ექსპრომტად!

ამბობენ ,მკითხველს ძალიან უყვარს პირადი და უცებ დაწერილი პოსტებიო.მე რაც ბლოგი მაქვს,საპირისპიროს ვამტკიცებ ჩემი 2წლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე ..

მაგრამ ,ეხლა იმდენად გაბრაზებული და ემოციებით დატვირთული ვარ ,რომ ბოდიშით ,მაგრამ ვოობშემ მაგარი მკიდია როგორი პოსტები გიზიდავთ რა 🙂 … რომ, არ დავწერო ალბათ გავსკდები ,ან  მთელი ღამე არ დამეძინება..

არა,ისედაც არ დამეძინება ,მაგრამ…

ენივეი…

არ მივეკუთვნები გოგოების  იმ კატეგორიას,რომლებიც 14წლის ასაკში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ცდილობენ ბიჭების ყურადღების მიქცევას.. არც იმათ კატეგორიას, წითელ პომადებს ,რომ ისმევენ და  ისედაც გრძელ წამწამებს კიდევ უფრო ,რომ იგრძელებენ ..არც  ბიჭის ”დაკერვის ” მიზნით არ  ვიცვლები და  ძაან არ ვიწვრილებ ხმას… არც სტერეოტიპებით არ ვუყურებ და ვარჩევ ბიჭებს .. არ ვოცნებობ მაღალ,ქერათმიან და ცისფერთვალება ბიჭზე ,რომელიც დღეში მილიონჯერ დამირეკავს და გაუჩერებლად გამიმეორებს ,რომ ვუყვარვარ … ამას თქმა კი არა ,დამტკიცება უნდა..

ძალიან ბევრჯერ დამისვეს ფბ-ზე კითხვა, რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანსო.. ნუ ,იქ ტრადიციულად იყო ძერსკი გოგოების პასუხები ,რომ  ვერ აპატიებენ ღალატს , ტყუილს  და ა.შ.. არც არასოდეს გავბუტულვარ საყვარელ ადამიანს  ტყუილის  გამო და არ მიიძულებია საუკუნე  დაეხარჯა ჩემს შემორიგებაზე.

ეს იმიტომ,რომ მეც ხშირად ვიტყუები და ზოგადად არ არსებობს ადამიანი ,რომელიც არ იტყუება … თუ  ჩვენ ,გოგოებს გვეპატიება  ბიჭებთან ტყუილები ,არ მესმის,რატომ არ ეპატიებათ მათ და რატომ ვხდით იძულებულებს  ,რომ ბოდიშები გვიხადონ და გვეხვეწონ შემირიგდიო …  არ მითხრათ ეხლა ,ბიჭია და იმიტომო !

ერთადერთი რამ,რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ბიჭში არის ცანცარობა …. არ მაქვს საუბარი მუდმივად ცანცარა ”ტიპებზე” … გინდა ძალიან დასტოინი ბიჭი იყოს და უცებ აცანცარდეს… აი ,ეს არის ის ,რასაც ჭკუიდან გადავყავარ და რაც არ უნდა დიდ პატივს ვცემდე და რაც არ უნდა ძალიან მიყვარდეს, გაბრაზება გულიდან ტვინში მიდის და  თუ არ ამოვყარე ჩემი ბრაზი და პირში არ ვუთხარი ,რომ ძალიან,ძალიან ამახინჯებთ ბიჭებს ცანცარობა  ვერ ვჩერდები !

მაგიჟებს ეს  მაგარი ბიჭობა , შინაგანი სისუსტეებიდან ,რომ გამომდინარეობს … ბიჭების შინაგანი კომპლექსები ,რომლის დასაფარადაც ყველაფერზე არიან წამსვლელები…. ეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და  იდეალურობამდე მიღწევის რაღაც უაზრო და სულელური სურვილი.. მოდი რა ,თუ კაცი ხარ და კაცობაზე დებ თავს ,აიტანე  საყვარელი ადამიანის ცუდი და კარგი ხასიათები .აიტანე ის ,რომ რადგან ეგრეთწოდებული ”შეყვარებულები”გქვიათ იმას სულაც არ ნიშნავს ,რომ სულ უნდა ეცალოს შენთვის და  ეს იმას სულაც არ ნიშნავს ,რომ შენს გარდა არავისთან ერთად არ უნდა წავიდეს კინოში და სასეირნოდ.

ბიჭებში ყველაზე გამაღიზიანებელი და აუტანელი თვისება ის არის,რომ ძალიან მესაკუთრეები არიან.. ჰგონიათ ,რომ მათ ყველაფერი ეპატიებათ ,ჩვენ არაფერი..

არა მხოლოდ გოგოები ვართ ზოგადად სტერეოტიპებზე ჩაციკლულები და მხოლოდ ჩვენ არ ვეძებთ იდეალებს …ბიჭები ჩვენზე უარესები არიან. ჩვემზე უარესები ..

არ ვამბობ ,რომ ყველა კაცი ერთნაირია და ოჯახური ბედნიერების არ მჯერა და იქ მთავრდება სიყვარული სადაც ურთიერთობას ოჯახი ერქმევა  ,მაგრამ ვფიქრობ,რომ სულაც არ არის საჭირო ქორწინება იმისთვის,რომ თითქმის იდეალური ურთიერთობა დაინგრეს.

