ზაფხული 2012 .

მოგესალმებით .

პოსტი 18აგვისტოს შემდეგ არ დამიწერია.ამდენ ხნიანი პაუზა არ ახსოვს ბლოგის ისტორიას . ვერ ვახერხებდი წერას,სულ გადარბენაზე ვიყავი,თბილისში ნორმალურად არ გავჩერებულვარ.  ძალიან მომენატრეთ და ძალიან მომენატრა წერა ,მართლა ♥.

დღეს 11სექტემბერია და მგონი დროა ზაფხულის შემაჯამებელი პოსტი დავწერო .

გურიაში 28ივლისს წავედი .სიმართლე გითხრათ ,წლევანდელი წელი შარშანდელთან შედარებით უფრო ხალისიანი და საინტერესო იყო .რითი ვერ გეტყვით ,მაგრამ ფაქტი,ფაქტია.მიუხედავად იმისა,რომ რაღაცნაირი ამინდები იყო ,მაინც ნორმალურად დავისვენე.მთელი დღეები ნაძვის ძირში ვიყავით მთელი ოჯახი:ჰამაკი,კარგი ბუნება,კარგი წიგნები და კარგი ჰაერი ყველაფერს ცუდს გვავიწყებდა.

მდინარეზე წელს საერთოდ არ ვყოფილვარ . თან წასვლა მეზარებოდა  და თან რაღაცნაირად არც მინდოდა ……

ჩემი დაიკო და ჩემი ბიძაშვილი მთელი დილა ღრუბლებს უყურებედნენ და  მათი მოძრაობით კმაყოფილები მამაჩემს  4საათზე მდინარეზე წასვლას აიძულებდნენ …

დედაჩემი და მამაჩემი  დღის ნახევარს ნარდის თამაშს ანდომებდნენ …როცა მამაჩემი აგებდა ,დედაჩემს თვითკმაყოფილების გრძნობა კლავდა ,მამაჩემს კი ბრაზი 🙂 .

ჩვენი მეზობელი და დიდი ხნის მეგობარი ტატო  ძალიან ხშირად იყო ჩვენთან. ჯოკერს ვთამაშობდით ,ვლაპარაკობდით და ვერთობოდით…. 

ჩემი თბილისელი მეგობრები (და არა მარტო) ხშირად მირეკავდნენ  ხოლმე და მოწყენილობის ჟამს  მამხიარულებდნენ… ვახარბებდი ხოლმე,თბილისში ,რომ იხუთებით მე აქ ჟაკეტით დავდივარ_თქო.

ლეპტოპში ჩაწერილი ფილმები მალე ყველას ყელში ამოგვივიდა . გურიაში რატომღაც ძალიან ადრე მეღვიძებოდა რაც უფრო მიწელავდა დღეს.

ხშირად გადმოდიოდნენ ჩვენი გურული მეზობლები და გვართობდნენ ხოლმე. ძალიან სასაცილო ხალხია.მართლაც ,რომ გურულები იუმორით გამოვირჩევით . (მე დიდად არა ,მაგრამ მაინც მათში ვითვლები 🙂 ) … ჩვენი ნათესავი იყო ერთხელ ჩვენთან მოსული და გვითხრა,რომ სახლი რომელშიც ჩვენ ვისვენებდით 160 წლის ყოფილა.ძალიან გამიკვირდა.სახლი იდეალურ მდგომარეობაში არ არის,მაგრამ ჯერ მაინც მყარად დგას ფეხზე.

გურია,რომ მოვიწყინეთ ,აგვისტოს 17-ში ბათუმში წავედით. ვიცოდით ,რომ წვიმები იყო,მაგრამ გურიაში ჯდომას,ისევ ბათუმი ვარჩიეთ.როგორც კი ბათუმში შევედით ,ეგრევე წვიმა შემოგვეგება,ძალიან კი დამწყდა გული,მაგრამ რას ვიზავთ . 5დღე ვიყავით და მხოლოდ 2ჯერ იყო მზიანი ამინდი. 

