საკონკურსო პოსტი!

-კატო,სწრაფად.აეროპორტში დაგვაგვიანდება!

-ჰოო,დეე,ჩანთას კიდევ ერთხელ შევამოწმებ და მოვდივარ!

ღმერთმანი,ეს ბავშვი მანიაკია! -ფიქრობს 2საათი ლოდინით დაღლილი ნინა .

-აი,მზად ვარ.-იღიმის კატო და თვალებში ეიფელის კოშკები უკაშკაშებს.-დეე,როგორ გამოვიყურები ?

-შეუდარებლად ,საყვარელო! ახლა ,წავიდეთ,თორემ აეროპორტში დაგვაგვიანდება.

კატო  ორი დღის წინ,19წლის გახდა. მისი და ეკას (მეგობრის) ოცნება იყო,პარიზში მოხვედრა. ნინამ ეს ძალიან კარგად იცოდა,ამიტომ საახალწლოდ აღებულ პრემიას,ცოტაოდენი ფული დაამატა და გადაწყვიტა ,შვილისთვის და მისი მეგობრისთვის დაუვიწყარო კვირა ეჩუქებინა.

აეროპორტში თავის დროზე მივიდნენ,ეკა  ჯერ არ იყო მოსული.კატო და ნინა აეროპორტის შენობაში მოთავსებულ კაფეში დაჯდნენ და ყავა შეუკვეთეს.

კატოს მოუსვენრობა ეტყობოდა,სულ აქეთ-იქით იყურებოდა,სახეზე ფერიც შეეცვალა.

-კატო,დედი,კარგად ხარ ?

-კი,კარგად ვარ . უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ. სულ მინდოდა პარიზში მოხვედრა ,ახლა კი , სულ რამდენიმე საათში იქ ვიქნები და თითქოს..თითქოს.. დიდი ბედნიერების მეშინია .

ნინას გაეღიმა,გაახსენდა მისი ახალგაზრდული წლები,იგრძნო ემოცია,რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ უგრძვნია.

-კატო,მეც შენხელა ვიყავი ,როცა პარიზში წავედი.ის 2 კვირა ,ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთებით იყო სავსე, ძალიან,ძალიან გახარებული ვიყავი .დღესაც ,გუშინდელი დღესავით მახსენდება თითოეული წამი და წუთი იქ ყოფნისა. ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ შენც ასეთი ბედნიერი დაბრუნდები პარიზიდან.

-მეც ,დეე.

ამის შემდეგ არც კატოს და არც ნინას ხმა აღარ ამოუღიათ . მალე ეკა მოვიდა.

სასწრაფოდ დაჯდა მაგიდასთან, არც მისალმებია  არავის, პირდაპირ დაიწყო თავისი ემოციების ”გადმოლაგება”

-ღმერთო, არ მჯერა, აი ვერ ვიჯერებ ,ასეთი ბედნიერება.კატო, სულ მალე პარიზში ვიქნებით,ეიფელის კოშკს ვნახავთ,გავისეირნებთ.და…

ეკამ შეამჩნია,რომ ნინა ჟურნალს კითხულობდა,კატოს კი მაგიდაზე ჰქონდა თავი დადებული. მერე გაჩუმდა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

-კატო,ყველაფერი ჩაალაგე? რამე ხომ არ გრჩება ?

ნინამ ჟურნალი გადადო და კატოს შეხედა.

კატოს  ძალიან ბუნდოვნად ესმოდა ნინას ძახილი. ეკაც ეძახდა,მაგრამ კატოს ნელ-ნელა თვალები ეხუჭებოდა. ძახილი ისევ  ესმოდა.

კატო,

კატო,

კატოო…

და უცებ,

ძალიან კარგად იყო,წყალში იწვა ზურგზე და არ იძირებოდა. გარშემო ტყე იყო,ულამაზესი ტყე..ზევით მზე ანათებდა. ცა უაზროდ იყო მოწმენდილი ♥ ჩიტების ჭიკჭიკი სიამოვნებდა კატოს.

