უახლოესი ახალი ამბები ♥.

გამარჯობათ ,ბლოგერნო!

როგორ ხართ ? როგორ ისვენებთ ?

ბოლო პოსტი ჩემს ბლოგზე დაახლოებით 1თვის წინ დაიდო.როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ გურიაში ვიყავი ”დაკარგული”ეს პერიოდი.

სულ წვიმები იყო.ძალიან ციოდა.სამაგიეროდ  ჰაერი გამოვიცვალეთ .

მდინარეზე საერთოდ არ  ვყოფილვარ . მეზარებოდა იმ სიშორეზე წაბოდიალება.. ნინუცა და ჩემი ბიძაშვილი მამაჩემს აწუხებდნენ  წავიდეთ,წავიდეთო .

თბილისიდან ,რომ მირეკავდნენ მეგობრები ,ვახარბებდი თქვენ მანდ იხუთებით მე კიდევ აქ ,თბილები მაცვია_თქო.  პირველი 2კვირა არ მაწუხებდა უამინდობა.მთელი დღე წამოწოლილი ვიყავი და გმირთა ვარამს ვკითხულობდი,ლეპტოპში ფილმებს ვუყურებდი და ტელეფონზე ვჭორაობდი. ბოლოს უკვე  ძაან გავჭედე და მივხვდი ,რომ მზე მომენატრა …

კიდევ კარგი,ტატო მაინც იყო ჩამოსული თორემ სულ გავრეკავდი. ჯოკრის თამაში დავამუღამე უმაღლეს დონეზე,დღეში  5ხელს მაინც ვთამაშობდით.

დედაჩემი და  მამაჩემი ნარდს თამაშობდნენ და როცა დედა მამას უგებდა,დედაჩემს თვითკმაყოფილების გრძნობა ჰკლავდა,მამაჩემს ბრაზი🙂

ჰოო,გურიაში ყოფნისას გმირთა ვარამის მესამე წიგნი დავასრულე.ეხლა მეოთხეზე ვარ ,გერმანულის საზაფხულო დავალება ნახევრად შევასრულე,ფიზიკაც გავიმეორე. თურმე ვაფშე აღარაფერი აღარ მახსოვდა,მე კიდევ მთელი ზაფხული უსაქმურობაში გავლიე.

რომ არა ტელეფონი და დალოცვილი ინტერნეტი ,ალბათ საერთოდ გავრეკავდი და მალე პირველყოფილს დავემსგავსებოდი. გურიაში არც ინტერნეტი გვაქვს და არც ტელევიზორი .

ეხლა ბათუმში ვარ .გუშინ ჩამოვედით.თურმე ეს თვე სულ წვიმები და ცუდი ამინდები იყო.გუშინ ,რომ ჩამოვედით წვიმდა.დღეს არაჩვეულებრივი ამიდია. მზემ გაიგო ,რომ ჩამოვედი და გამოანათა🙂

..წუხელ ბულვარში ვიყავით წასულები,მერე აჭარულები ვჭამეთ და გვიანობამდე ვისეირნეთ .მიყვარს ბათუმი,რაღაცნაირი ქალაქია,ჩემეული. ყოველ წელს ვამბობ და კიდევ გავიმეორებ,რომ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ…

ჩვენი სახლი ზღვას გადაჰყურებს,ზღვის პირას კი მოგეხსენებათ ,სულ კლუბები და ცოცხალი მუსიკაა. წუხელ 2საათზე დავიძინე დისკოტეკის მუსიკის თანხლებით .მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი ,რომ როგორც კი ბალიშზე თავი დავდე,ეგრევე დამეძინა,სულ არ შევუწუხებივარ ხმაურს.

დღეს დილით 11 საათზე ავდექით და პლიაჟზე გავედით.ისეთი კარგი მზეა ,ჰმმმ ♥…გემრიელად ვიჭყუმპალავე,ზაგარიც მივიღე,უკვე🙂

დღეს ირას დაბადების დღეა. საღამოს პიაცაზე მივდივართ ,ცოცხალი მუსიკა უკრავს .მიყვარს ღამის ბათუმი.ძააალიან მიყვარს .

ჰოომ .

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. ბათუმში 5 დღე გავჩერდებით ,მერე გურიაში დავბრუნდებით 2 დღით და 23-ში თბილისში ჩამოვალ.იქიდან კიდევ მოგიყვებით რაღაცეებს …

აბა,კარგ დასვენებას გისურვებთ  ყველას ..მალე დაგიბრუნდებით !

მუდამ თქვენი მარიმგა !♥

10 thoughts on “უახლოესი ახალი ამბები ♥.

    • ეჰჰ,მარიაამ :))
      ამ წამს ვაპირებდი დაწერას. ხვალ მივდივარ ისევ :))
      დაგიბრუნდებით მალე,დაგიბრუნდებით ! ^_^

  1. მომენატრა აქაურობა და საერთოდ, ზოგადად ბლოგერები და ახალთახალი პოსტები!❤
    გელოდებოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ იმ დღეებში ვერ წავიკითხავდი შენ ახალ პოსტს, სანამ ნორმალურ, აქტიურ ცხოვრებას არ დავუბრუნდებოდი!
    ახლა უკვე თბილისში ვარ და ძალიან, ძალიან ნასიამოვნები ვარ იმით, რომ აქ ვარ და ეს, როგორც ყოველთვის, საინტერესო და თბილი პოსტი წავიკითხე, გავთბი რაღაცნაირად❤
    მომენატრე!

  2. გმირთა ვარამი როგორ მოგეწონა?
    ყველაზე მეტად 1 2 ნაწილი მიყვარს მე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s