წერის ”მუღამზე” მოსული მარიმგა :)

ბოლო 4 თვე ძალიან წამგებიანი იყო ჩემი ბლოგისთვის . მარტივი მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი სისტემატიურად ბლოგზე წერას,ბლოგზე კი არა ,ღამე დღიურში დასაწერადაც ვერ ვიცლიდი :|.

ჰოდა ,მომენატრა გაუთავებლად ლაპარაკი რა . თან,გული მიკვდება ,ბლოგს რეიტინგი ,რომ ეკარგება. ამას ვერ გადავიტან! :).

ჰომ.

არ ვიცი როგორ მოხდა ,როდის მოხდა ან რანაირად მოხდა,მაგრამ ამას წინათ აღმოვაჩინე,რომ რიდერში ძალიან ბევრი ისეთი ბლოგერების პოსტები იყრებოდა,რომლების არსებობის შესახებაც არაფერი ვიცოდი. მერე გადავქექ-გადმოვქექე და აღმოჩნდა ,რომ 106 ბლოგი მქონდა დაfოლოვებული.

ბევრი წვალების შემდეგ მინდა გითხრათ ,რომ ძალიან კმაყოფილი ვამოწმებ ყოველ საღამოს ჩემს რიდერს, რომელშიც მხოლოდ ჩემი საყვარელი ბლოგერების პოსტები ”ჩითავს” 🙂 ..

შაბათი საღამოა.საღამო რა ,ღამე, ყველას სძინავს უკვე,ფბ-ს ფრენდების  გარდა … 2დღეა გაციებული ვარ .ხუთშაბათს დილით გაგუდულმა გავიღვიძე,მაგრამ მაინც გადავწყვიტე სკოლაში წასვლა. სადღაც,მეოთხე გაკვეთილზე მივხვდი ,რომ სიცხე მიწევდა,საშინლად მამცივნებდა,მაგრამ მაინც გმირულად ვიჯექი 7გაკვეთილი. სახლში როგორც კი შემოვედი ,ეგრევე მოვისროლე  ჩემი ორ ტონიანი ჩანთა და   დავწექი.დავწექი და აგერ უკვე მეორე დღე გავიდა ,იმის მერე სულ ვწევარ . სიცხეები მქონდა მაღალიც და დაბალიც. საშინელ სისუსტეს ვგრძნობ და ლუკმას ვერ ვიდებ პირში.წუხელ 12 საათზე სოკო მომინდა და დაფაცურდნენ ჩემები ,არიქა ოღონდ ამან რამე ჭამოსო 🙂 …  წამლებით ვარ გაჭყეპილი,მიწერია რა რამდენჯერ უნდა დავლიო ,წამლები  რომ არა ალბათ ეხლა არ ვიცი როგორ ვიქნებოდი .

სკოლა დაიწყო უკვე 2კვირაა. გახურდა უკვე სწავლა,დაიწყო ჩემი აქეთ იქით სირბილები,ღამეების თევები,დღეში 5ჭიქა ყავა და 15წლის ბავშვისთვის სრულიად შეუფერებელი ცხოვრების რითმი 😐 .

ორშაბათს ვისვენებთ,არჩევნებია. სულ არ მაინტერესებს ვინ მოიგებს და ვინ იქნება ჩვენი პრეზიდენტი,ჩემთვის მთავარია იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ აზრიანად გაგვეტარებინა ეს დღე და ჩემთან ვქეიფობთსპონტში 🙂 …

ფბ-ზე ყველა დებილურ გვერდს დიდი ხანია უნლაიქი გავუკეთე და აღარ ვწუხდები მაგათი ”შეარ” ან ”ლაიქ”-ებით 😐 ..

ჩემი მეგობრების 98% პოლიტიკაზეა გადართული. ყველგან პოლიტიკა :სკოლაშიც,გარეთაც,სახლშიც,ფბ-ზეც. აღარ შემიძლია.

ისეთი ვიღაცეები ალაპარაკდნენ პოლიტიკაზე,ისეთ სტატიებს დებენ ფბ-ზე ,ისეთ სტატუსებს ,პირი მრჩება ხოლმე ღია.

დიდები ხო,კარგით.აი,15-16წლის გოგოები ,ქართული ოცნების მაიკებით ,რომ დატანტალებენ და მიშას აგინებენ ,აი იმათ რა უნდა ელაპარაკო ? ნუთუ სხვა საფიქრალი და სადარდებელი არ უნდა ჰქონდეს თინეიჯერ გოგოს ,თუ არა პოლიტიკა? 😐

თუ ვცდები ,მითხარით !

ჰოომ.

ცხოვრების რაღაც ძალიან რთულ ეტაპზე ვარ ”გაჩხერილი”… ძალიან ბევრი ახალი ურთიერთობა დავიწყე ერთად და ეხლა ყველა მაღიზიანებს. აი ,ყველა!

ძალიან ბევრჯერ მქონია ასეთი მომენტი .ჩემს გარშემო ყველა მაღიზიანებს და ვინც ჩემს გარშემო არ ტრიალებს ყველა მენატრება. ყველა არა ,გამონაკლისები .. არ ვიცი რა დავარქვა ,ვერ ვხვდები . დილით ვიღებ რაღაც გადაწყვეტილებას და საღამოს სხვა რამეს ვამბობ . მეთვითონ მაღიზიანებს ჩემი თავი და ვცდილობ გამოსავალი გამოვნახო სიტუაციიდან,მაგრამ არ გამომდის.

დღეს მეუბნებოდა დედაჩემი,გიტარებ რაღაცეებს და პატივს გცემ შენი ასაკის გამოო 😐

ჰმმ 😐

მე ,მარის და მარიამს როგორც ყოველთვის მეგობრული იდელეა გვაქვს. თავისუფალ დროს სულ ერთად ვატარებთ.ვგიჟობთ,ვიცინით ერთმანეთზე და ბიჭებზე 🙂 .ვღადაობთ ყველაზე ვინც კი ხელში მოგვხვდება . არ ვიცი  მეგობრების გარეშე როგორი იქნებოდა ცხოვრება.მხოლოდ მარიზე და მარიამზე არ მაქვს საუბარი,უბარლოდ ეს 2ადამიანი ჩემი ყველაზე ახლობლები არიან ყველანაირი გაგებით ..

წერის მუღამზე ვარ მთელი დღეა მოსული და მგონი დავიკმაყოფილე ჩემი ბლოგერული მოთხოვნილებები 🙂

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.

წარმატებები !

Advertisements

12 thoughts on “წერის ”მუღამზე” მოსული მარიმგა :)

  1. ოოჰ, ეს პოლიტიკა. ტვინი “წეიღეს” უკვეა :შ ზედმეტებში გადასდით და ვერც ხვდებიან!
    პოსტი… უჰ, დავისვენე კითხვის დროს, მომეწონა – ძალზედ! ^^

    • ეჰ ,სალო.
      ძალიან გამაღიზიანებელია იმ ადამიანების მოსმენა,რომლებიც პოლიტიკაზე უაზროდ ”მსჯელობენ”და ამ დროს პოლიტიკის აზრზე არ არიან 😐
      დიდები ,კიდევ კარგი,ჰო.აი ,პატარები,თინეიჯერი გოგოები 😐 .
      არ ვიცი ,არ ვიცი 😐
      დიდი მადლობა ♥

  2. გეთანხმები პოლიტიკასთან დაკავშირებით. მეც ნერვებს მიშლიან 😀
    ცხოვრებაში რთული ეტაპი ყველას უდგება, მალე გაივლის, არ იდარდო…
    წარმატებები ♥

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s