უსიტყვოდ!

ყოველთვის მტანჯავდა დროის ასეთი სწრაფი მოძრაობა.მითუმეტეს, ბოლო 3წელი..

დროის შეგრძნება მაქვს დაკარგული და ის მომენტები გამირბის,რომლებსაც წესით უნდა ვიჭერდე.

ამბობენ დრო ნელა გადის მაშინ,როდესაც გვინდა,რომ სწრაფად გავიდეს-ო .დიახ,ადრე ამ აზრს +ერთო მომხრე ჰყავდა ,ჩემი სახით,მაგრამ ეხლა ამაზე ფიქრმაც კი დაკარგა აზრი.

ბევრჯერ მიფიქრია,კომპიუტერთან არ დავჯდები,სამარშუტო ტაქსში არ ჩავჯდები, ღამე არ დავიძინებ ,დილით ადრე ავდგები -თქო,რომ ის ,ჩემთვის ბედნიერი ორი-სამი კვირა მეგრძნო და იმ შეგრძნებით არ მეცხოვრა,რომ ყველაფერი კარგი და ძვირფასი მალე სრულდება..

არ ვიცი რატომ,მაგრამ ამ ბოლო დროს სულ ვიღიმი,უმიზეზოდ? არა ,უმიზეზოდ არა . იცით რა ხდება?

თან არაფერი,

თან ყველაფერი.

მაგრამ,

ასეთი იმედით სავსე ,რომ არ ვიყო და მოთმინების უნარი არ მქონდეს ალბათ ,ცრემლებს ვერ შევიკავებდი …

და მინდა ყველას გირჩიოთ,რომ გაიღიმოთ თქვენთვის , არა ,ვიღაცისთვის არა … თქვენთვის.

გაიღიმეთ და თვალები დახუჭეთ ,იფიქრეთ იმაზე,რომ უახლოს მომავალში ძალიან კარგად იქნებით ))))) …

ჰმ ))

უბრალოდ ამით მინდოდა მეთქვა ,რომ თან ძალიან კარგად ვარ ,თან ძალიან ცუდად…მაგრამ,არა… კარგად ვარ .მალე ყველაფერი კარგად იქნება  ♥…

ჰოო ,

და,

2საათში 15 წლის ვხდები ♥ …

26 thoughts on “უსიტყვოდ!

  1. მეე მახსოვდა, აჰამ, რომ 10 ივლისს დიდი დღეა :))))
    დიდი, დიდი გოგო გაიზარდე და სულ ბედნიერი, გახარებული და ასეთი ლამაზი იყავი, ჩემი მარიამ❤
    ნუ, ეს ისე. თორე ხვალ კიდეც მოგილოცავ:))

  2. ზუსტად ერთი წლით დაგასწარი დაბადება. მე 10 ივლისს 16 წლის გავხდები ♥
    გილოცავ მარიმგა 🙂 მზეებს გისურვებ ! ♥♥♥

  3. დაბ. დღეს არ მოგილოცავ ჯერ (ადრე და მოგვიანებით მილოცვებზე ვჭედავდი ყოველთვის : ))
    უბრალოდ, გეტყვი, რომ…
    აქ აღმოვაჩინე, რომ ძაააალიან დიდი ხანია არ გვილაპარაკია და ბევრი რამ მქონია სათქმელი… კარგი, ერთს ამოვარჩევ მაინც:
    არასდროს, არასდროს იფიქრო, რომ დრო გარბის და ვერ ეწევი… ან რომ რომელიღაც მომენტამდე უნდა იყოს კარგი ამბები და მერე აღარ…
    უბრალოდ, ყოველი წამით იცხოვრე და მიიღე თითოეული წამი, წუთი, დღე, ისეთი, როგორიც არის…
    არ ინანო და არც ინატრო, რომ სხვანაირად ყოფილიყო ის, რაც უკვე იყო ან რაც არის…
    მომავალი კი, წარმოიდგინე ისეთი, როგორიც გინდა, იმდენ ფერში, რამდენსაც ფანტაზია დაიტევს…
    მერე ის მომავალი რეალობა რომ გახდება, მიხვდები, რომ უფრო მშვენიერი და ლამაზი ყოფილა, ვიდრე წარმოგედგინა…
    10, 20, 30 და რავიცი, 90 წლის მერე რომ მოიხედავ უკან და ამ დღეს გაიხსენებ, მიხვდები, რომ თურმე ძალიან მოკლე გასეირნება გეგონა ცხოვრება. შეიძლება ისიც გაიფიქრო, რომ 15 წლის ასაკში ჯერ მხოლოდ ფეხს იდგამენ ადამიანები…
    ამას გაიფიქრებ და გაგეღიმება…
    იცი, როგორ?
    ჰო, აი მასე : ))

    • მარიამ ♥
      წინასწარ მილოცვებზე მეც,მეც ვჭედავ🙂
      და,
      რა გინდა გითხრა ამ კომენტარის შემდეგ თუ არა მადლობა?
      როგორ იცი ხოლმე,შემოპოზიტივება ♥
      აი ,არ ვიცი .
      მომენატრა შენთან ჭორაობები ♥♥♥
      მიხარიხარ მარიამ,საშინლად მიხარიხარ ♥

      • შემოპოზიტივება❤
        მეც მიხარიხარ : )) 27-ის მერე ყველგან დავბრუნდები ალბათ : ))

      • ♥♥♥ხოდა,გელი! ♥♥
        პ.ს დარწმუნებული ვარ ,მხოლოდ მე არ გელი ასე,რომ ნუ გვალოდინებ,ამდენს! ^_^

      • აი, დღეს უკვე შეიძლება მოლოცვა : ))
        დიიიდი გოგო გაიზარდე და ყველაფერს ისე გისურვებ, როგორც ყველაზეშორსმიმავალ ოცნებებში გინატრია ; ))

  4. ყოჩაღ ! ძალიან კარგი პოსტი იყო ♥
    ჰოდა გილოცავ წინასწარ დაბადების დღეეეს ♥♥

  5. კარგი პოსრია:)
    გილოცავ
    ბედნიერებას დ წარმეტებებს გისურვებ🙂
    :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s