დიდი ხნის წინ დასაწერი პოსტი ♥

სასურველია წაიკითხოთ მუსიკის თანხლებით ♥

3 თვეა გულის ჯიბით დამაქვს ეს ემოცია   …

ხოდა ეხლა ვიფიქრე,რომ დროა  ზურგიდან მოვიხსნა ეს ტვირთი …

ამოვისუნთქე, ხელები ავიკაპიწე და  გავსწორდი …

ვიწყებ  მოყოლას…

ვიწყებ იმის მოყოლას,რისი მოყოლის უფლებაც უბრალოდ არ მაქვს.დაუწერელი კანონის ძალით ვიცი ,რომ უნდა გავჩერდე და ახალი პოსტის ფანჯარა დავხურო …

”უნდა” .. ვალდებულებები ..მოვალეობები ..  დამღალეთ… სადღაა მაშინ ბედნიერება …

როგორ კარგად მახსოვს,ნეტავ იცოდე. ვიცი,რომ  ჩემი მახსოვრობა ასეთი მაღალი არ გგონია.. კარგია ასე… ასე სჯობს..გეგონოს. ჩემთვის უკეთესია .

უკეთესია,მერე რა, რომ ძალიან მტკივნეულია.. მერე რა,რომ ცრემლები თავისით იკვლევენ გზას ჩემს ლოყებზე… მერე რა .. მაინც არაფერი იცვლება …

ამოვისუნთქე…

ეხლაც თვალწინ მიდგეხარ …ზევიდან,რომ მიყურებდი პატარა დასჯილი ბავშვივით ….მიუხედავად იმისა,რომ ღამე იყო მაინც კარგად ვხედავდი შენს ციმციმა თვალებს და მღელვარე ტუჩებს. ვიცი ,დაგინახე როგორ გიკანკალებდა ბრაზისგან ტუჩები … ვიცი ,ჩემთან ერთი ჩხუბი და მერე უცებ წასვლა ყველაფერს გერჩივნა,მაგრამ ვერ  თმობდი იმ სიტუაციას,რომელიც ორივეს ენერგიით გვავსებდა .. ვიცი,გიცნობ,მახსოვხარ …

მიმტკიცებდი იმას,რისიც თვითონაც არ გჯეროდა.. იცოდი,რომ შენს თვალებში ვკითხულობდი სიმართლეს,რომელსაც მალავდი ,მაგრამ მაინც ამაყად აგრძელებდი ამ ყველაფერს …მეც თითქოს მომწონდა ამ ტყუილის მოსმენა. არა იმიტომ,რომ ჩემთვის სასიამოვნო იყო ეს ტყუილი ,არა.ხშირად ადამიანები ვიჯერებთ იმას,რაც მოგვწონს და გვაწყობს. მეც,ძაალიან ხშირად.მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევა იყო.. მე არ მომწონდა ტყუილი ,რომელსაც შენ თხზავდი ..მე უბრალოდ ვიცოდი,რომ ტყუილით ჩვენი რეალობა უფრო კარგი იქნებოდა .. იქნებოდა და მეც მიუხედავად უსიამოვნებებისა მჯეროდა რასაც ამბობდი…. მატყუებდი და ამ ტყუილის შენც გჯეროდა … შენც გაწყობდა ….

….

მახსოვს ,როგორ ცქმუტავდი. ასეთი ანერვიულებული და  მოუსვენარი არასდროს მინახავს შენი პიროვნება არც მერე და არც მანამდე… ღელავდი.მე მომწონდა შენი ღელვა,ეს უკვე ნამდვილი იყო,შენი იყო … ვგრძნობდი შენიდან მოდიოდა.შიგნიდან.არა გონებიდან ,არამედ გულიდან.გულწრფელი იყო და ვთბებოდი ….

გისმენდი და მინდოდა სულ გელაპარაკა.. მკერდზე ხელებდაწყობილი  გაღიმებული გისმენდი… ბევრი რამე არ მესმოდა მონათხრობიდან ,მაგრამ ვერ ვბედავდი შენს გაჩერებას,რადგან მიყვარდა შენი საუბრის მოსმენა. სულ მიყვარდა. რაღაც სხვა ხმა გქონდა..რაღაც სხვა ემოციით მავსებდი,სულ..ყოველთვის … ეხლაც მიყვარს ,მიუხედავად იმ გამქრალი ემოციებისა,მაინც მიყვარს ….

ამოვისუნთქე. ფეხი შევიცვალე… ისევ გისმენდი … მიუხედავად სიბნელისა,მაინც ვხედავდი შენს თვალებში შემოპარულ სევდას.. რა ძნელია …  ლაპარაკობდი და თან მიყურებდი ,გინდოდა რომ შემეჩერებინე..მე ეს ვიცოდი და არ გაჩერებდი.. მინდოდა ბოლომდე გელაპარაკა,მინდოდა ყველაფერი გეთქვა,რომ თავი დამნაშავედ არ მეგრძნო მე ,რომ არ დაგაცადე იმის თქმა რაც გინდოდა .არ მინდოდა თავი დამედანაშაულებინა იმაში,რომ ჩემი მიზეზით ვერ გავიგე ის რისი მოსმენაც ძალიან მინდოდა. 

მახსოვს როგორ ამოისუნთქე ბოლოს.. შენი თვალებიდან  წამოსული დაღლილი ემოცია ეხლაც მტკენს სადღაც … სადღაც …

მერე სიჩუმე იყო.. დიდხნიანი სიჩუმე.. შენ მე მელოდი,მე-შენ ….

ბოლოს თავი ჩავხარე და იმ დაბალი ტონალობით გითხარი,რომელსაც მხოლოდ შენ იგებდი ხოლმე : 

_მჯერა….გითხარი და ცრემლნარევმა გაგიღიმე…

შენი ღიმილიც შევამჩნიე.. გაგიხარდა..თვალები აგიციმციმდა. მიხვდი,რომ ტყუილად არ დაიხარჯე და მიაღწიე შედეგს .. გიხაროდა ..მეც მიხაროდა.ჩემი თავის და შენი … ჰმ,ნეტავ იცოდე როგორ მიხაროდა …

მე ისევ გულზე ხელდაწყობილი ,თავჩაღუნული ვიდექი..მომიახლოვდი და  პირველკლასელი ბავშვივით ,რომელსაც დედამ სასურველი სათამაშო არ უყიდა,შუბლზე მაკოცე..

დამბურძგლა..

ეს ყველაფერს ამბობდა  ♥..

მთვარის შუქი ანათებდა ჩვენს ემოციას….ჩვენს სიხარულს… 

იმ საღამოს ემოციებით გაბრუებული მივედი სახლში … 

ტკბილად მეძინა… ტკბილად ♥

12 thoughts on “დიდი ხნის წინ დასაწერი პოსტი ♥

  1. სიტყვები არ მაქვს… ძალიან კარგი იყო ♥ და სიმღერაც როგორ მოუხდა ♥

    • მარიამ,მარიამ,მარიამ! ♥
      დიდიი მადლობა საყვარელო ♥
      ისე,ძაალიან მომენატრა შენი ამ ბლოგზე ნახვა ♥♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s