08.08.12..

მოგესალმებით გურიიდან …

როგორ ხართ? როგორ მიდის თქვენი და თქვენი ბლოგის საქმეები? დარწმუნებული ვარ ძალიან მოგენატრათ ჩემი ბლოგი და სულმოუთქმელად ელოდებით ახალ  პოსტს მარიმგას ბლოგზე… მართალი ვარ ,ხომ ?

მიყვარს ჩემი თავი  ,ჩემი ყველაფრიანად და რა ვქნა ?  მიიღეთ  ჩემი ეს ნაკლი ,უჰ !

უკვე 2კვირაა რაც გურიაში ჩამოვედი… სიმართლე გითხრათ ,წლევანდელი წელი შარშანდელთან შედარებით უფრო ხალისიანი და საინტერესოა,რითი ვერ გეტყვით ,მაგრამ ფაქტი,ფაქტია.

რაღაცნაირი ამინდებია . ნუ,მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ხშირად წვიმს,მაინც არ მაწუხებს უამინდობა,რადგან ყველაფერთან ერთად გრილა და ცივი  ნიავი უბერავს…

მთელი დღე ნაძვების ძირში ვართ მთელი ოჯახი .. გრილი სიო,ჰამაკი,წიგნები ,მუსიკები და კარგი გარემო ყველაფერს ცუდს გვავიწყებს ყველას.

მდინარეზე წელს საერთოდ არ ვყოფილვარ . თან წასვლა მეზარება და თან რაღაცნაირად არ მინდა ……

ჩემი დაიკო და ჩემი ბიძაშვილი მთელი დილა ღრუბლებს უყურებენ და  მათი მოძრაობით კმაყოფილები მამაჩემს  4საათზე მდინარეზე წასვლას აიძულებენ …

დედაჩემი და მამაჩემი  დღის ნახევარს ნარდის თამაშს ანდომებენ …როცა მამაჩემი აგებს ,დედაჩემს თვითკმაყოფილების გრძნობა კლავს ,მამაჩემს კი ბრაზი J

ჩვენი მეზობელი და დიდი ხნის მეგობარი ტატო  ძალიან ხშირად არის ჩვენთან. ჯოკერს ვთამაშობთ ,ვლაპარაკობთ და ვერთობით …. სულ ვთანხმდებით ხოლმე,რომ თბილისშიც ვნახოთ ერთმანეთი,მაგრამ ვერ ვახერხებდით აქამდე.იქნებ წელს მაინც ვქნათ ,რაცხა!

იმ დღეს გრილოდა ,მაგრამ ჩემმა დამ და ჩემმა ბიძაშილმა  იმდენი იწუწუნეს,რომ მაინც აღმოჩნდნენ მდინარეზე… დედაჩემმა ,მე და  ტატოს წყლების ამოტანა გვთხოვა,ამასობაში გაწვიმდა და გამომდინარე იქიდან,რომ არც-ერთი არ ვართ ნორმალურები წუწაობა დავიწყეთ J დედაჩემმა  კი გვეძახა გაცივდებითო,მაგრამ ვის ესმოდა?!

ჩემი თბილისელი მეგობრები (და არა მარტო) ხშირად მირეკავენ ხოლმე და მოწყენილობის ჟამს  მამხიარულებენ… ვახარბებ ხოლმე,თბილისში ,რომ იხუთებით მე აქ ჟაკეტით დავდივარ_თქო.

ლეპტოპში ჩაწერილი ფილმები უკვე ყველას ყელში ამოგვივიდა.

სამი მუშკეტერი დავჯდებით ხოლმე და უკვე მილიონჯერ ნანახ ფილმებს ვუყურებთ და ვუყურებთ …

რატომღაც ძალიან ადრე მეღვიძება , რაც უფრო მიწელავს დღეს ….

1კვირის წინ  გადავწყვიტე ,მერბინა , სასურველ ფორმასაც მივიღებ და უსაქმურადაც აღარ ვიქნები-თქო ..

წავედით მე და ნინუცა ,ვირვინეთ . კი ვიცოდი,რომ თავიდანვე სირბილი არ შეიძლებოდა თან ამ დანჯღრეულ გზაზე ,მაგრამ მაინც ვირბინე … ეს ჩემი ვარჯიში კი იმით დასრულდა,რომ მეორე დღეს ვერც ვიხრებოდი და კიბეებზეც ძვლივს დავდიოდი.

მამაჩემს და ნინუცას კიდევ მეტი არ უნდოდათ ,მთელი დღე იჯდნენ და ჩემზე ღადაობდნენ…

ნუ,სირბილს ვაპირებ ,მაგრამ გურიის გზები ამისთვის ნამდვილად არ გამოდგება ,ამიტომ თბილისისთვის გადავდე ეს ამბავი ..

გუშინ გურული მეზობლები იყვნენ გადმოსულები ,იმდენი მაცინეს ,იმდენი რომ მუცელი ხელით მეჭირა .

ვამბობ რა ,პრიკოლი ხალხი ცხოვრობს -თქო და არ გჯერათ …

ხოომ….

გმირთა ვარამის მესამე წიგნს ვასრულებ და აღფრთოვანებას ვერავისთან ვერ ვმალავ . აი ,გავგიჟდი …. ღირდა პირველი და მეორე წიგნის წვალებით წაკითხვა იმისთვის ,რომ მესამეზე მივსულიყავი .ნამდვილად შედევრიაა!

ივნისი -ივლისი არხეინად ვიჯექი ,მეგონა ბევრი სამეცადინო არ მაქვს -თქო ,მაგრამ აქ გადმოვალაგე ჩემი წიგნები და ვაი!

როგორმე 17აგვისტომდე უნდა მოვასწრო ყველაფერი ,თორემ ბათუმში და კახეთში მე მეცადინეობას ნამდვილად ვერ მოვახერხებ.

ნინუცა და ჩემი ბიძაშვილი გაუთავებლად  ყველაფერზე ჩხუბობენ … ეხლაც მაგიდაზე კარტებით ცდილობენ რაღაცის აშენებას ,მიზანს ვერ აღწევენ და ერთმანეთს აბრალებენ …

ჩვენი დილა იმით იწყება,რომ ეს ორი მაიმუნი თავზე მადგებიან და მეხვეწებიან ვიწუწაოთო … ეგ არის რა ,ერთი-ორჯერ ეწუწავები და მერე აღარ მოგასვენებენ J

ჩემი დალოცვილი მობილური ,რომ არ არსებობდეს თავისი ინტერნეტით  არ ვიცი რა მეშველებოდა. სულ მოვწყდებოდი ყველანაირ ცივილიზაციას ….

ხოომ …

სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ,მოსაყოლი არაფერი მაქვს …

17 აგვისტოს ბათუმში ჩავალ და კიდევ ერთხელ მოგეფერებით ….

 

იმედია ,ირას ინტერნეტი პატივს მცემს და ამ პოსტის დაშეარების საშუალებას მომცემს …

აბა ,დროებით ჩემო კარგებო .

მუდამ თქვენი მონამორჩილი,მარიმგა!

06082012928

8 thoughts on “08.08.12..

  1. გურია ჩემი სიყვარულია😀 ♥
    მართლა ძალიან კარგი ადგილია. ლამაზი ბუნებით და ზე მხიარული ადამიანებით🙂
    მდინარეს კიდე მე არასოდეს ”ვმაზავ”😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s