დათოვლილი ”მე ” ..

18 დეკემბერი.. 15ში ღამე მოთოვა …

სკაიპში მითხრა მეგობარმა თოვსო და სანამ ფანჯარამდე მივედი ,ერთი სიკვდილი გავათავე.. მერე ღრმად ამოვისუნთქე და უკმაყოფილო სახით დავუბრუნდი კომპიუტერს…

დღეს მთელი დღე,სკოლის ფანჯრიდან გარეთ ვიხედებოდი და ვფიქრობდი,რომ მართლა ლამაზია თოვლი… ლამაზია მაგრამ არ მიყვარს . არ მიყვარს ის ,რომ ქუჩაში მიმავალს ,თოვლის ფანტელები სახეზე მეცემა,საშინლად გამაღიზიანებელია ჩემთვის. არ მიყვარს ის ,რომ დილით ქუჩაში გასულს,თოვლისებური სიჩუმე მხვდება.. არ მიყვარს ის,რომ გუშინ გზაზე გადასვლის დროს, ფეხი ამისრიალდა და კინაღამ მანქანამ გამიტანა.მძღოლმა ალბათ შემიკურთხა ერთი ორი,რავიცი,რაში მაინტერესებს.მაგის მატი პრობლემა არ მომცეს ღმერთმა.

თოვლი კარგია მაშინ ,როდესაც სახლში ხარ და იმის საშუალება გაქვს ყავის ჭიქით ხელში ,უაზროდ მთელი დღე ფანჯრიდან უყურებდე დათოვლილ თბილისს. არ მიყვარს ის ,რომ სკოლიდან გამოსულს ჩასაფრებული ბავშვები მხვდებიან გარეთ, გუნდებით ხელში,თოვლი უნდა შეგაყვაროთო.. არ მიყვარს ის,რომ მეუბნებიან  შენ რანაირი ბავშვი ხარ ,თოვლი არ გიყვარსო. არ მიყვარს ის,რომ თოვლის გამო ჩემი გეგმები მთლიანად იცვლება,რადგან ვერ ვიტან გარეთ სიარულს,მაშინ როცა გარეთ თოვს,თუ აუცილებლობა არ მოითხოვს,გარეთ ცხვირს ვერ გამაყოფინებს ვერავინ ….არ მიყვარს ის,რომ ჩემი განწყობა  50%-ით უარყოფითად იცვლება თოვლის გამო და ყველაფერს მილიონჯერ დრამატულად ვუყურებ ,ვიდრე მაშინ როდესაც გარეთ მზე და სიცხეა… არ მიყვარს …

პარასკევს გვითხოვენ .სკოლაში კარნავალია. კვირას ვიყიდე კაბა.ისეთი გოჭობაა

♥.

არ ვაპირებდი ,მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე პირველად ჩავიცვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები .  კაბას უხდება ძაალიან … სახლში ვვარჯოშობ,არ მინდა იქ ამოვყირავდე 🙂 … მიჭირს სიარული ,მაგრამ იმდენად ლამაზია,რომ  გავიღებ მსხვერპლს და ერთი საღამო მოვითმენ … დაწერ პოსტს და  სურათებსაც გაჩვენებთ ,აუცილებლად!

ხვალ სკოლაში არ მივდივარ ,რატომ ?_ ხოში მაქვს და იმიტომ ! ცუდი ვარ ,ვიცი,ვიცი … 🙂

მინდა ხვალინდელი დღე უსაქმურობაში გავლიო…

და საერთოდ ძალიან გადავიღალე,ძალიან.ფიზიკურადაც და ემოციურადაც ….

მინდა მალე ჩაიაროს ყველაფერმა,მიუხედავად იმისა,რომ საეთოდ არ მაქვს საახალწლო განწყობა,მინდა მოვიდეს ახალი წელი.საახალწლო ფუსფუსი მომენატრა…

უჰ,იმდენი რამის დაწერას ვაპირებდი,ვერაფერს ვეღარ ვფიქრობ. ყავა მიდგას გვერდით და ვეცნობი ფეისბუკურ ამბებს ^^.

დროებით ,მკითხველნო….

tumblr_mevwuqkrQR1qdshhdo1_500_large (1)

Advertisements

2 thoughts on “დათოვლილი ”მე ” ..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s