The end !

როდესაც რაიმე ჩვენთვის საყვარელ ფილმს ვუყურებთ და ვხვდებით,რომ ფილმი კულმინაციისკენ მიდის, გულში ვფიქრობთ,ნეტავ არ დამთავრდესო და ყოველთვის გული გვწყდება როდესაც ეკრანზე  ვხედავთ The end-ს…

როდესაც   თეატრში ვართ  , დასრულებას ის გვაცნობებს ,რომ  დარბაზში შუქი ინთება და ნელ-ნელა ფარდებით იფარება  სცენა. ესეც მტკივნეულია.

ცხოვრება კინოა. ჩვენ მსახიობები ვართ და ჩვენი სამოძრაო ობიექტივი სცენაა.

გაგეცინებათ ალბათ,რომ გითხრათ  ცხოვრებაში რაღაცის დასასრული ისეთივე მტკივნეულია ჩვენთვის,როგორც ფილმის ფინალი-თქო. ასე მაშინ იქნებოდა ცხოვრება კინოს ზუსტი ასლი,ანალოგიური ,რომ ყოფილიყო.მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის …

ზოგადად ვფიქრობ,რომ ყველა ტკივილი ერთნაირი არ არის .

კი ,მართალია ყველას თავისი ტკივა თავისებურად,მაგრამ მე ყველაზე დიდი ტკივილი მაინც ის მგონია,ცოცხალი ადამიანი  თავს ,მუცელში დანაგაყრილად ,რომ გრძნობს .. ყველაზე დიდი ტკივილი მაინც ის ტკივილია,გაუჩერებლივ,ისტორიკული ტირილ-სიცილი ,რომ აგიტყდება და ვეღარ ჩერდები.

ყველაზე დიდი ტკივილი ის არის,როცა   შენს ნათქვამს  მაშინვე,იმ წამსვე რომ ინანებ …

ყველაზე დიდი ტკივილი ის არის,როცა შენს თავში აღმოაჩენ დანაშაულს.

ხოდა ,მერე რა მოხდა თუ რაღაცა დამთავრდა? ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.

ვის არ მოსვლია, ვინ არ შემცდარა ცხოვრებაში ?

ყველაფერი კარგად იქნება,

არ ვიმშვიდებ თავს,

ყველაფერი კარგად იქნება !

მერე რა ,რომ დამთავრდა…..

The end of show

4 thoughts on “The end !

  1. კარგი პოსტი იყო❤
    მე მგონია არცერთი დასასრული არაა საბოლოო დასასრული )) სიკვდილიც კი არაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s