კარნავალი.

გუშინ 21 დეკემბერს სამწუხაროდ არ მოვკვდით,არც მეტეორი და ციური სხეულები დაგვეცა თავზე,მაგრამ დაგვითხოვეს და ეს ამბავი სკოლაში მოწყობილი კარნავალით ავღნიშნეთ.

კარნავალი დიდი ხანია მზადების პროცესში იყო .მეც ,ნათიამ და მარიამმაც   2კვირით ადრე დავიწყეთ მზადება,მიუხედავად იმისა,რომ  მაინც სადღაც ვიცოდით,რომ ეს ის არ იქნებოდა რაც ჩვენ გვინდოდა.

როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ კაბა  სპეციალურად ამ დღისთვის ვიყიდე. არ ვაპირებდი მაღლების ჩაცმას,მაგრამ  ბოლოს მაინც მივხვდი ,რომ ჩემს კაბას ძალიან მოუხდებოდა ^^ …

გუშინ სკოლაში მაინც წავბოდიალდი მიუხედავად იმისა,რომ ოთხშაბათს და ხუთშაბათს არ ვყოფილვარ …მასწავლებელს ვეხვეწე გამიშვითქო ,ხან რა ავიტკიე ,ხან რა ,მაგრამ ნურას უკაცრავადოო🙂

ჩვენ მაინც არ დავნებდით და მეშვიდე გაკვეთილიდან გამოვიპარეთ.უბრალოდ დაგვავიწყდა,რომ მეშვიდე გაკვეთილიც გვქონდა🙂

სახლში,რომ მივედი დედაჩემი ავაღელვე,დავაჩქარე,მირანდაც გადავრიე,რომელიც სკაიპით აკვირდებოდა ჩემს მზადებას.

ბოლოს და ბოლოს გამოვეწყვე, ჩავიცვი ჩემი კაბა და ფეხსაცმელები და დავურეკე ნათიას. შენს კორპუსთან ვართ,გამოდიო .. ძვლივს ჩავბობღდი კიბეებზე და ძვლივს ჩავჯექი მანქანაში . მერე მივხვდი ,რომ ეს დღე უმტკივნეულოდ არ ჩაივლიდა ,დედაჩემისთვის უნდა დამეჯერებინა გამოსაცვლელი ფეხსაცმელები წამეღო,მაგრამ მერე უკვე გვიანი იყო🙂

მე ,ნათიამ და ეკა დეიდამ მარიამს გავუარეთ და მივედით სკოლაში .. ლევანიმ მომიშალა ნერვები,მასკის გარეშე არ შემოგიშვებთო,გავიკეთე მასკა  შევედი სკოლაში ,დავდე ფანჯრის რაფაზე და ვგონებ ,კიდევ იქ დევს მარიამის და ნათიას მასკებთან ერთად🙂

არ ვიცი რა მოგიყვეთ კარნავალის შესახებ მეტი,მოლოდინს არ გადააჭარბა ნამდვილად,უფრო მეტიც ცოტა იმედი გაგვიცრუა,მაგრამ რას ვიზავთ .

ერთი პარალულურიდან არცერთი ბავშვი არ იყო,მეორედან ყველა🙂 ჩვენი კლასიდან ცოტანი ვიყავით ,სამი გოგო და ბიჭები.

ვიბოდიალეთ სკოლაში ,მასწავლებლების ნომინაციებზეც ვიცინეთ : ყველაზე გამძლე,ენერგიული,აჯაფსანდალი და ა.შ.🙂

ბოლოს ქვევით ჩავედით და ფეიერვერკს ვუყურეთ🙂 ჰმჰმჰ🙂

სურათები გადავიღეთ,ვიცინეთ და წამოვედით .

ეკა დეიდამ პირდაპირ სადარბაზოსთან  მომიყვანა,მაგრამ კიბეებზე ძვლივს ავედი ,ბოლოს უკვე ძაან გაჭედილი მქონდა,მეტს აღარ მივქარავ🙂 სახლში,რომ შევედი ეგრე მეთქი ნინუცა ჩუსტები🙂 ჩემი დაც ჩემზე ღადაობდა,მამაჩემიც დედაჩემის და მგონი ყველა ვინც დამინახა როგორ მოვედი სახლში🙂

საბოლოო ჯამში კარნავალს არაუშავდა,მაგრამ რაღაც პონტში კარგიც იყო ^_^ …

მირანდამ დამირეკა საღამოს მიხვედი სახლშიო ? კი მეთქი,დღეს გადარჩით-თქო🙂

მოკლედ, მიხარია რომ დამითხოვეს ,მიხარია რომ კარნავალზე ვიყავი და მიხარია,რომ მაქვს შესაძლებლობა ,გემრიელი და  ხალისიანი არდადეგები და ახალი წელი გისურვოთ!

მუდამ თქვენი მარიმგა!

430898_393183320770232_666560735_n (1) 407286_488797031171283_1248801361_n (1) DSC03073edited OLYMPUS DIGITAL CAMERA OLYMPUS DIGITAL CAMERA OLYMPUS DIGITAL CAMERA 481402_393450107410220_545668754_n OLYMPUS DIGITAL CAMERA

ესეც მე,ჩემი კაბა,კარნავალი,ჩემი ლამაზი გოგოები და ჩემი სიმპაწიური კლასელები

♥ ..

4 thoughts on “კარნავალი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s