1,2,3 …………… 10 დღე.

თავიდან ყველაფერი ძალიან ადვილად იწყება:

შედიხარ მეგობრებთან ერთად რესტორანში და ენაგადმოგდებული ელოდები,როდის მოიტანს ოფიციანტი შეკვეთილ გემრიელობებს. თავიდან საერთოდ არ გახსოვს და ძალიან ბედნიერი ხარ იმით,რომ  შენი საყვარელი ხალხის გარემოცვაში ხარ და წინ ბევრი ხარხარი გელის.

ოფიციანტს  მოაქვს საჭმელი,რომელსაც ორთქლი ასდის და შენც და შენს მეგობრებსაც ერთი სული გაქვთ როდის შეექცევით გემრიელად, ერთ დღიანი შიმშილის შემდეგ .

უცებ მეგობარი ფეხზე დგება და სადღეგრძელოს ამბობს.შენ იღიმი და ყველას ჭიქას ”უჭახუნებ ”. შენ არასდროს არ გიყვარდა სადღეგრძელოების თქმა, ამიტომ მხოლოდ იღიმი და სვავ . ჭიქას მაგიდაზე დგავ და  რაღაც იცვლება შენში .

პირველ ჭიქაზე გახსენდება. გახსენდება და  უცებ იღრუბლები . ამას ყველა ამჩნევს,მაგრამ არავინ იმჩნევს …

ისევ ფეხზე ადგომა,ისევ ახალი სადღეგრძელო ,ისევ უთქმელი სადღეგრძელო,ისევ ღიმილი და დალევა.

მეორე  ჭიქაზე  უკვე ვეღარც იღიმი და არც მეგობრების ხუმრობებზე აღარ გეცინება.

მესამე ჭიქაზე, მობილურს ხელში იღებ და თქვენს სურათებს ათვალიერებ.თვალზე ცრემლი და  აფერისტული ღიმილი..

მეოთხე ჭიქაზე,მობილურს ხელში ათამაშებ და ფიქრობ, რა მოხდება რომ დავურეკო? უბრალოდ მოვიკითხავ და ამით მორჩება და დაიწყება ყველაფერი .

ამ ფიქრებში მეხუთე ჭიქა.

შემდეგ ისტერიკული სიცილი ყველაფერზე. ამას ყველა ამჩნევს ,მაგრამ არავინ იმჩნევს და ყველა შენსავით ღადაობს.

მეექვსე ჭიქაზე  უჰაერობა და  ყელში გაჩხერილი  ბურთი. თვალზე ცრემლი,რომელსაც ამაყი გოგონა ვეღარ მალავს .

დაღლილობა.

წვიმაში გარეთ გამობლაყუნება და 3 გაჩერების ფეხით გავლა.

სახლში სველი მოსვლა.

დაწოლა.

ტირილი )))

259812_608410145853787_708358308_n

4 thoughts on “1,2,3 …………… 10 დღე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s