წვიმის წვეთებში გაპარული ემოციები ♥

სასურველია წაიკითხოთ მუსიკის თანხლებით!

არსებობენ ადამიანები ,რომლებსაც არ მიწერ, არ დაელაპარაკები ,საუკუნის შემდეგ სრულიად შემთხვევით ქუჩაში შეხვდები და თავს ისე დაიჭერ თითქოს ,იგი არც ეხლა ნიშნავს შენთვის არაფერს და არც არასდროს არ ნიშნავდა …

არსებობენ ადამიანები,რომლებზეც საუბარი არ მოგბეზრდება,მაგრამ შეეცდები მეგობრებს დაუმალო შენი ემოციები მხოლოდ იმიტომ,რომ ხვდები ეს ემოციები უკვე ფუჭია.

არსებობენ ადამიანები,რომლებზეც სულ იმას იტყვი,რომ არ გიყვარს და შენთვის არავინ არის…ყველას დაარწმუნებ ,რომ აღარ გიყვარს,მაგრამ ბოლოს შენს თავთან მარტო დარჩენილს ,ტირილი მოგგვრის შვებას,მხოლოდ.

არსებობენ ადამიანები,რომლებზე დაწერილი ჩანახატები,ყოველთვის დიდ ემოციას გამოიწვევს შენში..ემოციას,რომლის დამალვას სულ შეეცდები ,მაგრამ შენი სიტყვები ვერაფერს გახდებიან,მაშინ როდესაც თვალები ყველაფერს იტყვიან…

აუცილებლად აიღებ ტელეფონს,დღეში მილიონჯერ,დაწერ ძალიან მეგობრულ წერილს ,მაგრამ ბოლოს ეს მარაზმი შენთვითონ გაგაღიზიანებს და წერილს ,მაშინვე წაშლი…მის წერილებსაც არ უპასუხებ,უმიზეზოდ!

ყოველთვის,როდესაც რაიმე რომანტიული მელოდია გაიჟღერებს ,გული სწრაფად დაიწყებს ცემას,შენ კი ღრმად ამოისუნთქებ ისევ და ისევ საკუთარი თავის მოსატყუებლად.

არ არსებობს,დაგესიზმროს და უკვე გაღვიძებულმა ,თვალები მაგრად არ  დახუჭო სიზმრის გასაგრძელებლად…

არ არსებობს,წვიმამ ბედნიერი წუთები არ მოგაგონოს.

 შეუძლებელია მისი ხმის გაგონებისას ტირილი არ მოგინდეს…

თავს ვიტყუებთ და ტყუილად ვიტანჯავთ …გრძნობები ასე მალე არ გადის…

არც ადამიანებს არ გვეცვლება ასე მალე გემოვნება…

სიყვარული ყველაზე მაგარი გრძნობაა,უამრავი გრძნობათაგან..

და,

მას მოფრთხილება სჭირდება..

ჰმ, არა..ვერ დამაჯერებთ !

 გრძნობები ასე მალე არ გადის! ♥

30 thoughts on “წვიმის წვეთებში გაპარული ემოციები ♥

  1. ,,არ არსებობს,დაგესიზმროს და უკვე გაღვიძებულმა ,თვალები მაგრად არ დახუჭო სიზმრის გასაგრძელებლად”, მეც ყოველთვის ესე ვარ და ეს ფრაზა მესიამოვნა //ძალიან კარგი პოსტიაა მომეწონა .

  2. ვაიმე! არჩვეულებრივი იყო. მუსიკა ხომ საერთოდ მოუხდა და საქსაფონზე ჭკუა მეკეტება >.<

  3. როგორც ყოველთვის!!❤

    "არ არსებობს,წვიმამ ბედნიერი წუთები არ მოგაგონოს." -ზუსტად მაგიტომ არ მიყვარს წვიმა,აი,ის ბედნიერი წუთები უკვე სამწუხაროდ აღარაა ისეთი კარგი ხოლმე,და ამიტომ გახსენებაც მიჭირს ხოლმე…

  4. მარი შენ ხარ ჩემთვის გამორჩეული ,,ბლოგერი”
    და ეს პოსტიც ძალიან მომეწონა❤

  5. იმდენად ახლო იყო,გულში ჩამწვდა.. ^^ მუსიკაც ძალიან მოუხდა და საერთოდ,ძალიან კარგად და ლამაზად წერ! ♥ ძალიან მომწონხარ :* წარმატებები❤

  6. ძალიან კარგი პოსტი იყო<3<3
    თბილი და სასიამოვნო:)*<3
    თან ბევრი რამეც დაემთხვა:)<3<3
    შემომივლი?? გამახარებ<3

  7. არსებობენ ადამიანები,რომლებზე დაწერილი ჩანახატები,ყოველთვის დიდ ემოციას გამოიწვევს შენში..ემოციას,რომლის დამალვას სულ შეეცდები ,მაგრამ შენი სიტყვები ვერაფერს გახდებიან,მაშინ როდესაც თვალები ყველაფერს იტყვიან…🙂 შენი დაწერილია?? წამიკითხავს ადრეც…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s