უცებ მოდუნდა და  წყალში ჩაიძირა ♥

თვალები ,რომ გაახილა,ზევით თეთრი სინათლე ანათებდა,ძალიან უჭირდა მოძრაობა,მაგრამ გვერდზე გაიხედა და ნინა დაინახა.

-რა ხდება? სად ვარ ? -იკითხა წართმეული ხმით კატომ.

– აეროპორტში გული წაგივიდა. ექიმებმა საავადმყოფოში გადმოყვანა მოითხოვეს.

-რა მჭირს?

-არ ვიცი,ექიმები არაფერს მეუბნებიან.მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ ყველაფერი კარგად არის .

უცებ პალატაში ექიმი შემოვიდა .-

-გამარჯობათ ,მე თქვენი მკურნალი ექიმი ვარ. შეიძლება რასაც ახლა გეტყვით ,ძალიან უსიამოვნო იყოს,მაგრამ ვალდებული ვარ საქმის კურსში ჩაგაყენოთ. კატო,თქვენ ლეიკემია გჭირთ. ერთი შეხედვით ,ცუდი მოსასმენია და ალბათ კატასტროფად მოგეჩვენებათ ,რისკი ნამდვილად ძალიან ,ძალიან დიდია.მაგრამ ეს დაავადება მკურნალობას ექვემდებარება.  მკურნალობის პროცესი ხანგრძლივია და  დიდ  თანხებთან არის დაკავშირებული,მაგრამ გადარჩენისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დაზღვევა გააქვთ?

ნინა და კატო  შოკირებულნი იყვნენ. ნინამ ძვლივს ამოღერღა ,რომ დაზღვევა  1წლის წინ გააკეთა.

-ძალიან კარგი ,მაშინ ეხლა მე საქმეებს მივხედავ .თქვენ კი დაზღვევა აგინაზღაურებთ  მკურნალობის ხარჯებს.

ნინას ცრემლები წამოუვიდა.

-დედა,ეხლა არ დაიწყო ,გთხოვ .

ნინა პალატიდან გავიდა . კატომ ძალიან ცუდად იყო,მაგრამ ემოციების გამოხატვის თავი არ ჰქონდა.მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,რომ სულ მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა.

-ჰმ,დაზღვევა,არამგონია ლეიკემიას შველოდეს.-ფიქრობდა კატო.გაგონილი ჰქონდა,რომ ლეიკემია ძალიან საშიში დაავადებაა,ალბათ გადარჩენის შანსიც ძალიან პატარა იყო.

-არადა ,იქ, რა კარგი იყო.წყალში…ალბათ სამოთხეა.ღმერთი თავისთან წასაყვანად მამზადებს . ჰმმ.მორჩა ჩემი ცხოვრება, ოცნება პარიზზე და კარიერაზე,შვილებზე და საყვარელ ადამიანთან ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებაზე. ყველფერი მორჩა ..  

პალატაში ნინა შემოვიდა. კატოს შუბლზე აკოცა .მას თვალები ჰქონდა დახუჭული.

-კატო,დედი ..

კატო არ რიაგირებდა.

-ექიმო.აღარ რეაგირებს,უშველეთ რამე! ექიმებო! გთხოვთ.ჩემი შვილია! ჩემი ერთადერთი შვილი. 

-დედი არ დამტოვო,ღრიალებდა ნინა და კატოს ხელი ეჭირა.

კატო კი,წყალში იყო და თავს ბედნიერად გრძნობდა.

23 thoughts on “საკონკურსო პოსტი!

  1. პოსტის კითხვა რომ დავიწყე, Alan Jackson – Remember When მქონდა ჩართული და ისე ძალიან მოუხდა,რომ..❤
    დამბურძგლა!
    ძალიან მომეწონა,მარიამ!

  2. სიუჟეტი მომეწონა და ისე ამ დაზღვევაზე კონკურსია რამე?

  3. ძალიან მაგარი პოსტია!!!! შეიძლება მშრალია მაგრამ ძალიან მალე გიყოლიებს და სურვილს გიჩენს რომ კითხვა დაამთავრო. აუცილებლად გააგრძელი ეს პოსტი კონკურს გარერეთ!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s