საახალწლო ამბები ♥

შარშანს მერე პოსტი არ დამიწერია . ყველა ბლოგერმა დაწერა  შემაჯამებელი პოსტი იმის შესახებ თუ როგორი წელი იყო მათთვის 2012. მეც ვაპირებდი ,რადგან ფბ აჭრელდა პოსტებით …ბოლოს გადავიფიქრე ,რადგან დავფიქრდი : )) ..

 2012 წელი  იყო ძალიან ჩვეულებრივი წელი . არაფერი გასაგიჟებელი და მნიშვნელოვანი არ მომხდარა . კი ,იყო რაღაცეები ,მიღწევები ,წინსვლა,წარმატებები მაგრამ არა ისეთი,თქვენ რომ დაგაინტერესებთ . არა,როგორ არ დაგაინტერესებთ ,მაგრამ მე არ მსურს ბლოგზე ამაზე საუბარი … 

2012 წლი იყო საკუთარ თავზე გამარჯვების წელი ,რადგან ძალიან ბევრი ”დავაჩოქე” .. ძალიან ბევრი რამ გადავლახე.ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან ბევრი ვინმე გავუშვი,ბევრიც დავაფასე. ძალიან გავიზარდე. ძაალიან …  ამ მხრივ კარგი წელი იყო… ნუ ,მოკლედ და კონკრეტულად ბევრი ,რომ არ ვილაპარაკო წარსულზე, ნორმალური წელი იყო აღმართებით და დაღმართებით სავსე : )) …

ახალი წელი ნორმალურად  გავატარე. ერთი დიდი მინუსი ის იყო,რომ  გაციებული ვიყავი .. 30 დეკემბერი ჩემთვის არ არსებობდა,რადგან მაღალი სიცხე მქონდა, გავითიშე და მთელი დღე მეძინა. ათასში ერთხელ მეღვიძებოდა და დედაჩემს მალინიან ჩაის ვთხოვდი .მერე ხმა დამეკარგა.საერთოდ ვეღარ ვლაპარაკობდი . 30ში იმდენი რამე დავლიე,იმდენი ჩაი,,რომ 31-ში დილით ფეხზე ადგომაც შევძელი და ცოტა ხმაც ამოვიღე..

 მარიმ დამირეკა 3ისთვის ,ეკა დეიდა და ნათია გველოდებიანო. 6ისთვის ნათიასთან ავედით.დედაჩემი ისევ სამზარეულოში ფუსფუსებდა.  რომ შევედი ნათიასთან , ყველამ იცოდა,რომ ხმა არ მქონდა ,მაგრამ ამ დონეზე ვერ წარმოიდგენდნენ და ყველა გაკვირვებული უსმენდა ჩემს ჩურჩულს😐 … მარი დამცინოდა აი ,ექსკურსიაზე მე,რომ ხმა დავკარგე და შენ ღადაობდი ღირსი ხარო🙂 …ეკა დეიდას ცხელი ლიქიორი ჰქონდა,დამალევინა .ისე მოუხდა ჩემს ყელს და ჩემს ხასიათს ისე, ისე რომმმმ …….  ბევრი ვიჭორავეთ ვიცინეთ  ,დავლიეთ და დავიშალეთ . დაახლოებით 9ზე უკვე სახლში ვიყავი …

 12ისთვის სუფრა გავშალეთ მე ,დედამ და ნინუცამ და  ახალწელს  თბილ ,ოჯახურ გარემოში შევხვდით .ნინუცამ და მამამ  ფეიერვერკიც ისროლეს .ნინუცას ისე უხაროდა ,ჩემი თავი გამახსენდა,ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა, ეხლა კი რეაქცია 0😐 …

ჩემთან თოვლის ბაბუაც იყო და ძალიან საყვარელი საჩუქარიც მომიტანა : ))

64539_488018077908852_484461075_n

მერე ცოტა სახლშიც დავლიეთ … მერე გაგვახსენდა ,რომ ბებო და ბაბუ მარტოები ხვდებოდნენ ახალ წელს,სიურპრიზის გაკეთება გადავწყვიტეთ და მოულოდნელად დავადექით სახლში .ნინუცამ შოკოლადები შეყარა ,შუშხუნებით ხელში შევარდა. ძალიან გაუხარდათ, არ ველოდებოდით ასე თუ გაგვახარებდითო … ცოტახანს ბებოსთან და ბაბუსთან ვიყავი ..

