რთველი 2012…

ზოგადად ძალიან მიზიდავს სუფთა ქართულ  საქმეებში მონაწილეობის მიღება .ვფიქრობ ,რომ ძალიან საინტერესოა იყო დაკავებული იმ საქმით ,რითაც ჩვენი წინაპრესი ცხოვრობდნენ …

გუშინ წინ საღამოს გავიგე,რომ  შაბათს,ანუ გუშინ  უნდა წავსულიყავით კახეთში,რთველში.საღამოს ყველაფერი მოვიმარაგე,მოვწესრიგდი,მაკრატელიც ჩავდე ყურძნისთვის და ტკვბილად დავიძინე იმ იმედით,რომ მეორე დღეს დილის 10-11საათისთვის უკვე სოფელში ვიქნებოდი და მოვწყდებოდი თბილისს,სკოლას და ქალაქის სუნს  ..

სოფელში მე და მამაჩემი წავედით ბიძაჩემთან და ბიძაშვილთან ერთად .ჩემმა დამ ბოლო წამს გადაიფიქრა წამოსვლა,დედა მუშაობდა და სურვილი არ ჰქონდა წამოსვლის,ნინუცა კი დედაჩემის გარეშე არ მოძრაობს🙂

მოკლედ,დილით ავდექით და წავედით კახეთისკენ.თემურა და მათიკო(მამაჩემის მშობლები) მარშუტკით მოდიოდნენ, გზაში ავცდით,თემურამ მანქანით ,რომ ჩავუარეთ მარშუტკიდან გაკვირვებულმა გადმოგვხედა,ვერ მიხვდა რა ხდებოდა🙂

თავიდან გომბორიდან გადაწყვიტეს მამამ და დათომ წასვლა ,გზასაც დაადგნენ და  მერე გაახსენდათ ,რომ ბარჯისხევთან ხორცი ჰქონდათ შეკვეთილი და სასწრაფოდ მოატრიალეს🙂 .

სოფელში,რომ ჩავედით უკვე 11საათი იყო.ჩვენ გველოდებოდა ყველა.ცოტახანში თემურა და მართიც მოვიდნენ და წავედით ვენახში.

მანამდე ჩეემი ინგაც ვნახე,ენაცვალოს მაგას მარიმგა!🙂

ვენახთან,რომ მივედით აღმოჩნდა ,რომ წყალი და ვენახის გასაღები სახლში დაგვიწყებია და რომ არა ჩემი და დიტოს(მამიდაშვილის) თავდადება უფროსებს მოუწევდათ სახლში გადასვლა. ბევრი ბოდიალის შემდეგ შევედით ვენახში და შევესიეთ🙂

თავიდან ძაალიან გულმოდგინეთ დავუწყე ყურძენს კრეფა, მერე დავიღალე და მინდორში წამოვწექი ,მერე კიდევ ვიფიქრე,სჯობდა მივხმარებოდი ,რომ მალე მორჩენილიყვნენ.

თავზე პაპას (მამაჩემის ბაბუის) შლიაპა დამაფარეს არ დაისიცხოო🙂

ბალახებში შორტებით შევედი და ბაბომ კინაღამ მცემა🙂 .ამხელა გოგოს ჭკუა არა გაქვს თავშიო :)…

ძალიან ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ.ბაბო 85წლის არის და ყველას ენერგიით გვავსებდა თავისი სიცოხლიანობით ♥..მღეროდა,იცინოდა,ამბებს ყვებოდა ♥

 როგორც იქნა დავკრიფეთ და მე და დიტო ეგერევე სახლში წამოვედით .სიცხემ უფრო დაგვღალა ,ვიდრე საქმემ😐 …

სახლში,რომ მივედი ხეელები დავიბანე და ეგრევე მეორე სართულზე ავედი ,ტახტზე წამოვწექი და დავისვენე🙂 .გეგონება ბევრი საქმე გააკეთაო ისეთი სახე მქონდა.

მერე მარუსა მოვიდა და იმასთან გადავედი. ყბა გვეტკინა ლაპარაკისგან . ჩვენი დიალოგი შემდეგი იყო ..

_ხოდა გოგო .

_უიმე რა გამახსენდა მოყევი და მოგიყვები მერე🙂

_ხოო.რას ამბობდი ?🙂

ლოლ🙂

მარის ძმა გიგი არ გვაცლიდა ლაპარაკს და ჩემთან გავგზავნე სახლში სათამაშო თოფებია და ითამაშე-თქო🙂

მერე მეც გადავედი სახლისკენ.მწვადები შემწვარი იყო.სუფრა გაშლილი და ნახევარზე მეტი სტუმრები მოსული.მერე ნატო (მამიდაშვილი)მოვიდა თავისი პატალა ანგელოზით და გამოგვაცოცხლა..

სუფრაზე ძალიან ბევრი ვიცინე.კახელი მეზობლები იყვნენ გადმოსულები და ბეევრი გვაცინეს.მე და დიტომ თითო ჭიქა დავლიეთ ,ცოტ-ცოტას ვწრუპავდი და უფრო მომეკიდა🙂

სახლში მოლხენის შემდეგ .გარეთ გავედი.ბავშვები ვნახე და ხალხზე ვიხალისე :)…

მერე მეზობელ სოფელში გადაგვასეირნა გიორგიმ მანქანით🙂 იქაც ბევრი ვიღადავეთ .

წამოსვლის წინ მიშიკოს გადმოვუარეთ და ჩვენთან წავიყვანეთ .

საღამოს დათო და ილია მოვიდნენ  ჩვენს სკამთან და ბევრი გვაცინეს.

12საათი იყო,დაღლილობამ თავი გამახსენა და ინერციით ლოგინისკენ წავედი.ეგრევე გავითიშე.

სანამ დავწვებოდი ცას ავხედე ♥.ყოველთვის ავღნიშნავდი და ეხლაც ვამბობ,რომ კახეთში სულ სხვა ცაა ♥

დღეს გოგოები მოვინახულე ,მოვიჭორავეთ ♥
მერე საშინელი წვიმა წამოვიდა,სეტყვაც დაერთო და ასეთ მხიარულ ტალღაზე დავემშვიდობე კახელებს🙂

სასიამოვნო შაბათ-კვირა გამოვიდა .დაღლილი მაგრამ კმაყოფილი დავბრუნდი სახლში ♥

კარგი იყო ♥

ჰმ. ეს ბუნების ნამოქმედარია🙂

12 thoughts on “რთველი 2012…

  1. აუ რთველი როგორ მიყვარს❤ შენ ძალიან ხალისიანად გქონია საქმე, მეც მომინდა. : )))))

  2. ძლივს მოვახერხე რამდენიმე წუთის გამონახვა ბლოგისთვის და შენთან შემოსაჭყიტად. გამიხარდი, ახალი პოსტი რომ დამხვდა❤
    უუჰ, კარგია დასვენება, მითუმეტეს ასეთ კარგ გარემოში, როგორიც შენ აღწერე. კარგი ემოცია წამოვიდა❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s