”ციდან სამ მეტრზე”

არ გქონიათ მომენტი,როცა დილით იღვიძებთ და რაღაცის გაფუჭების ხასიათზე ხართ ,არ გინდათ რამე გააფუჭოთ და ამიტომ ცდილობთ ნახევარი დღე მაინც დაკავდეთ რაიმეთი?  აი,მე დღეს ზუსტად ასე ვიყავი .

ჩვენს სკოლაში რემონტია,მასწავლებელმა დაგვირეკა ,დაგვიბარა ,მოხმარება მჭირდებაო და მეც დილით ,უთენი ავდექი 10 საათზე და მოვემზადე წასასვლელად.

 რაღაც ,საშინელი გრძნობა დამეუფლა,დარწმუნებული ვიყავი ,რომ სკოლაში სექტემბრამდე ცხვირს არ შევყოფდი. ნუ,საბედნიეროდ ჩვენი სკოლის შეკრება გადაიდო და მეც უზომოდ კმაყოფილი იმით,რომ სკოლას სექტემბრამდე არ ვნახავდი და უზომოდ უკმაყოფილო იმით,რომ სულ ტყუილად წამომაგდეს დილა უთენია ლოგინიდან,სავარძელში დავენარცხე და დავიწყე ფიქრი იმაზე, რა მეკეთებინა მთელი დღე .

არადა,წინა ღამეს 4 იყო დაწყებული,რომ დავწექი .მეგობარს ვწერდი გვიანობამდე ფბ-ზე ,მერე კონკია მომენატრა და შუაღამეს ვუყურებდი არადა თავს ქალობა ვდებ🙂  .

ბევრი ფიქრის შემდეგ , გამახსენდა ,რომ რუსთაველში ”ციდან სამ მეტრზე”გადიოდა. ნუ , ყველა ჩემს მეგობარ ბიჭს კატასტროფული რეაქცია ჰქონდა ამ ფილმის სახელის გაგონებაზე,ძალიან გვიყვარხარ,მაგრამ შენი ჭირიმე ,შენ გენაცვალე მე მაგ ფილმს ვერ ვუყურებო🙂 …

 ისე მოხდა,რომ ვერც ერთმა ჩემმა მეგობარმა გოგონამ ვერ მოახერხა ფილმზე წამოსვლა ,მათი დიდი სურვილის მიუხედავად:ზოგი სოფელში იყო,ზოგი დედის დაბადების დღის ორგანიზებას ადევნება თვალს ,ზოგი კი ბიუჯეტში იყო გაჭედილი.

ამ ყველაფერს ,რომ გადავხედე, ჩემი და მომხვდა თვალში🙂 .ხოდა ვიფიქრე ,დიდი ხანია ერთად არსად წავსულვართ-თქო .ხოდა რადგან ასე ვიყავი გაჭირვებული ,გადავწყვიტე ,მომეკიდა ჩემი დისთვის ხელი და ერთად წავსულიყავით კინო ში.

მივედით,ბილეთები და პოპკორნი ვიყიდეთ და მოვთავსდით ჩვენს სავარძლებში.

ამ ფილმის ,პირველ ნაწილს  დაახლოებით 1 წლის წინ ვუყურე ,რომ გითხრათ გავგიჟდი,გადავირიე და ჭკუიდან შევიშალე -თქო,არა .მოგატყუებთ .

არც მსახიობებით ვიყავი დიდად მოხიბლული და არც ძალიან გავგიჟებულვარ  ფილმის მთავარ გმირზე

არც ფილმში მოცემული სიმღერები მიწერია ტელეფონში და არც დესკტოპზე  მაქვს აჩის სურათი დაყენებული🙂

როგორც ხედავთ ,არ ვარ ამ ფილმზე გაგიჟებული და ისეთი გადარეული ,როგორც ფბ-ზე რაღაც გვერდის ადმინი გოგონები🙂

უბრალოდ, ჩვეულებრივი  რომანტიული ფილმია და რადგან პირველი ნაწილი ნანახი მქონდა  მინდოდა,რომ მეორე ნაწილიც მენახა .არ არის აუცილებელი ფილმზე გაგიჟდე და გადაირიო იმისთვის,რომ მეორედაც უყურო …

ნუ მოკლედ, დაინტერესებული ვიყავი და  გემრიელად მოკალათებული ველოდებოდი როდის ჩაქვრებოდა დარბაზში სინათლე და როდის დაიწყებოდა ფილმი.  

ფილმის დაწყებისთანავე ,ჩნდება ,ბევრი გოგოსთვის უსაყვარლესი პერსონაჟი აჩი . ბევრი ვიკაიფე იქ ვიღაც -ვიღაცეებზე. როგორც კი დაინახეს,მაშინვე დარბაზში ”ვაიიჰ” ”აააჰ” ”მმმ” და მსგავსი წამოძახილები გაისმა. ჩემთვის ჩემეღიმა და მივხვდი ,რომ მათაც იგივე რეაქცია ჰქონდათ  ამ ფილმზე და ამ ბიჭზე,როგორც მე ვამპირის დღიურებზე და დეიმონზე🙂

ჭორები ფილმზე ,მცდარი აღმოჩნდა. არავინ არ დაღუპულა და არავინ არ დაზარალებულა,ძალიან ჩვეულებრივად განვითარდა მოვლენები . ერთი ორი ცრემლიც გადმოვაგდე😐 .

მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი ფილმით . სასიამოვნო საყურებელი იყო და დროის გაყვანის არაჩვეულებრივი საშუალებაა …

მთლიანობაში ,მიუხედავად იმისა,რომ სულ 6საათი მეძინა და მთელი დღე მეძინებოდა, სასიამოვნო დღე გამოვიდა .

ვისაც ფილმი არ გინახავთ ,მინდა გითხრათ ,რომ რაიმე განსაკუთრებულს და ზე ბუნებრივს ნუ ელოდებით….

დროებით ♥

20 thoughts on “”ციდან სამ მეტრზე”

  1. adamianebi zebunebrivs da saocars roca elodebian swored mashin ucruvdebat imedebi… ara imitom rom saocari ar iyo, aramed imitom rom ufro magars elodnen… adamianebzec esea, roca vinmeze getyvian ghvtaebrivad lamaziao, shen raghac zes elodebi da uceb imedi gicruvdebasavit😀😀
    me momwons “cidan sam metrze” ar aris banaluri da imitom…

    • მართალი ხარ .
      შენი აზრით ,რატომ არასოდეს არ მოგვწონს ადამიანების ფილმები ,რომლის წინგნის წაკითხული გვაქვს? იმიტომ,რომ კითხვის დროს ჩვენს გონებაში ვაყალიბებთ თითოეულ დეტალს და ფილმი არის უკვე რეჟისორის გონებაში ჩამოყალიბებული სიუჟეტი,რომელიც ჩვენს გემოვნებას არ ემთხვევა .
      სწორედ ასეა ამ ფილმზე ♥.♥.
      დიდი მადლობა ყურადღებისთვის ♥. ♥. ♥.

  2. მე მაინტერესებს.. პირველ ნაწილზე კიდე ძალიან ბევრი ვიტირე❤

    • ფილმი საინტერესოა, უბრალოდ რატომღაც ჩემს გემოვნებაში ვერ ჩაჯდა 100 % -ით …..
      ტირილით პირველ ნაწილზე არ მიტირია, მეორე ნაწილზე წავუბღავლე ერთი-ორ ადგილზე🙂

  3. ახლა ვიწერ და თავისუფალ დროს ვუყურებ, ალბათ : ))
    ისე, ალბათ კინოთეატრში წასვლა აჯობებდა, თუნდაც იმ გოგოების რეაქციის ხათრით, მაგრამ შეიძლება მე სიცილი ამიტყდეს და ჩამქოლონ : ))

    • ძალიან ბევრი ვიხალისე ამ გოგონებზე :))
      მართლა ძალიან სასაცილო რეაქციები ჰქონდათ :))

  4. ჭორები ფილმზე ,მცდარი აღმოჩნდა. არავინ არ დაღუპულა და არავინ არ დაზარალებულა <— შენ გეიხარე მაგ სიტყვებიზა.

    კვირას მივდივარ და გული მისკდებოდა.
    მე რამდენიმე თვის წინ ვუყურე უსაქმურობის გამო. უბრალოდ შემომხვდა და ჩავრთე, მანამდე კატეგორიულად არ ვუყურებდი ყველა რომ აფანატებდა იმიტო. :ვანაბიჰიპსტერდარამე: უნებურად :დ ჰოდა, რომ ვუყურე კი ვიჯღნავლე :დ მომეწონა, კაი ფილმია. მაინტერესებს ახლა მეორეში რა მოხდება. ^^ ბლოგზეც დავდე სკრინები მაგ ფილმიდან :დ

  5. მე საერთოდ დიდად არ მიყვარს ფილმების ყურება, ამიტომ გუშინ ვუყურე პირველ ნაწილს🙂 არ ვიცი, აი ძალიან მომეწონა♥ უბრალოდ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამ ფილმზე გიჟდება დღეს მეორე ნაწილის სანახავად იყო და დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა, უფრო კარგას მოველოდიო, შენი ნათქვამიდან გამომდინარე, აღარ დაველოდები რაიმე განსაკუთრებულს. ძალიან მომწონს შენი ბლოგი და მისი ხშირი სტუმარი ვარ ^^ ♥

  6. “მეც დილით ,უთენია ავდექი 10 საათზე”
    აჰაჰაჰა :დდდ უთენია

    • ჩემთის უთენიაა🙂
      3-4 საათამდე უბრალოდ ვერ ვიღვიძებ .
      სკოლის პერიოდი მხოლოდ იმის გამო მეზიზღება ,რომ 7საათზე ფეხზე ვარ😐
      და ზაფხულში ვინაზღააურებ ზამთარში დაგროვილ ძილის მონატრებას🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s