მერე კლასელებმა დამირეკეს და  ტაქსით გავწიე მათკენ. გზაში მძღოლი თავის ტრაგიკულ ბავშვობაზე მიყვებოდა.მიყვებოდა როგორ ჩარჩა 3ჯერ კლასში ,როგორ  უყვარდა ერთი გოგონა და ახლა  როგორ ჰყავს 3 ვირი ბიჭი😐 … 

ბავშვებთან ერთად ვიმაიმუნე და სახლშიც მოვედი.. მერე სკაიპში მე ,მარიამი და მარი ვლაპარაკობდით და თან ვსვავდით : )).. სკაიპით ვამბობდით სადღეგრძელოებს.. მერე ლევანიც შემოგვიერთდა  … რომ დავწექი 6ხდებოდა : )).. 

პირველში მარი მყავდა . ვიქეიფეთ გემრიელად. ბებიაჩემის ლიქიორი დავალევინე.დამცინა ეს რა არის რა კამპოტის გემო აქვსო. გავაფრთხილე გრადუსიანია ამდენ ნუ სვავ თქო,მაგრამ არ დამიჯერა. ბოლოს ძვლივს გავიდა ჩემი სახლიდან… დედა მაგდასთან იყო წასული .მე მარი გავაცილე და მაგდუსიას შევუარე.. იქაც შავი ღვინო დავლიე. ვგიჟდები ამ გოგოს ღვინოზე და რა ვქნა …

საღამოს ბებია და ბაბუა ჩამოვიდნენ .მერე შმაგი და მისი  მეგობარი მოვიდნენ. ეგ პრიკოლი იყო : ))

 2 იანვას,შუადღის 4 საათზე შუაძილში,რომ ვიყავი მაშინ დამირეკა  მარიმ, ნათიასთან ავიდეთო.. ძვლივს გამოვფხიზლდი,ჩავიცვი და ავუარე გოგოებს.. მარიამიც უნდა მოსულიყო,მაგრამ დედამისს გაებუსა და პროტესტის ნიშნად სახლიდან ფეხი არ გამოუდგამს : )) …

 მე ,ნათია , მარი,ეკა დეიდა და თათია (ნათიას მეგობარი) ვისხედით,ვსვავდით და  ვჭორაობდით .. ეკა დეიდა გადავრიეთ ,თქვენ შვილო ტანსაცმლიანი გიჟები ხართ ,რომელი დედამთილი გაგიძლებთო : ))  კარგად ჩაიარა 2მა იანვარმა,ბედობამ.მეგობრებთან ყოფნა,ძილი და ხარხარი დამებედა : )) ..

154402_193261874149571_579341082_n

3ში  თვალი,რომ გავახილე  ჩემს ოთახში ირაკლი,ევა,თიკო,დაჩი და ნანაკო იყვნენ და კვდებოდნენ სიცილით . უნდა მეთქვა ამ დილაუთენია რამ გაგაგიჟათ -თქო ,მაგრამ მივხვდი ,რომ გვიანი იქნებოდა და აღარაფერი მითქვამს… საათს შევხედე  6ხდებოდა.. გარეთაც ბინდდებოდა უკვე … ამოვისუნთქე ბედნიერმა იმით,რომ  კიდევ 3კვირა მქონდა ასეთი განცხრომისთვის ,ძილისთის და უსაქმურობისთვის….მერე ტრადიციული ქეიფი წავიდა. მაგდაც მოგვივიდა ცოტახანში .კაცები იქით სვავდნენ,ჩვენ აქეთ ყავას მივირთმევდით და თან ნანაკოთი ვერთობოდით. ჩემი ციცქნა გოგო,როგორ მიყვარს . ჩემი მანიკურები და ბეჭდები მივეცი .ისე გაერთო ამ ბრჭყვიალა რაღაცეებზე,რომ სულ აღარ ამოუღია მთელი საღამო ხმა. დაჩი გიჟია უკვე, არ გაჩერებულა,მთელი სახლი დაგვილაგა : )))

030120131845

დღეს დილით მარის და ლალი დეიდას ხმამ გამაღვიძა.ხალათი მოვიცვი და ეგრევე წამოვხტი ლოგინიდან… ნინუცა და მამა ვაზისუბანში იყვნენ ასულები ,ბებოსთან და ბაბუსთან. ჩვენ ცოტა ვიჭორავეთ ,ვიკამათეთ,დავლიეთ და ტკბილად დაბერება ვუსურვეთ ერთმანეთს : )) …

საღამოს მაგდუსია და ვანიკო იყვნენ ჩვენთან. ბევრი ვიცინეთ …

ძალიან დავიღალე ამ სტუმრიანობით და აქეთ-იქით სიარულით,სახლში პიჟამოებითაც ვეღარ დავდივარ  ვიცი,რომ აუცილებლად ვინმე უნდა მოვიდეს. ტელეფონთან სულ ყურადღებით ვარ პონტი არ გამემაზოს🙂  ….