 ღამე წვიმდა ხოლმე.მაინც კარგად მოვახერხეთ ბანაობა.იმხელა ტალღები იყო ,რომ მხოლოდ ჩვენ ვიყავით ზღვაში შესულები 🙂

საღამოს ვსეირნობდით  და ასე. კარგი იყო მაინც . რაც ყველაზე მთავარია ინტერნეტი გვქონდა და სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი .ბოლო დღეს მზემ გამოანათა და გემრიელად დავიზაგრე .

24აგვისტოს თბილისში წამოვედით .უკვე ძალიან მობეზრებული მქონდა გურია და უზომოდ მიხაროდა ის,რომ თბილისში მოვდიოდი.

თბილისში 3დღე დავყავი .ამ დღეების განმავლობაში მეგობრები მოვინახულე და ცოტა გადმოვედი თბილისის ტალღაზე. ბლოგზეც ვაპირებდი პოსტის დაწერას,მაგრამ არ მქონდა წერის თავი და ვერ მოვახერხე ,რატომღაც .

27აგვისტოს კახეთში წავედით . წინა საღამოს ამიკლეს ბავშვებმა,ტრადიციულად ყველა მელოდებოდა. ძალიან მიყვარს იქაურობა,ძალიან! ♥

27-ში საღამოს ჩავედით ,დაღამებული იყო უკვე.მარიამშიც შევედი  სანთლებიც დავანთე და მეგობრებიც მოვინახულე :ზოგი პირდაპირ,ზოგი ზადნით 🙂 …

იმ საღამოს პირველის ნახევრამდე გარეთ ვიჯექით გოგოები . მეორე მთვარე უნდა გამოჩნდესო და იმას ველოდებოდით ,მეორე  კი არა, ერთიც გაქრა 🙂

მეორე დღეს ,მარიამობას,მთავარანგელოზის ეკლესია მოვინახულე მეგობრებთან ერთად. იქ ცოტა დაძაბული სიტუაცია წავიდა რაღაც-რაღაცეების გამო ,მაგრამ მკიდია 🙂 .

 სახლში ამოსულს,ტრადიციულად უცხო სტუმრები დამხვდნენ. ვიღაც 2ჩემხელა გოგო გაიჩითა და დამავალდებულეს ჩემებმა ,გინდა თუ არა მიხედე სირცხვილიაო.ხოდა მეც დავუჯექი და ვცდილობდი ლაპარაკი წამომეწყო,მერე მივხვდი ,რომ მაგარი ეზარებოდათ მათაც ჩემსავით კონტაქტი და შევეშვი . ცოტახანში მარიმ დამიძახა სასტავი ვართ ჩემთან გადმოდი ,დავლიოთო. მეთქი,თქვენ გენაცვალეთ-თქო და წავედი .

როგორც კი შევედი ,გამოვაცხადე ვერ დავლევ-თქო.ისემც არ მომიკვდე ,ყურადღება არავის მოუქცევია ჩემთვის,თამადად დამაყენეს 🙂 . მნახეს ეხლა მეც რა ,კაი მოთამადე ქალი 🙂 .

ძალიან კარგი დრო გავატარეთ ,მართლა . მათთან ქეიფს და ჭორაობას მონატრებული,სულ გამოვეთიშე გარე სამყაროს და სასიამოვნოდ გავატარე დრო.

საღამოს გარეთ გავისეირნეთ.ჩემი საყვარელი ადგილები მოვინახულეთ ,საქმეებიც გავარჩიეთ 🙂 🙂 🙂  . მოკლედ,კარგი იყო .

მეორე დღეს ჩემები თბილისში წამოვიდნენ .მე კი დავრჩი და თავისუფლების ბოლო კვირებით ტკბობა დავიწყე . 

დილით ,12საათზე ვიღვიძებდი,ან ჩემი დიდი ბებო მეორე სართულზე ამოდიოდა,ანერვიულებული ,ხომ ცოცხალი ხარო 🙂

 დილის რიტუალების მოცილების შემდეგ ,მარისგან ესემესი მომდიოდა და ყავის დასალევად გადავდიოდი. დღეში მინიმუმ სამ ჭიქა ყავას მაინც ვსვადით . მერე ეკე და გელა გადმოდიოდნენ ხოლმე და ჯოკერს ვთამაშობდით. საღამოს კი ვბოდიალობდით და ვბოდიალობდით . ყოველი დღე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იყო.ამდენი გიჟი ერთად ,ნამეტანია 🙂 .. რაღაც სასწაულებს ვჩალიჩობდით ხოლმე და ვაგიჟებდით მეზობლებს.

