10.08.12

გამარჯობათ ,ბლოგერნო!

როგორ ხართ ?

კიდევ ერთ გამოუქვეყნებელ პოსტს ვწერ ,მაგრამ რა ვქნა ,გურიაში არ არის ინტერნეტი და კარგი ცხოვრება.

ძალიან მომენატრა წერა, შეიძლება ეს პოსტები არც გამოვაქვეყნო,მაგრამ თავს ვირთობ და ვცდილობ  წერა არ დამავიწყდეს…

დღეს 10 აგვისტოა. დილიდან წვიმს. საშინლად წვიმს.წუხელაც წვიმდა. გურიაა , რა . აქ ერთი,რომ გაწვიმდება ,მერე გადაუღებლად იცის  წვიმა.

ყველაფერთან ერთად ძალიან ცივა . შალის ჟაკეტები გვაცვია ყველას. სულაც არ იგრძნობა  ჩოხატაურის რაიონ სოფელ იანეულში ის ,რომ აგვისტოა.

აგვისტოში ასეთი წვიმები და სიცივეები ,რომ არის წარმომიდგენია ზამთარში რა იქნება.

მთაში ისეთი ნისლია,რომ სოფელშიც  ჩამოწვა და მთები საერთოდ აღარ ჩანს.

წეღან  ცისარტყელაც გამოჩნდა. ძალიან გამიხარდა,ვიფიქრე აღარ გაწვიმდება -თქო ,მაგრამ ისე დაუშვა სახლმა ზანზარი დაიწყო.

დღეს ჩვენი ნათესავი იყო ჩვენთან მოსული და პირველად გავიგე ,რომ ეს სახლი 160 წლის ყოფილა.

სახლს ნამდვილად ეტყობა ,რომ ძალიან ძველია ,მაგრამ მაინც მაგრად დგას და ყოველ წელს პატიოსნად გვმასპინძლობს.

ნუ ,რაღაც ხარვეზებს თუ არ ჩავთლით სახლი ‘ქაჩავს’ და იმედია კიდევ დიდ ხანს მოგვცემს იმის საშუალებას,რომ წელიწადში ერთხელ ისიც აგვისტოში,მთელი წლის ნანატრ თვეში ,ჩაფუთნულები ვიჯდეთ აივანზე ,ცხელი ყავა ვსვათ და  ვუყურებდეთ ნისლში ჩამალულ ბუნებას ….

წეღან ვთამაშობდით ჯოკერს ,როგორც ყოველთვის ,მე და ჩემმა ბიძაშვილმა წავაგეთ,გვჩაგრავენ დედიკო და მამიკო. მერე უცებ გაწვიმდა .საქმე არ მქონდა არაფერი , წამომიარეს და თავსხმა წვიმაში გარეთ გავვარდი.მერე ჩემი ბიძაშვილიც გამომეკიდა და ასე გიჟებივით ვცეკვავდით წვიმაში.დედაჩემი ვიდეოს გვიღებდა. ჰმმმ.. არც იოცნებოთ ,არავის არ გაჩვენებთ ! J

ხოოომ.

დღეს გმირთა ვარამის მესამე წიგნი დავასრულე. უნდა ვაღიარო,რომ სულ ტყუილად ვწუწუნებდი , არაფრად არ ვარგა-თქო,მართლა ძალიან კარგია ,ძალიან კმაყოფილი ვარ ….მეოთხესაც მალე დავასრულებ . მთელი არდადეგები შევალიე ამ გმირთა ვარამის კითხვას,მაგრამ ღირდა .სკოლამდე ერთ -ორ სამოყვარულო ნაწარმოებსაც მოვასწრებ ,ალბათ ..

გუშინ ველაპარაკებოდი მარის( ნუ ,სულ ველაპარაკევი ,მაგრამ მაინც .. )ასე მითხრა ,ზამთარი მომენატრაო,სკოლაში მაიმუნობა და გერმანულზე დაგვიანება მაკლიაო. კი გავგიჟდი სულ არ მენატრება -თქო,მაგრამ მერე მეც მომინდა სამშაბათს,სკოლიდან დაბრუნებული ნახევარ საათში მათემატიკაზე გავქცეულიყავი და იქიდან გერმანულზე წავსულიყავი …და ,გამეგრძელებინა ასე მთელი კვირა..

ჰმმმ……..

არა ,არ მინდა სკოლა.მთელი წელი ბოდიალი მეყოფა,3თვე მაქვს დასვენება და  ბოლომდე უნდა ‘შევირგო’.

მთელი წელი ამას არ ვნატრობდი?! მე არ ვიყავი ,რომ ვამბობდი მინდა ბევრი დრო მქონდეს წიგნის  წასაკითხად -თქო?! ჰოო,ჰო მე ვიყავი .

ნუ, ყველაზე დიდი საქმე რასაც გურიაში ვაკეთებ კარტის თამაშია.სოსო და სუხო მეკაიფებიან უკვე, რამდენი მომიკითხეს რას აკეთებო ,იმდენი ვუთხარი კარტს ვთამაშობ-თქო…. J

რა ვქნა აბა სხვა,კი მიყვარს კითხვა,მაგრამ მთელი დღე შეუძლებელია ვიკითხო,ჩემი თვალები მიყვარს მე!

აი,ამასობაში წვიმამაც გადაიღო,ოდნავ ჟინჟლავს…

აბა,დროებით … იმედია ,ოდესმე ნახავთ ამ პოსტს : )) …

43db126a5207

2 thoughts on “10.08.12

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s