სამუდამო არაფერი არ არის. ის,რომ რაღაცას არ ვამბობ და რაღაცეებს ვატარებ იმას სულაც არ ნიშნავს ,რომ პასუხის შემობრუნება არ  შემიძლია, უბრალოდ უაზრო ადამიანებთან ვერიდები კონფლიქტებს რადგან,შეუგნებელს რაც არ უნდა ელაპარაკო ,მაინც შეუგნებელი დარჩება და მასთან ჯანსაღ კამათს სჯობს სარკეში ჩაიხედო და საკუთარ თავს ელაპარაკო…

ამ პოსტს მხოლოდ იმიტომ არ ვწერ ,რომ ჩემს სიტუაციას შეეფერება .დიდი ხანია მინდა,რომ ესეთი პოსტი დამეწერა და მიმეცა ასეთი ბიჭებისთვის გამოსწორების და რაღაც-რაღაცეებზე დაფიქრების საშუალება …

ძალიან ხშირად ბიჭები პრინცესებს ეძებენ,მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ ,რომ  არც თვითონ არიან პრინცები ! 

ბოდიში იმ მკითხველს,რომელიც აქ რაიმე ფასეულ პოსტს ელოდა :))))

Advertisements

10 thoughts on “ექსპრომტად!

  1. საინტერესო ხარ, მარიამ, ძალიან საინტერესო…
    როგორ “გამისწორდა” შენ არ იცი, ეს რომ წავიკითხე…:დდ
    იმედია, ხვდები, ჩემი პრობლემებისდა მიუხედავად, მაინც არ მინდოდა ხოლმე ასეთი პოსტის დაწერა, ვფიქრობდი, რომ ამით, თუნდაც რომ ‘წაეკითხა’ ისედაც დაძაბულ ურთიერთობას, უფრო დავძაბავდი, მარა ახლა ვხვდები, რომ ისეთი რამაა ცხოვრება, რომ არაფერი არ უნდა მოითმინო, თუნდაც ასეთების ‘თქმა’, რადგან მე თუ მკითხავ, ის ვიღაც გიორგი(:)) და თუნდაც აბსოლუტურად ყველა ბიჭი მეტის ღირსია:)))
    აუ, რაღაც ძაან გაურკვეველი კომენტარი დავწერე მგონი, მარა რაღაც მომშვასავით :დ

    • მეც ძალიან ,ძალიან დიდი ხანი ვიყავი შენსავით . ანუ ვცდილობდი ბლოგზე არასასიამოვნო პოსტები არ დამეწერა , მინდოდა მკითხველისთვის სულ პოზიტიური პოსტები დამეხვედრებინა ,მაგრამ ეხლა მივხვდი ,რომ ბლოგი ჩემია და ვისაც პოზიტივი უნდა სხვაგან მოძებნოს ხანდახან..
      ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ჩვენი ემოციები .. არ უნდა ვისჯებოდეთ ამის გამო ^^

  2. ძალიააააან კაააიაა <33 :* მარაა ამაში როგორ დაგეთანხმო ?? თუუ ჩემი შეყვარებული სხვა გოგოსთან ერთად წავიდა კინოში,თუნდაც სასეირნოდ როგორ არ უნდა ვიეჭვინაო ?? (მითუმედეს იმ გოგოსთან ერთად ვისაც მე "ასევთქვათ" არ ვახატივარ გულზე .. )) თან ისეთი ეჭვიანი ვააარ როო არ ვიციი .. :/// (( ისეე ეჭვიანოობაა ძალიან ცუდი რამაა )) .. აიი რაც შეეხებაა პოსტს ძალიაან,ძალიაან კარგად გაქვს დაწერილიი <33

    • დიდი მადლობა ))
      არ გეთანხმები ))
      შენ ბიჭი მეგობრები არ გყავს ? ან კლასელები ? რა მოხდა თუ მათთან ერთად კინოში წახვედი? ეს იმას ხომ არ ნიშნავს ,რომ შეყვარებული აღარ გიყვარს ? ეჭვიანი მეც ვარ და ყველა,მაგრამ ზომიერებაა ამ საკითხშიც საჭირო..
      ის ,რომ შეყვარებული გყავს შენი მეგობრების დაკარგვას და მათთან ურთიერთობის შეცვლას სულაც არ ნიშნავს :)))

      • არც მე ვამბობ მაგას რომ მეგობარი უნდა დაკარგო რადგან შეყვარებული გყავს )))) არც მეე არ წავალ მარტოო ბიჭთან ერთაად ((თუნდაც იყოს ჩემი კლასელი)) კინოში .. იმიტომ რომ არაა ლამაზი თუ რა თქმა უნდა შეყვარებული გყავს .. მე იმას არ ვიძახი თუ წავიდა რამოდენიმე გოგო და ბიჭი ერთად მეც წავალა რატომაც არა და არც ჩემ შეყვარებულს დავუშლი ასეე წასვლას.. მაგრამ ჩემი შეყვარებული რომ წავიდეს მარტო სხვა გოგოსთან ერთად რა თქმა უნდა ვიეჭვიანებ კიდეც და აარ ვიციი .. ))))) კიდე კაი ჩემი ლუკუნა :)) ასეთი არაა <33 როგოორ მიიყვარს .. <33
        პ.ს. რა თქმა უნდა ყველას თავისი აზრი აქვს ))

      • ვერ დაგეთანხმები . ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ იმაში ,რომ მეგობარი გოგო და მეგობარი ბიჭი კინოში წავიდნენ ))
        და აქ მხოლოდ ფილმზე არ არის საუბარი… მე ამაში გამოვხატავ შინაგან თავისუფლებას ,მეტი არაფერი :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s