-სთ_მდე დარეკვას ,მინდა გთხოვოთ ,რომ ნუ იზრუნებთ წინასწარ ჩემს განწყობაზე! ვოტ🙂 აესეთი პირდაპირი ვარ ,მე!

დღეს  მზიურის მეშვიდე თაობის კონცერტზე ვიყავი ,პიონერთა სასახლეში . ნანაკო და სალომე გავიცანი  ♥ ზუსტად ისეთი კარგები და საყვარლები არიან,როგორებიც წარმომედგინნენ! ძალიან გამიხარდა მათი გაცნობა .

ნანაკო უნიჭიერესია,ძალიან მაგრად იმღერა … სულ მბურძგლავდა ,რომ მღეროდა. მის მაგივრად მე ვამაყობ იმით,რომ ასეთი კარგი ხმა აქვს  ♥

სულ მინდოდა ,მომღერალი გამოვსულიყავი , გითხარით ?

ძალიან მინდოდა,მაგრამ ჩემი სიმღერა ყვავის ჭყავილზე უარესია,ამიტომ ….🙂

ძალიან დადებითი ემოციით დატვირთული წამოვედი პიონერთა სასახლიდან ♥

…..

სხვა ზოგადად ჩემს ცხოვრებაში არაფერი ისეთი არ ხდება …

ამ ბოლო დროს ,ძალიან  უცნაურ სიზმრებს ვნახულობ. არასოდეს ავყოლილვარ სიზმრებს ,მაგრამ ეს სფერო ძალიან,ძალიან მაინტერესებს ,მართლა.. დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი ეხლა და მოვუსმენდი ადამიანს,რომელმაც ყველაფერი იცის სიზმრების შესახებ ♥ .ვფიქრობ ,რომ ძალიან საინტერესოა, არა ?

წესით ეხლა უკვე კახეთში უნდა ვიყო,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არ (ვერ) ვარ ))…

ჩაიაროს ჩემმა დაბადების დღემ და ირაკლისთან (ბიძაჩემთან) წავალ თიანეთში 1 კვირით.ჩემს პატარა ნანაკოს და დაჩისაც ვნახავ ,ჩემი ციცქნებიი ♥

ივლისის ბოლო გურიაში წავალთ,მერე ბათუმში… აგვისტოს ბოლოს თბილისში დავბრუნდებით და მერე წავალ კახეთში ♥

წავალ და სკოლის დაწყებამდე იქ ვიქნები ♥… იდეალური არა ,მაგრამ ვფიქრობ რომ ნორმალური ზაფხული იქნება ,ალბათ წინა ზაფხულებზე უფრო წყნარიც ….

გმირთა ვარამს ”ვტანჯულობ”ისევ … მეორე წიგნის შუაში ვარ უკვე … ერთი სული მაქვ ,როდის დავასრულებ,რომ ჩავუჯდე მერე ისეთ წიგნებს  მე,რომ მიყვარს და მიზიდავს საშინლად ♥…

მოკლედ, აი ასე ჩემო ბლოგო ♥

დღეს იმდენი კარგი პოსტი წავიკითხე,რომ მომინდა მეც დამეწერა რაღაც …

მალე დავბრუნდები ჩემი ახალი ამბებით ^_^

მუდამ თქვენი მონამორჩილი მარიმგა ♥

10 thoughts on “02.07.12

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s