I want to sleep forever …

ბლოგმიგდებული მარიმგა მოგესალმებათ .

როგორ ხართ ? მომენატრეთ.მომენატრა თქვენი ტკბილი კომენტარების ნახვა ჩემს ბლოგზე,რომლების ემოციაც მთელი დღე თან მახლავს ….

დღეს ხუთშაბათია . აგერ უკვე, 12 საათიც დაწყებულა ..ახლახანს მოვრჩი გაკვეთილებს. დღეს ქიმია გავაცდინე,ირაკლის დაბადების დღე იყო და რომ არ მივსულიყავი წარმოდგენაც არ მინდა,როგორ გამიბრაზდებოდა.

ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი.ხომ იცით,მიყვარს მე სიახლეები …გავერთე. მოვდუნდი..ცოტა დავლიე და მოვეშვი.ხანდახან რა კარგია  უბრალოდ,ყველაფრის დაკიდება და სავარძელზე უშნოდ მიგდება …

ეს კვირა რაღაცნაირად,ემოციურად ძალიან დატვირთული იყო ჩემთვის.იმდენი რამ მოხდა,იმდენი რომ  ასე მგონია ყველანაირი ემოცია განდევნილია ჩემიდან და აწი აღარაფერი გამიხარდება,გამიკვირდება,მეწყინება …

დილით სკოლაში,რომ მივდივარ ხოლმე,  დაახლოებით 45დან 50 წლამდე კაცი ,მოხუც ქალს ასეირნებს სუფთა ჰაერზე,სავარაუდოდ ეს ქალი ამ ბიჭის დედა უნდა იყოს…

რაღაცნაირად,სამარშუტო ტაქსამდე სანამ მივალ ხოლმე, სულ ამ ქალზე და კაცზე ვფიქრობ,მეღიმება ჩემთვის, ცხვირგაწითლებული სახეს კაშნეთი ვმალავ და ვფიქრობ -მეც დავბერდები?!

ემოციები,ემოციები.. უხ !

შემოდგომის ბოლო დღეებსაც ვითვლით … ვითვლი და ნელ-ნელა ჩემში ის ყინული შემოდის,რომელიც სავარაუდოდ გაზაფხულამდე არ გალღვება.. ტრადიციულად,უემოციოდ,უსიხარულოდ….

ხვალ მათემატიკაში,ფიზიკაში და ისტორიაში საკონტოლო მაქვს …ძალიან დავიღალე..

არდადეგები და ძილი სჭირდება ჩემს ცუდ ხასიათს….

წავალ,დავიძინებ,გამოვიძინებ …

ამ ბოლო დროს ისე ვიღლები ფიზიკურადაც და ემოციურადაც,რომ საღამოს დღიურში დაწერის თავიც კი აღარ მაქვს …. კატასტროფა ჩემთვის …

მიუხედავად იმისა,რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელ საათზე დავწვები,მაინც მიჭირს დილით ადგომა,მაინც ფსიქოლოგიურად,ვცდილობ გვიან არ დავწვე …..

რამდენი ხანია,კარგი ,ჩემეული სიზმარი არ მინახავს ….

წავედი,იქნებ ეხლა მაინც გამიღიმოს ბედმა…

ტკბილი ძილი ჩემო კარგებო…

მუდამ თქვენი მარიმგა…

8 thoughts on “I want to sleep forever …

  1. სემესტრის ბოლოა და მეც გადავიტვირთე, უკვე არაფრის თავი აღარ მაქვს😡
    Winter holidays, hurry❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s