”ორჰან ფამუქის” თოვლს ვკითხულობდი .დიდი წიგნია. 100 გვერდამდე,რომ ჩავედი და მივხვდი არაფერი არ მესმოდა და ძალიან უჟმურად ვკითხულობდი გვერდზე გადავდე .. არ შემიძლია იმ წიგნის კითხვა ,რომელიც თან არაფრის მომცემია და თან არ მაინტერესებს…

 იმ დღეს დივანზე ვიყავი წამოწოლილი,რომ გამახსენდა ლალი მოროშკინას ”ყველა კაცი იდიოტი არ არის ანუ როგორ გავთხოვდეთ”,რომ მქონდა სახლში,მოვძებნე და წავიკითხე მთლიანად…  შთაბეჭდილებები და დასკვნა წიგნზე და მის ავტორზე:

1.ტყუილად დაკარგული 2საათი.

2.ყველა კაცი იდიოტი არ არის,მაგრამ ლალი მოროშკინა ნამდვილად იდიოტია.

3.იმედგაცრუება,რადგან მოროშკინა ჭკვიანი ქალი მეგონა..

4.ლალი მასწავლის როგორ გავთხოვდე?🙂

5.არ გთვლით პასუხის ღირსადაც კი იმ ადამიანებს,რომლებმაც გაიგეთ,რომ ეს წიგნი წავიკითხე და მითხარით ,რომ გათხოვება მინდა😐

ახლა აკა მორჩილაძის ”ქაღალდის ტყვიას ვკითხულობ” .. კარგი წიგნი ჩანს, რომანია,საკმაოდ ცნობილი….

უჰ,რამდენი ვილაპარაკე.თითები მეტკინა, კაი ბარაქიანი პოსტი  გამოსულა : )) …

ახლა წავალ ”სასიყვარულო მენეჯმენტს” ვუყურებ და მერე დავიძინებ…

თქვენ კი ,ჩემო ძვირფასებო და საყვარლებო,ახალ წელს გილოცავთ .ბედნიერი და მრავლის მომტანი წელი ყოფილიყოს 2013 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. გილოცავთ! :*

553186_339851736130230_1541985211_n

6 thoughts on “საახალწლო ამბები ♥

  1. უჰ, რა კარგი იყოო… : )) ბევრ რამეზე გამეღიმა და ხმამაღლაც ჩამეცინა : )))
    ტაქსისტს გულითადად ვუთანაგრძნობ… : )) ეკა დეიდას აბსოლუტურად ვეთანხმები, თუ მართლა ჩემნაირი ხარ, შვილო (რაც ბევრჯერ გამოგიხატავს), ნამდვილად გაუჭირდება ვინმე ქალს, რომელსაც დედამთილის სტატუსი ექნება, შენ/ჩემი/ჩვენი გაძლება :დდდ

    ნანაკო რომ ამოვიკითხე პოსტში, როგორ მეუცნაურაააა… ეს სახელი მარტო ჩემს დასთან ასოცირდება და ლამის დავუძახე კიდეც ნანაკოს, როდის იყავი უჩემოდ მარისთან-მეთქი? :დდ

    “ყველა კაცი იდიოტი არ არის,მაგრამ ლალი მოროშკინა ნამდვილად იდიოტია.”
    – მომწონხარ!

    “სიყვარულის მენეჯმენტს” სწორედ მაშინ ვუყურე, თურმე, როცა შენც უყურებდი, მაგრამ ამჯერადაც, ერთმანეთის დამოუკიდებლად ვაკეთებდით ზუსტად ერთსა და იმავეს : ))))
    მე იმედები გამიცრუასავით, მთლად არ აღვფრთოვანებულვარ… : )))

    • ტაქსისტმა ჩემს საახალწლო განწყობაზე გემრიელად იმოქმედა :)) მე საქეიფოთ და გასართობად მივდიოდი და ეს კიდე …. ეჰ :დ
      ნანაკოო❤ მეც მყავს ჩემი ნანაკო❤ სხვათაშორის თავიდან მეც ძალიან მეხამუშებოდა ნანაკოს დაძახება,მე მარტო შენი ნანაკო ვიცოდი და ეხლა შევეჩვიე🙂
      ეჰ,საწყალი ჩვენი დედამთილები,რა ვქნა გიჟი ვარ ,რა ვქნა :დ
      ფილმმა არც მე მომხიბლა,უკეთესს ველოდი😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s