სიჩუმე…

გარეთ წვიმს.წვიმის წვეთები ჰარმონიულად ეცემიან ფანჯრის რაფას. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს . 

ოთახში სიჩუმეა..

დამთრგუნველი სიჩუმეა. 

ოთახის შუაგულში ზის და  სავარძელზე თავგადაგდებული ფიქრობს. მარჯვენა ხელში  სიგარეტი უჭირავს,რომლისთვისაც ჯერ კიდევ არ მოუკიდებია.მარცხენა ხელში  ყავით სავსე ჭიქა უჭირავს.

ზის და ფიქრობს. თვალებდახუჭული ფიქრობს. გარედან შემოსული მთვარის შუქი ანათებს ოთახს.

ოთახში სიბნელეა.

ოთახში სიჩუმეა.

გაიელვა. მან ამოისუნთქა და სიგარეტს მოუკიდა.

სიჩუმეს მხოლოდ  ცეცხლის გიზგიზი და მისი  ხშირი სუნთქვა არღვევს.

მიუხედავად ამისა,მაინც ამაზრზენი სიჩუმეა.

 მარტოობაზე ,რომ მეტყველებს ისეთი სიჩუმეა.

ასე იცის ხოლმე,ერთდროულად  ”მოაწვება” ყველანაირი ემოცია და უცებ ფეთქდება შიგნიდან.  ერთად ახსენდება ყველაფერი .თითოეული დღე,წამი,მიყვარხარ …….

ნაპასი დაარტყა,მერე გააბოლა და რა?! -არაფერი . ღრმად ამოისუნთქა.

თავბრუ დაეხვა.თავი ატკივდა საშინლად. თვალები დახუჭა და თავი სავარძელზე გადადო…

ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ნაცრისფრად ანათებდა ოთახს. თითქოს ეს ფერები მის სულთან და სხეულთან იყო შეხამებული,მის გულის ტკივილთან და  ემოციებთან..

ყავა მოსვა. სიგარეტი ისე ჩაიწვა ,პირთან აღარ მიუკარებია ..

ოთახში კვამლი იდგა, სიგარეტის კვამლი .

თვალები გაახილა ,აეწვა…ცრემლი მოადგა და ისე სწრაფადვე ჩამოვარდა ლოყაზე,როგორც არასდროს.ეტკინა.. თითქოს  ყველაზე ცხარე ცრემლი იყო მისთვის. 

არადა ყველა მტირალას ეძახდა.ყველაფერზე ტიროდა ბავშობაში.მის გულჩვილობას თინეიჯერობასაც აბრალებდნენ ,მაგრამ ეს მისი შინაგანი ექო იყო,რომელიც სულ თან სდევდა.

ეს ცრემლი ყველაზე მეტად ეტკინა. 

ოთახში დატრიალებული კვამლი მის გარშემო ტრიალებდა. სახეზე ედებოდა. სტკიოდა …

მისი ფიქრები მის გარშემო მოძრაობდნენ …მოსვენებას არ აძლევდნენ .

 ძნელია იფიქრო იმაზე, რაც აკრძალული გაქვს .. ძნელია იფიქრო.. 

ბუხარში ცეცხლი ჩაქვრა . წვიმამ უმატა. ტანში ჟრუანტელი უვლიდა. შესცივდა.პლედი მოიფარა და ცალმხრივად დაეშვა სავარძელში .

თვალები დახუჭა.

ცრემლი ღაწვებზე მოელამუნა. პირში მლაშე გემო იგრძნო. 

არა,ეს არ იყო ყველაზე ცხარე ცრემლი.

ყველაფერზე ერთად ფიქრობდა.. თავი სტკიოდა,მაგრამ თავს ვერ იკავებდა ფიქრისგან ,თავს ვერ აღწევდა მას. ვერ ჩერდებოდა.

მის გარშემო ტრიალებდა მისი მთელი ცხოვრება.შეცდომებით და რომანებით სავსე ცხოვრება … 

თავზე ხელი მოიჭირა. ფიქრის შეჩერება უნდოდა,მაგრამ ეს მის ძალებს აღემატებოდა. არ შეეძლო.

სავარძლიდან წამოდგა.პლედი იქვე დააგდო და ფანჯარასთან მივიდა. 

გარეთ წვიმდა.სიცარიელე იყო ქუჩაშიც. 

ფანჯარა გამოაღო და ნოემრის ცივი ჰაერი სახეზე იგრძნო. ესიამოვნა.თვალები სახუჭა და დაეწაფა თავისუფლებას.

ჰმ.. რა მძიმეა.რა ძნელია.

ფანჯარა ღია დატოვა და ისევ სავარძლისკენ გაეშურა .პლედი მოიხვია და ჩაეშვა სავარძელში .სციოდა,მაგრამ ეს სიცივე სიამოვნებდა.გულზე ედებოდა და თითქოს წმენდდა მას..

სტკიოდა.სტკიოდა მაგრამ ნელ-ნელა ეგუებოდა.

ყველაფერს ეჩვევა ადამიანი,ყველაფერს..  

 

Advertisements

12 thoughts on “სიჩუმე…

  1. …ძააააააალინ მომწონს ❤ ზუსტად ჩემი სტილია და ძალიან მომწონს!!! ხშირად ვარ ასე, მაგრამ მერე ყოველთვის იცვლება ყველაფერი, ყოველთვის ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s