ძილისპირული ♥

ბევრჯერ მაქვს თქვენთვის ნათქვამი ,რომ ძალიან მიყვარს პარასკევი დღე . არც შაბათი და არც კვირა არ მიყვარს ისე ,როგორც პარასკევი.

მიუხედავად იმისა,რომ საშინელი დღეა გრაფიკის გამო ,სტიმულს მაძლევს ის ფაქტორი,რომ საღამოს დაღლილი,წამოვწვები იმ იმედით,რომ მეორე დღეს რამდენიც მინდა ,შემიძლია იმდენი ვიძინო.

დილით გამიჭირდა ადგომა, როგორც ყოველთვის,მაგრამ როგორც კი გავაცნობიერე რა დღე იყო ,სახეზე ღიმილი გადამეფინა და ავდექი. სკოლაში 7 გაკვეთილი მქონდა,ნორმალურად ჩაიარა სკოლაში დღემ.. მერე სახლში მოვქანდი,ბაბუაჩემი დამხვდა,  წესიერად ვერც დაველაპარაკე ,ჩავიცვი ,შევჭამე და გავიქეცი მათემატიკაზე. მერე იქიდან მარიმ გამოგვიარა მე ,მარიამს და ნათიას და ერთად წავედით გერმანულზე. ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება. მუცელი გვტკივა ხოლმე სიცილისგან .

გერმანულიდან,რომ გამოვედი ნათია თავის გზაზე წავიდა.მე და მარი ერთად წამოვედით. ბევრი მზესუმზირა ვიყიდე და დედას დავურეკე ალუბლის წვენი გამითავდა -თქო .

ამ ბოლო დროს საერთოდ შევეშვი კვებას. საჭმელი ,ხილი  აღარ მინდება. ეხლახანს გამახსენდა,რომ მხოლოდ ბანანი და 2ჭიქა ყავა მქონდა დღეს მიღებული და ზრდილობის გამო ცოტა წავილუკმე. დედაჩემი თავიდან ისტერიკაში იყო ,ვაშლს არ ჭამსო ,ვაშლის ჭამას ვინღა დაეძებს,რომ მხედავს მაგიდასთან ვზივარ და საჭმელს ვჭამ,მასზე ბედნიერი დედა არ  არსებობს.

ეს ყველაფერი ალბათ იმან გამოიწვია ,რომ ფაქტიურად სახლში ვერ ვარ და იმ შუალედებში,როდესაც სახლში შემოვირბენ ხოლმე ყავის გამზადება და დალევაა მხოლოდ შესაძლებელი.ყავა ენერგიას მაძლევს,მაფხიზლებს და გაჩერებაზე დაძინებისგან მიცავს …მოდაზე არ ვსვავ ,გენიოსებო : )) …

სამარშუტო ტაქსი ცოტა შორს გავაჩერე,ფეხით მინდოდა გავლა. მერე გამახსენდა,რომ უკვე ციოდა,ზამთარი იყო და ფეხით  გასეირნება არც თუ ისე კარგი იდეა იყო,როგორც ზაფხულში .სახლში გაყინული ,მაგრამ ბედნიერი შემოვედი იმით,რომ როგორც იქნა პარასკევი  დღე ჩავათავე…

ტრადიციულად ნინუცა დამხვდა კარებში წიგნებით ხელში : ის ვერ გავიგე,ეს ვერ გავიგე,ის როგორ დავწერო,ეს როგორ დავწეროო … ვერ ვასწავლე ამ ბავშვს,რომ ჯერ სახლში შემოსვლა უნდა მაცადოს და მერე მომაყაროს თავისი ,მეოთხეკლასელური შეკითხვები ….

ტანსაცმელი არც კი გამომიცვლია,ისე ”ვეცი” მადუღარას და ყავა გავიმზადე. მერე ჩავუჯექი ჩემს ფბ-ს ,მივათვალ-მოვათვალიერე ,გოგოებთანაც ვიჭორავე,(და არა მარტო 🙂 ) და ბოლოს ვამპირის დღიურებიც ჩავრთე.

ძალიან კარგი სერია იყო. კარგი იყო და ზოგადად მეოთხე სეზონით აღფრთოვანებული ვარ ! ძალიან მომწონს,ძალიან!

ამას წინათ მაქს ფრიშის ”Homo Faber ‘-ი დავიწყე. ამას წინათ რა, 3 დღის წინ .  12საათი იქნებოდა სადღაც,დივანზე გემრიელად,რომ მოვკალათდი და წიგნი ბოლომდე ჩავამთავრე… მმმ .. დიდი ხანია წიგნისგან ამხელა სიამოვნება არ მიმიღია,სკოლას რა ვუთხარი,სულ დამავიწყდა ”წიგნის გემო ” … ძალიან მაგარი წიგნია,ჩემი და მთხრობელის შეხედულებები ძალიან ემთხვეოდა ერთმანეთს და ყველაზე მეტად ამან მომხიბლა. მომეწონა თანამედროვეობა,რომელიც იმ დროისთვის შეუფერებელი იყო ,მომწონდა ბინძური საქმეები,რომლითაც ხალხი ბედნიერდებოდა.

მომინდა ბინძური პერანგი მცმოდა  და ჭუჭყუიანს 2კვირა უკაცრიელ ადგილზე გამეტარებინა,რომ  დამეფასებინა და კარგად შემეგრძნო სუფთა პერანგის ჩაცმის შემდეგ ,თბილ ლოგინში დაწოლა.

გირჩევთ წაიკითხოთ ,არ ინანებთ ,მართლა!

წინ შაბათ-კვირააა ,იმდენი საქმე მაქვს ,რომ არ ვიცი ხვალინდელი დღე რითი დავიწყო .  2კვირაში სკოლა მთავრდება და მასწავლებლები  შემაჯამებლებს გვთხოვენ .ორშაბათისთვის გერმანულის ჩათვლის საკითხები უნდა ვისწავლო,ორშაბათს მაქვს ჩათვლა.ასევე ორშაბათს გეოგრაფიის და ქიმიის პროექტებიც ჩასაბარებელია .სამშაბათისთვის კი ისტორიის პროექტიც უნდა გავაკეთო . ერთი სული მაქვს როდის  გავა ეს ორი კვირა,ღმერთო როგორ დავიღალე!

ძალიან მეძინება,სულ არ მქონდა ეხლა პოსტის დაწერის თავი,მაგრამ მთელი დღეა იმაზე ვფიქრობ,რომ საღამოს პოსტი უნდა დამეწერა და ჩემს თავს ვერ ვუღალატე : )) …

ძალიან მეძინება,ყავაც მინდა,მაგრამ არ მაქვს გაკეთების თავი .წავალ ეხლა ,ჩემს ფუმფულა ”პიჟამოს”ჩავიცმევ და ჩემს ღუნღულა ლოგინში შევწვები .მერე თვალებს დავხუჭავ ,მხრებიდან დაძაბულობას მოვიხსნი და ტკბილად დავიძინებ იმ იმედით,რომ ხვალე შემიძლია ტრადიციულად 3-4 საათამდე ვიძინო  ისე,რომ არავინ გამაღვიძებს.

მგონი,პარასკევი დღე შედგა .

ტკბილი ძილი,მეგობრებო!♥

tumblr_m1eod66WQO1r4xsr9o1_500

Advertisements

6 thoughts on “ძილისპირული ♥

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s