23.10.12

პოსტისთვის გამონახული ნახევარი საათი , ლეპტოპთან ცხელი ყავა და იუთუბზე შემთხვევით ნაპოვნი მუსიკის თანხლებით პოსტის დაწერის დრო დადგა …

როგორ ხართ? მე არამიშავს.

დღეს დილით ძვლივს მოვახერხე თვალის გახელა და ნახევრად მძინარემ ცივი წყალი შევისხი სახეზე,რომ  სააბაზანოში არ დამძინებოდა.

ეხლა ზუსტად 21:17-ია ….

სკოლაში მშვიდობა იყო დღეს,ორი გაკვეთილი გაგვიცდა.ხომ იცით რა ბედნიერებაა,როდესაც 7გაკვეთილი გაქვს და აქედან მათემატიკა და რუსული გიცდება ? ყველაზე მაგარი მომენტია ^_^ …

მთელი დღე ვამთქნარებდი,ისე მეძინებოდა ისე,ისე რომ არ ვიცი … სკოლის პერიოდში უძილობა მკლავს ყველაზე მეტად …

სახლში ძვლივს მოვბარბაცდი,დღეს სამშაბათია და არსად წასასვლელი არ ვარ,არც მათემატიკა მაქვს ,არც გერმანული და არც ინგლისური… მოვედი,ცხელი ყავა დავლიე,წამოვწექი და ”ცეკვავენ ვარსკვლავებს” ვუყურე..

ეს გადაცემა მიყვარს ძალიან,შარშანდელთან შედარებით წინსვლა აქვთ აშკარად,წამყვანებიც ნორმალურები არიან და მონაწილეებიც.სალომე ჭაჭუაზე როგორც ყველა,ასევე მეც ვგიჟდები ..მაგარი გოგოა,ძააალიან!

ჩემი ცოლის დაქალები დაიწყო ამ შაბათს. როგორც იქნა გ ვ ა ღ ირ ს ე ს…  ეს სერიალი საერთოდ არ ჰგავს ტიპიურ ,უაზრო სერიალებს.ძააალიან მაგარია.მთელი ზაფხული ვატრიალებდი და  ვატრიალებდი უკვე ათასჯერ ნანახ სერიებს . 

ვამპირის დღიურებიც დაიწყო. უჰ,როგორ მაინტერესებს რა მოხდება ! (რო მკითხოთ სერიალებს არ ვუყურებ 🙂  ) …

ჰოომ…

დღეს სახლში,რომ მოვედი ლოგინზე, გაბრიელ გარსია მარკესის წიგნი დამხვდა ”50 წიგნიდან” …ძააააალიან მინდა წაკითხვა,ზოგადად ეს კაცი ძალიან მიყვარს ,მაგრამ მის შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ,სასწრაფოდ უნდა დავასრულო წიგნი,რომელსაც ახლა ვკითხულობ და ჩავუჯდე ამ გენიოსი კაცის ნაშრომს! ♥

ნოემბრიდან მე და მარი ცურვაზე ვიწყებთ სიარულს. როგორ მომენატრა ის პერიოდი ,ნახევრად მშრალები,ჭორაობა -ჭორაობით,რომ გამოვდიოდით ”ოლიმპიკიდან” და თან ერთმანეთზე რომ ვღადაობდით! 🙂 ”ტრიკოროჩკებს”ან ”სემიჩკას” რომ ვყიდულობდით და კრატუნ-კრატუნით მივსეირნობდით გაჩერებამდე.გზაში ყველაზე და ყველაფერზე ვღადაობდით,იყო თუ არა საღადაო 🙂 … ჩვენი მასწავლებელი პავლიკაც მომენატრა ,გასახდელში მარტო ჩვენი კისკისის ხმა ,რომ ისმოდა ისიც მომენატრა და ზოგადად ძალიან მიყვარს თითოეული მარისთან გატარებული წამი ! ჩემი მეგობარია პირველი კლასიდან და უამრავი რამ გვაქვს გასახსენებელი.ერთმანეთზე თითქმის ყველაფერი ვიცით და ერთი შემოხედვით ვხვდები ხოლმე,რისი თქმა უნდა მას ჩემთვის და მე მისთვის …

გუშინ ჩემმა ”ბესთ ბოიფრენდმა დამირეკა ” (ოღონდ ზუსტი თარგმანით,მეგობარმა ბიჭმა 🙂 ) … როგორ მომნატრებია,მაგ სულელთან კამათი და ჩხუბი თურმე!  ვუთხარი,ცუდი ბიჭი ხარ-თქო და შემჭამა რა დაგიშავეო .. ჩეემი სულელი ❤

ისე,რამდენს ნიშნავს,საყვარელი ადამიანის თუნდაც ელემენტარული ყურადღება და თბილი სიტყვები.მთელი დღე თვალებგაბრწყინებული დავდიოდი.  ყველაფერი მიხაროდაა,ხომ ვითომ არაფერი,მაგრამ მაინც შიგნიდან ავივსე და გავთბი … ეჰ,მეგობრები ჩემთვის ყველაფერია,ოჯახზე და ყველაზე წინ გაყენებთ,იცოდეთ ეს! ….

აცივდა უკვე,ჰომ ? გავიყინე დღეს სკოლაში .სახლშიც მცივა,გარეთაც ,სკოლაშიც … უჰ! როგორ მეზიზღები შემოდგომა-ზამთარო,ნეტავ იცოდე! ეხლა მომავალი თვეები წუწუნში უნდა გავლიო და მზეს და ზაფხულს უნდა ვნატრობდე.. ისე,არ შეიძლება ,სულ ზაფხული და სითბო,რომ იყოს ?

ჩემი და დაფრინავს მთელი დღეა. დედაჩემმა დაურეკა დღეს,რაღაც კლიპში გიღებენო,თუ რაღაც მსგავსი,მეც ვერ გავიგე ნორმალურად.ასეთი გახარებული მე ეს ბავშვი არ მინახავს ჯერ .წეღან ოთახიდან გავაგდე,იქით გიხაროდეს,ისტორიას ვსწავლობ გამწარებული-თქო ! 🙂

იმხელა ენერგია აქვს ჩემს დას,რომ რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო ,მაინც ახერხებს ხოლმე ჩემს გაცინებას და გამხიარულებას 🙂

ნუ,ზოგადად მე ერთი ძალიან ცუდი თვისება მაქვს: როდესაც გაბრაზებული ვარ ვინმეზე ან რამეზე,არ აქვს მნიშვნელობა  ვინც ხელში მომხვდება,იმაზე ვიყრი  ხოლმე ჯავრს:დედა იქნება ეს,მეგობარი,მეზობელი თუ უბრალოდ გამვლელი ენივეი,მკიდია 🙂

ჰოომ.

წავედი ეხლა მე, წიგნს ჩავუჯდები .

დროებით ბლოგერნო!

მუდამ თქვენი მარიმგა! ♥

Advertisements

10 thoughts on “23.10.12

  1. Best Boyfriend მაგარი იყო–თვალები დავცქვიტე : )) ძმაკაცია, ხო, საბოლოოდ, როგორც მივხვდი? : ))
    P.S. მომენატრე და მიხარია ეს შენი მუხტი რომ წამყვება ახლა ^_^

    • კი მარიამ,სწორად მიხვდი : )) … დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრმა დაცქვიტა თვალები შენსავით,მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ თემაზე ბლოგზე საუბარს არ ვაპირებ ^_^ …
      დიდი მადლობა სტუმრობისთვის,ხომ იცი შენი ყველა კომენტაარი ჩემთვის დიდი სტიმულია,ძალიან თბილი ხარ ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s