i’m not crying… I”m strong!!

69515_398891713517148_1261253357_n

დილით  9საათზე გამეღვიძა… დღეს შაბათია ,მაგრამ მაინც … არ მინდოდა ადრე ადგომა და 10 საათამდე გავქაჩე ლოგინში …მერე ავდექი …

ავდექი და თავში ყველაფერმა ერთად გამიარა.თავბრუ დამეხვა და დავჯექი.. ვიჯექი დაახლოებით 15 წუთი…15წუთი-15წელი …

მერე ყავა გავიმზადე და კომპიუტერთან მოვკალათდი.. უცებ ზარია ტელეფონზე… იქით ოთახში მქონდა და სანამ ვნახე ვინ იყო,მანამდე ვიგრძენი და ისიც ვიცოდი რა უნდოდა…და ისიც ვიცოდი,რომ ცრემლისღვრა არ ამცდებოდა… ბოლო3 კვირაა ასე ვარ  , ყველაფერზე ცრემლები,ცრემლები,ცრემლები.. ყველაფერზე? ყველაფერზე კი არა არაფერზე… ალბათ ახლა,ჩემმა დამ ოთახის კარები ,რომ შემომიღოს და მითხრას ობობა მოვკალიო,ტირილით გავსკდები…

ეს უბრალოდ მიზეზებია.მიზეზები იმისა,რომ დავიცალო.. მიზეზები იმისა,რომ დავიკიდო. მაგრამ სამწუხაროდ ვერც ვიცლები და ვერც მკიდია….

მიზეზებია იმიტომ,რომ მინდა ჩემი თავის მჯეროდეს..მინდა მეც ვთქვა ის,რომ ძლიერი ვარ და ეს უბრალოდ ჩემს გარშემო მოძრავი ხალხის სიტყვები არ იყოს ჩემსკენ ნატყორცნი…

კი,ძლიერი ვარ … ძლიერი ვარ ,რომელსაც საშინლად ეშინია სიკვდილის.. ძლიერი,რომელსაც საშინლად უყვარს მარტოობა,მაგრამ მაშინვე დეპრესიაში ვარდება,როგორც კი მარტო რჩებაა.

უცნაური ხარო,მალე დინოზაურების მსგავსად შენც გადაშენდებიო ,ასე მითხრა … სულ რაღაც გინდა,მაგრამ შენთვითონაც არ იცი ,რაო…სულ უკმაყოფილო და სულ კმაყოფილი ხარო. მიყვარხარო,ხო მეც -თქო..მეც მიყვარს ჩემი თავი-თქო .. მე მჯერა,რომ ოდესმე დაიღლები და მიხვდები,რომ მე ის ადამიანი ვარ ,რომელიც გიმსახურებსო,რომელსაც იმსახურებო… ჩამეცინა ჩემთვის და მარჯვენა თვალიდან წამოსული ცრემლი მოვიწმინდე… შენ მაშინ იცინი,როდესაც ცუდად ხარო… არა -მეთქი.ასე არ არის თქო.. როგორ არა , ყველაზე მხიარულებს ყველაზე სევდიანი გულები აქვთო… ისევ ჩამეცინა,ისევ ცრემლი,ოღონდ ამჯერად მარცხენა თვალიდან.. აღარ მომიწმენდავს, ვაცადე როდის ჩავიდოდა ყელამდე და როდის გაქრებოდა… მაგრამ სამწუხაროდ არ გაქრა…

-შენთვითონაც იცი ეს ის არის რაც ჩვენ გვინდა..

-ხოდა მეც ზუსტად  მაგის გაანალიზებას ვცდილობ…

-მარი დამღალე..

-მეც ..მეც დამღალა ”მარიმ” …

მერე უცებ  ტელეფონი ითიშება .. მარიც ითიშება,ხალათს იხდის ,რომელიც პიჯამოს ზევით აცვია ,იატაკზე ჯდება,ლოგინს ეყუდება და ტირის.. ტირის ,მაგრამ არ იცის რატომ..უბრალოდ ტირის.ტირილის დროს ხვდება,რომ თუ თავი არ გააკონტროლა ტირილი ”დაახრჩობს” და ”მოინებელებს”…

არაფერი ისე არ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას როგორც ტკივილი.არც ალკოჰოლი,არც სიგარეტი ,არც სიცივი ,არც შიმშილი…

ტკივილი…ტკივილი კლავს….

_______________________________________________

3საათის შემდეგ …

ზარი ტელეფონზე.ისევ ხმის კანკალი,ისევ ცრემლები,ისევ დაძაბულობა ,მაგრამ მაინც სიყვარული…სიყვარული…..

დამთავრებულია ყველაფერი …

-იმედია კარგად იქნები,მარიი.

-იმედია ..მეც … შენც …

Advertisements

6 thoughts on “i’m not crying… I”m strong!!

  1. ძალიან კარგი იყო, უბრალოდ ამდენი მრავალ წერტილი არაა საჭირო. ანუ მრავალ წერტილი ისეთ დროს გჭირდება როცა შენ შენს სათქმელს არ ამთავრებ და მკითხვლს აძლევ საშუალებას თავისით გააგრძელოს ან იფიქროს რამეზე და ანუ ამ შემთხვევაში რავი მგონი იმდენად არ მოითხოვდა საჭიროებას ტექსტი :)) კრიტიკად ნუ მიიღებ, რჩევაა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s