Just ….

ბლოგს ენა ,რომ ჰქონდეს მაგინებდა.

რამდენი ხანია არ დამიწერია. შაბათს  ზუსტად 1 საათი მქონდა ახალი პოსტის ფანჯარა გახსნილი,მილიონ თემაზე დავიწყე წერა,მაგრამ ბოლომდე ვერც ერთი ვერ მივიყვანე.  მაქვს ხოლმე მსგავსი პერიოდები,ვიჭედები ყველაფერში , ყველასთან ….

ხოდა  დღეს უკვე თავი ვალდებულად ვიგრძენი , რომ დამეწერა…სულ მაღიზიანებდნენ ბლოგერები ,რომლებიც პოსტებს ძალიან იშვიათად წერდნენ,გამონაკლისების გარდა ,რა თქმა უნდა … ხოდა ,არ მინდა მათ დავემსგავსო.

იყო დრო,დღეში ორ პოსტს ვწერდი და უბედნიერესი ვიყავი იმით,რომ იდეების ნაკლებობას არ განვიცდიდი. არა ,არც ეხლა განვიცდი ,უამრავი თემა მიტრიალებს თავში,არც წერის დაწყება მიჭირს,როგორც სხვა ,ძალიან ბევრს,უბრალოდ ბოლომდე  ვერ ვაბავ თავს.

ეს  არ არის იმის ბრალი,რომ დიდი ხანია არ დამიწერია და წერა დამავიწყდა. ან დრო არ  მაქვს და ტვინი გადაღლილია.სულ ესეთი დატვირთული ვიყავი,მაგრამ კაკ მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც ვახერხებდი პოსტის დაწერას.

უბრალოდ,დავიღალე მოვალეობებით.

დავიღალე იმით,რომ მინდა არ მინდა ქიმიის და ფიზიკის გაკვეთილზე ინტერესიანი თვალებით უნდა ვიჯდე,მიუხედავად იმისა,რომ ჟურნალისტობა და ეს ორი მცნება ძალიან შორს არიან ერთმანეთისაგან.

დავიღალე იმით,რომ ყოველი ჩემი ”გამოხტომა” როგორც დედაჩემი უწოდებს,ჩემს ასაკთან არის სხვების თვალში დაკავშირებული ..

დავიღალე იმით,რომ არ მაქვს ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება,რადგან მომაბეზრებელია ეს ”ზოგ-ზოგიერთებისთვის”…

დავიღალე იმით,რომ როგორც კი კარგ ხასიათზე ვარ ,გარშემო ყველა შეშფოთებულია…

დავიღალე იმით,რომ ძალიან ხშირად ვცდები უკვე ადამიანებში.აქამდე სულ იმას ვიკვეხნიდი,ჩემი მოტყუება ძალიან ძნელია და ადამიანს ადვილად ვატყობ ”სინამდვილეში” ვინ და რა არის -თქო.ვამბობდი და მართლა ასე იყო აქამდე, ეხლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ხოდა ძალიან განვიცდი ამას.

შემოგხედავ ,მიხარია,ვბედნიერობ და ამ დროს ბრაახ!

წეღან ვკითხულობდი,კირჩხიბი დეპრესიული ადამიანიაო….. არ ვარ დეპრესიული,უბრალოდ ძალიან ხშირად მიჭირს ჩემი ემოციების დამალვა და გაკონტროლება.

ადამიანები ვართ და პირფერობას ხშირად სახლში მისვლა და გემრიელად ”ბღავილი” გვირჩევნია.. ნეტავ ყველა ასე იყოს…. აფერისტობა მოისპობოდა დედამიწაზე…

მაღიზიანებს.მაღიზიანებს.მაღიზიანებს ….

ჰო,

კიდევ იმით დავიღალე,რომ მთელი ზაფხული წიგნების კითხვაში და განცხრომაში გავატარე,რაც სკოლა დაიწყო კიდევ ,ერთხელ არ ამიღია ლიტერატურული წიგნი ხელში …

მამშვიდებს კითხვა …მამშვიდებს,მაგრამ ვერ ვკითხულობ.ვერ ვკითხულობ და ვერ ვარ დამშვიდებული…

დავიღალე პირველ რიგში ჩემი თავით … მეც მაღიზიანებს ის,რომ ზომბივით დავდივარ ქუჩაში,ყურსასმენებ გაყრილი და ქვეყნიერებას ჩემი ემოციით და ხასიათით ვუყურებ .

დავიღალე იმით,რომ ძალიან ხშირად ,თითქოს ჩემთვის ,წესით მისაღებ საზოგადოებაში თავს ზედმეტად ვგრძნობ…. არა ცუდი გაგებით,არა  ჩემი მხრიდან.ხვდებით ალბათ …

დავიღალე კიდევ იმით,რომ რაც ცხოვრებაში არ მიტირია , ამ ბოლო  1თვის მანძილზე ავინაზღაურე… უჰ.ჭირვეული ბავშვივით ვტირი ყველაფერზე,ყველასგან ჩუმად😐

დავიღალე იმით,რომ  ბოლო 1თვეა ნორმალური სიზმარი არ მინახავს …აი ისეთი მე ,რომ მიყვარს…. უჰ😐

დავიღალე იმით,რომ დღეში 4-5 ჭიქა ყავას ვსვავ და ამის გამო ყველა შეშფოთებულია ჩემს გარშემო…

ხოდა, თქვენმა ფეთიანობამაც მაგრად დამღალა,რა ….

მომეშვა….

დროებით ,

იმედია მალე დაგიბრუნდებით და კვლავ ვიტყვი,რომ ყველაზე უპრობლემო  ადამიანი ვარ….

 

20 thoughts on “Just ….

  1. ნაცნობი, ძალიან, ძალიან ნაცნობი გრძნობები… :შ
    დღემდე ვერ გამიგია, რაში მჭიიიირდებაააა კონსერვატორიაში ეს ჯანდაბა მათემატიკა-ფიზიკა-ბიოლოგია😦
    აღარ მინდა, საშინელებაა ზოგჯერ ეს ცხოვრება!😦

  2. რაა ნაცნობი სიტუაციაა ..
    ჰმმ….
    რუსულიი ვერ ვიტან ან რაში მჭირდებაა უფ🙂
    მაარიიამ რა კარგი იყოო🙂 სად დაიკარგეე?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s