ჩემი დიდი ბებო და მე შუადღეს ვიჯექით და განვიხილავდით  სოფლის ჭორებს. საღამოს მეორე სართულზე,ჩემს საძინებელ ოთახში ფანჯარას მიკეტავდა,ვინმე არ ამოძვრეს შვილო,აკოშკაშიო 🙂

2ჯერ ცისო და მარი დარჩნენ ჩემთან. მთელი ღამე გავათენეთ . 20ჭიქა სემიჩკა ვჭამეთ და ბეევრი ვიღადავეთ .  საღადაო თემები,რომ ამოგვეწურა ერთმანეთზე დავიწყეთ ღადაობა . მერე ცისოს გაკრასკვა გვინდოდა მე და მარის ,მაგრამ გაეღვიძა და ჩაგვეფუშა  გეგმები 🙂 .ბოლოს მაინც არ გვეძინებოდა,მაგრამ მამლებმა ყივილი დაიწყეს და ცა ,რომ განათდა შეგვრცხვა და დავიძინეთ .

ძალიან კარგი იყო. 8ში ვაპირებდი თბილისში წამოსვლას,მაგრამ სააკაშვილი იყო თელავში ჩასული და მარშუტკები არ დადიოდნენ.უუჰ,რა ბედზე დავრჩი იმ დღეს იქ! 🙂

 ბოლო დღე დამამახსოვრდა ყველაზე კარგად .მარიამობის სწორი იყო და მარიამში ჩავედით ბავშვები.მატებაც გვქონდა სასტავში 🙂 . ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი დავბრუნდი სახლში .რთულია აქ ამაზე საუბარი,მაგრამ ვინც საჭიროა გაიგებს  რას ვგულისხმობ და ვინც ვერ გაიგებს, არ არის საჭირო უკმაყოფილოდ თავის გაქნევა ,მაინც ვერ მიხვდებით ვერაფერს! ვოტ! 🙂

მოკლედ, 9ში ჩამოვედი თბილისში. 2კვირაში ისევ მივდივარ კახეთში,რთველია! აბა,უჩემოდ რა ყურძენი დაიკრიფება ? 🙂

1კვირაში სკოლა იწყება.არ ვარ სკოლის ხასიათზე .თან დამრიგებელი გამოგვიცვალეს და ნერვები მაქვს მოშლილი.ცოტა დრო მჭირდება ,რომ თბილისის ტალღაზე გადმოვლაგდე და სკოლისთვის ფსიქოლოგიურად მოვემზადო . 

უჰ,როგორ მომნატრებია წერა. აწი აღარ დავიკარგები . ჩემი ცხოვრების თითოეულ დეტალს გაგაცნობთ! .

ძალიან მომენატრეთ და მიხარია,რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი .

საბოლოო ჯამში ძალიან,ძალიან კარგი ზაფხული გამოვიდა .ძალიან კმაყოფილი ,ბედნიერი და უპრობლემო ვარ .

მუდამ თქვენი მარიმგა ♥.

Advertisements

18 thoughts on “ზაფხული 2012 .

  1. ველქამ ბექ, მარიმგა : ))
    რამდენი ინტრიგა დაგვიტოვე პოსტში… მაგრამ არაუშავს, იმედია, ნელნელა ყველაფერს მოგვიყვები ^_^

  2. მმმმ… რა კარგი იყო !!!
    პოსტის წაკითხვის დროს შიგადაშიგ წარმოვიდგენდი ხოლმე მაგ სიტუაციებს … ძალიან მომეწონა პოსტი, როგორც ყოველთვის ^^ ❤
    პ.ს. მომენატრე!

  3. როგორი გემრიელი პოსტია, მარიამ! ასეთი კოკროჭინა პოსტი კარგა ხანია არ წამიკითხავს!
    ძალიან კარგი ზაფხული გქონდა ნამდვილად!
    მარიამ<3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s