განაცრისფერდა ყველაფერი….

მთელი დღეა წვიმას ველი …

მოღრუბლული და უაზრო ამინდით გაბრუებული,მთელი დღეა წვიმას ველი..

 არ მიყვარს წვიმა.მაღიზიანებს …

ცუდ შეგრძნებებს მიტოვებს და  მფიტავს .შიგნიდან.რაღაცნაირად…

თითქოს,ყველაფერ კარგს განდევნის ჩემი ორგანიზმიდან…. ჩემი ქვეცნობიერიდან.ჩემი გულიდან…

 ყველაფერს კარგს….

მაგრამ ,მიუხედავად ამისა,მაინც მთელი დღეა წვიმას ველი .

 ველი იმიტომ,რომ არ ვდარდობ ჩემი ემოციების გაქრობაზე…

პირიქით,

მინდა ,რომ გაქრეს …

მინდა,რადგან არაფრად მარგია ..

  არ მაძლევს გაღიმების და ბედნიერების შეგრძნების საშუალებას.

პირიქით,

 თავბრუ მეხვევა,უცნაური ტკივილებ მაწუხებს გულის მხრიდან .

თვალების გახელა მიჭირს და ჩემს გარშემო ყველაფერს ”ფერი”აქვს დაკარგული.

განაცრისფერდა ყველაფერი .

ფასი დაკარგა.

 აღარ მიხარია.

მწყინს.

გული მწყდება.

რატომ ?

ჰმ.არ ვიცი რატომ. 

საერთოდ არაფერი არ ვიცი .

არ ვიცი ხვალ რა  მოხდება. არ ვიცი როდის ვიქნები კარგად,როდის ცუდად.

იცის კი არ ვიცი ,რამ შეიძლება ხასიათი  გამომიკეთოს… ისიც კი არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს,რომ ამაზე უარესი განწყობა შემექმნას

არაფერი არ ვიცი .

უბრალოდ მინდა ,რომ თვალები დავხუჭო და გარკვეული პერიოდი უძრავ მდგომარეობაში ვიყო.

მინდა და მთელი დღეა წვიმას ველი …

ველი იმას რაც არ მიყვარს ,რაც მფიტავს,მაღიზიანებს ,გულს მტკენს.

თითქოს მივისწრაფი იმისკენ,რომ ჩემს თავს არ ვაღირსო ,გაღიმება და აციმციმებული თვალები.

ფეხებგაყინული,სულდამძიმებული…….

მთელი დღეა წვიმას ველი ….

Advertisements

18 thoughts on “განაცრისფერდა ყველაფერი….

  1. მოვიდა, მარი..:)

    მე მიყვარს წვიმა… წვიმიანი დღის განწყობას მძაფრი ემოციები მოაქვს ჩემთვის…

    მეც ხშირად მქონია ასეთი განცდები, როგორსაც აღწერ… მგონი მომწონდა კიდეც ჩემი თავი მსგავს მდგომარეობაში 🙂 (ასაკობრივი მიდრეკილებაა). მენატრება ეგ დრო… ფურცელზე რომ ვაფრქვევდი ემოციებს…

    გიშველის ხოლმე შენც ასეთი ამოფრქვევები ❤

    • კი,შეიძლება სადღაც ზის ჩემს ხასიათში მსგავსი ”დაგრუზვები”…
      ბევრ პოსტში მაქვს ნათქვამი,რომ არ მინდა მალე მოვიდეს ის დრო,როდესაც ამ განცდებს,ვეღარ ვიგრძნობ … ზუსტად ამ ასაკობრივ განცდებს ..
      ბლოგი სტიმულია ჩემთვის,დღიურივით,რომელიც ემოციებისგან დაცლაში მეხმარება :)))

  2. წვიმა იქით იყოს და დაინტრიგებული დავიარები ამ ბოლო დროს შენს ბლოგზე : )) რაც არ უნდა იყოს, წარმატებას გისურვებ! 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s