გურიისკენ ჰერი,ჰერი!

მოგესალმებით!

თითქმის 10 დღე გავიდა მას შემდეგ ,რაც ბოლო პოსტი დავწერე …

რაღაც ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში და … არ ღირს ამაზე საუბარი ))

სიმართლე გითხრათ სულაც არ ვარ წერის მუღამზე, უბრალოდ თავს  იმის უფლებას ვერ მივცემდი ,რომ გამოსამშვიდობებელი პოსტი არ დამეწერა …

ჩემი თითები სულაც ვერ დასრიალებენ კლავიატურაზე თავისუფლად და არხეინად ,არ ვიცი რატომ…

დღეს  27ივლისია.ნახევარი არდადეგები გავიდა … როგორც იქნა ,მოეღო ბოლო ჩემს თბილისში ყოფნას და ხვალე  ჩემს მამაპაპურ სოფელში მივდივარ )) …

დარწმუნებული ვარ ,რომ ერთ-ორ კარგ გურულ ქეიფს ხელს გამოვკრავ.. შარშან მოვხვდი კარგ ,ნამდვილ გურულ სუფრაზე და ვაპირებდი ამის  შესახებ პოსტის დაწერასაც ,მაგრამ რატომღაც ვერ მოვახერხე.წელს კი გპირდებით ვიდეოებით და ცხელ-ცხელი ამბებით დაგიბრუნდებით გურიიდან ))) …

ზოგადად გურიაში ვერ ვერთობი.იქ სულ სხვა სიტუაციაა… არავის ვიცნობ იქ და ამიტომ სულ სახლში მიწევს ყოფნა.. მაგრამ რასაც ქვია  დასვენება,ნამდვილად გამომდის. მთელი დღე წამოწოლილი ვარ,წიგნს ვკითხულობ,მუსიკებს ვუსმენ,მძინავს… მე ,ნინუცა და ლუკა კარტს ვთამაშობთ    ხოლმე,ლეპტოპში ფილმებს ვუყურებთ ,ვწუწაობთ და  მდინარეზე დავდივართ ხოლმე….

უკვე გურია მობეზრებულები ბათუმში მივდივართ ))

თან ყოველთვის ,ზაფხულის დავალებებს გურიისთვის მოვიტოვებ ხოლმე,რომ დრო გავიყვანო,სხვა ისეთი  დიდი საქმე მაინც არ მაქვს ))) …

ჩემი რეისი გურია-ბათუმი სადღაც 23-24აგვისტოს დასრულდება.მერე თბილისში დავბრუნდები … 2-3 დღე ვიქნები და კახეთში წავალ  სკოლამდე იქ ვიქნები და მერე სკოლა )))

ნუ,ზოგადად კარგი ზაფხული გამომივა,წინა ზაფხულებთან შედარებით უფრო წყნარიც :)))

იმედია წელსაც გამიმართლებს და სასტუმროში ინტერნეტი იქნება ,რომ პატარა პოსტით მაინც  შეგახსენოთ თავი …  ისე ,ტელეფონით ფბ-ზე  შევიხედაავ ხოლმე. მეგობრები კი  გამართობენ  ,ტელეფონზე დამირეკავენ ხოლმე და ა.შ….

მოკლედ,

ჩემო თბილებო და ტკბილებო ,ყველას კარგ დასვენებას გისურვებთ .

მალე დაგიბრუნდებით .

მუდამ თქვენი მარიმგა  ^_^

14 thoughts on “გურიისკენ ჰერი,ჰერი!

  1. დასასრული მომწონს ,,მუდამ თქვენი მარიმგა” :დდდდ❤

  2. კარგი დროსი გატარებას გისურვებ ♥ მალე მეც გავალ თბილისიდან და არ ციით როგორ მიხარია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s