just my emotions …♥

ნეტავ ადამიანებს ყოველთვის,ყველაფერი გარკვეული და დალაგებული გვქონდეს… სულ იმას ვამბობდი, უპრობლემო ცხოვრება მოსაბეზრებელი იქნებოდა თქო,მაგრამ უკვე აზრი შევიცვალე …

ზარი ირეკება. მეხუთე გაკვეთილი და ჩემი ტვინი უკვე გათიშულია…

თავი მტკივა საშინლად…

” გაგა ,ჩუმად იყავი ,ხელს გვიშლი”

ფეხებზე ხელებდაწყობილი,ჩემს წინ  ,კედელზე გამოკრულ გერმანულის გაზეთს ვუყურებ -უ ე მ ო ც ი ო დ !

”საქართველოს  საკუთარი სამხედრო  ძალით  ვითარების გამოსწორება უჭირდა” ..

მარი ხელს მკრავს .

-რა გჭირს?

-არაფერი ,დავიღალე ..

-რამ დაგღალა გოგო ჯერ მეხუთე გაკვეთილია .

მასწავლებელი უკმაყოფილოდ გვიყურებს,მაგრამ შენიშვნის მოცემისგან თავს იკავებს…

”გიორგი მეორე  სელჩუკიანთა ლაშქრით ვეჟინის ციხეს შემოადგა ”

ისევ გაშტერებული ვიყურები კედლის გაზეთისკენ,თვალები მეწვის და ხელებს სახეზე ვიფარებ..

-მგალობლიშვილი კარგად ხარ ?

-დიახ მაია მას,თავი მტკივა.

-მიდი,წადი ექიმთან.

-არა ,გადამივლის …

”1088 წელს მოხდა  ძლიერი მიწისძვრა,რომელიც  პერიოდულად მეორდებოდა  და ისედაც აოხრებული ქვეყანა  კიდევ უფრო გააპარტახა”

მერე ბავშვები რაღაცაზე იცინიან. არ ვიცი,არ გამიგია…

თავი მტკივა ,ისევ ,უემოციოდ,არაფრის მომცემად.

ისევ ჩემს  წინ გაკრული გაზეთი …

”1072 წელს  ბაგრატ მეოთხე გარდაიცვალა ”

თავბრუ დამეხვა,თვალები დავხუჭე და სწრაფად გავახილე. ამოვისუნთქე.

ხანდახან რა ძნელია ცრემლის შეკავება ….

14 thoughts on “just my emotions …♥

    • სალომე ♥
      ვიცი,ცხოვრებაა ასეთი და ასაკიც,მაგრამ …
      ხანდახან მართლა ძაალიან ძნელია ამ ყველაფრის მოთმენა და მამაცი გულის შენარჩუნება😦

  1. ხშირად ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში😦
    პ.ს.
    ”გიორგი მეორე სელჩუკიანთა ლაშქრით ვეჟინის ციხეს შემოადგა ” მეცნო გაკვეთილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s