You are in my september

 

დიდი ხანია პოსტი არ დამიწერია და ისიც კი დამავიწყდა,ლინკი როგორ უნდა ჩავსვა პოსტში ))

ეს ისე,უბრალოდ გითხარით…

მთელი დღეა ჩემს თავზე და ზოგადად ადამიანებზე ვფიქრობ. ვფიქრობ და მივხვდი,რომ ძალიან მძიმე ხასიათი მაქვს და იმიტომ,ყვირის ჩემი ხასიათი სხვებისთვის და სხვებთან შედარებით,რომ ალბათ ყველას არ აქვს უნარი იყოს ისეთი ,როგორიც ვარ მე… რთული ხასიათი მაქვს და იმიტომ ვარ ძლიერი … ყოველთვის ძლიერ პიროვნებად ვთვლიდი ჩემს თავს და ბოლო პერიოდში მომხდარმა ამბებმა უფრო მკაფიოდ დამანახა ჩემი თავი.

ყველას არ შეუძლია მონატრების ჩახშობა თავის თავში. ბევრი ადამიანი ჩემს ადგილზე  ამდენ ტანჯვას და ცუდად ყოფნას, უბრალოდ ტელეფონს აიღებდა,დაურეკავდა,ხმას გაიგონებდა და იქნებოდა ბედნიერი.თან მითუმეტეს მაშინ,როდესაც იცი ,რომ ისიც ამას ელოდება და მხოლოდ შენი ერთი ზარი და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება . მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ ,იმიტომ რომ მე ვარ . იმიტომ,რომ მარიმგა ვარ .. იმიტომ ,რომ ჩემი პრინციპები ჩემზე ძლიერია..

ყველას არ შეუძლია გაიღიმოს და გაიცინოს მაშინ,როდესაც ძალიან ცუდად არის და ადამიანებზე ალერგია აქვს . მე შემიძლია მთელი დღე ვიცინო,ვიმღერო,ვიცეკვო ,ვიხარხარო და ჩემი კარგად ყოფნით ყველა ბოღმიანი და ბოროტი ადამიანი დავაბნიო. იმდენს ვიცინი,რომ მგონი სევდაც წუხდება,ხოლმე)))

მე არ მსურს მეტყობოდეს,რომ ცუდად ვარ … არ მსურს, ამით ჩემზე სუსტებმა და საცოდავებმა ისარგებლონ და თქვან მოღუშული ,თითქოს ძალიან შეწუხებული სახით ”ვაიმე,რა ცოდოა,რა ცუდად არის,როგორ განიცდის ” … მე არ მსურს დავემსგავსო იმ ადამიანებს,რომლებიც მთელი ცხოვრება მეცოდებიან …

მაგრამ ალბათ უფრო ბედნიერი ვიქნებოდი,ასეთი პრინციპული და საკუთარ თავში დარწმუნებული ,რომ არ ვიყო.. ალბათ უფრო ბედნიერი ვიქნებოდი,ჩემი თავი ასე ძალიან ,რომ არ მყვარებოდა. პრობლემა იმაშია,რომ ეჭვი არ მეპარება მომავალში ,ეჭვი არ მეპარება იმაში,რომ ისიც ზუსტად ასეა. ეჭვიც არ მეპარება იმაში,რომ ჩემზე ადრე ”გასკდება” და ის გააკეთებს იმას,რისი გაკეთებაც ახლა მე მსურს …

ალბათ ასეთი ”ბოროტი”,რომ არ ვყოფილიყავი,ცხოვრებაში და ამ ურთიერთობაში უფრო ბევრი ბედნიერი და სახალისო მომენტი მექნებოდა გასახსენებელი…

ალბათ ასეთი ამაყი,რომ არ ვყოფილიყავი ავიღებდი მობილურს,მივწერდი.მერე რა ,რომ გოგო ვარ .მერე რა ,რომ მე ვარ . მერე რა ?! ხომ შეიძლება ერთხელ მეც გადავდგა არც თუ ისე ცუდი ნაბიჯი? მაგრამ არა . ასე,რომ მოვიქცე ჩემი თავის პატივისცემა დამეკარგება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით .. ჩემი თავის რწმენა გაქრება ჩემში. მიზანდასახულს და ძლიერს ვეღარ ვუწოდებ ჩემს თავს და ეს ბოლოს მომიღებს.დანაშაულის გრძნობა შემჭამს და ყველაფერ სახალისოს მოკლავს ჩემში . ამას ვერ გადავიტან …

მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტები,როცა აუცილებლად ღიმილით უნდა შეხედო ყველაფერს.აუცილებლად ძლიერი უნდა იყო.აუცილებლად შენ უნდა იყო და არ უნდა ჰგავდე რობოტებს,რომლებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდები )))

შეიძლება ეხლა მტკივა ,მაგრამ დარწმუნებული ვარ ცოტახანში ვიამაყებ ჩემი საქციელით.მე მჯერა,რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც აქამდე იყო.მე მჯერა ,რომ ვიამაყებ ჩემი თავით ,ჩემი სიამაყით,ჩემი მოთმინების უნარით და ჩემი თავშეკავებულობით )))

პ.ს ბზობას გილოცავთ ♥

625535_488635294517833_1484031693_n

10 thoughts on “You are in my september

  1. მარიმგა კარგად დაფიქრდი,არსეებობს პრინციპებზე მაღალი რაღაც,ამ რაღაცას სიყვარული ქვია,საკუთარი თავის თვითრწმენაში შეიძლება “ისმეორე” უფრო დაგეხმაროს.დაფიქრდი,მე წარმატებებს გისურვებ :*

    • ჩემთვის არ არსებობს პრინციპებზე მაღლა მდგომი გრძნობა..
      დიდი მადლობა :))) :*

  2. ყველაფერი კარგად იქნება🙂 ხანდახან მართლა არ უნდა დააყენო არავინ საკუთარ თავზე წინ, უმეტეს შემთხვევაში სანანებელი ხდება ხოლმე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s