ცრემლებად მოდის ხანდახან სიტყვები ♥

4 მარტი.გაზაფხულის მეოთხე დღე. გარეთ წვიმიანი ამინდია და ძალიან ცივა …

სკოლიდან მოვედი  ყველაფერი მივყარ მოვყარე და ლეპტოპთან მივესვენე… ჩემი ოთახის კარი,რომ გააღო ისეთი არეულობაა ,თავში დაგეცემა რამე ..

ლეპტოპის მაგიდაზე მარილიანი დაჭრილი ლიმონი,უნალექო ყავა დიდი ჭიქით და შოკოლადები აწყვია …

ნათიას ველაპარაკები სკაიპში.. დღეს მათემატიკა გვქონდა ,ორივე უჟმურ ხასიათზე ვართ ამინდის გამო და არ წავედით.თან დღეს წერა გვქონდა მათემატიკაში და ხვალისთვის დავალება არ გვაქვს …

მერე რა ,რომ ხვალისთვის მათემატიკის გარდა ბლომად სამეცადინო მაქვს ,არ ვარ ეხლა ხასიათზე და რბილად,რომ ვთქვა ,მაგრად მკიდია ის ფაქტორი,რომ მთელი დღე კომპიუტერთან უნდა გამოვშტერდე ,ყავით გავიჭყიპო და ღამის 11საათზე  დავჯდე სამეცადინოდ …..

გაზაფხული დადგაო და იავიცი, დეკემბერში არ ციოდა და ასეთი უჟმური ამინდები მაშინ არ ყოფილა.. ეს არ მიყვარს ყველაზე მეტად,მოლოდინს რეალობა ,რომ აბანძებს : /

სულ მინდოდა,რომ გაზაფხული მალე დამდგარიყო და სკოლა მალე დასრულებულიყო,ახლა კი მინდა ეს ზამთარი სულ გაგრძელდეს… ავიტან  ამ სიცივეებს შინაგანი სითბოს გამო …

”ლაშარელა”დავასრულე და ”დიდი ღამე” დავიწყე.. მიუხედავად იმისა,რომ არ მიყვარს ქართველი მწერლების ისტორიული რომანები ,ესენი მაინც მომწონს .ალბათ იმიტომ,რომ ”გმირთა ვარამს” გავს ორივე და  ეს წიგნი ძალიან მიყვარს მას შემდეგ რაც წავიკითხე…

თავში სრული ქაოსი მაქვს … ამას ყოველგვარი დაგრუზვის და ცუდი ხასიათის გარეშე ვამბობ,სადღაც  მომწონს კიდეც … ეს ქაოცი რთულია,მაგრამ რთული ,რომ არ იყოს,საინტერესოც არ იქნებოდა ალბათ.. უინტერესო და უმუღამო ურთიერთობას კიდევ ჩემთვის არ აქვს ფასი : ))) …

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.. ბედნიერ და მზიან გაზაფხულს გისურვებთ ,ყველას!❤

პ.ს რაც შეეხება სათაურს…. უბრალოდ ფბ-ზე ძრომიალისას წავაწყდი სურათს ამ წარწერით და ძალიან მომეწონა…..

ცრემლებად მოდის ხანდახან სიტყვები ♥

555372_365629186884597_222873952_n

 

4 thoughts on “ცრემლებად მოდის ხანდახან სიტყვები ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s